Friday, June 24, 2011
რაჭის ისტორია
რაჭა
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით -ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთანშეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
რაჭის საერისთავო
რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
რაჭას ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას რაჭის ქედი ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენციამინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოს შემადგენლობაში შევიდა.
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
XV-XVII საუკუნეების რაჭის სამეფოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო.
თანამედროვე რაჭის და ლეჩხუმის რუქა
უნებრივი რესურსები
უახლოეს წარსულში რეგიონისეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილიშეჰქონდა დარიშხანისა და ბარიტისსაბადოთა ექსპლოატაციას. ამჟამადმათი მოპოვება _ გადამუშავებაშეჩერებულია. თითქმის ვერხორციელდება ძვირფასიმინერალური წყლების სამრეწველოგამოყენება. მხარის ინდუსტრიასუსტადაა განვითარებული და ისიცადგილობრივი მნიშვნელობის კვებისადა მსუბუქი მრეწველობის მცირესაწარმოთა სახით.
რაჭა ძალიან ბევჯერ გამხდარაუცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთაყურადღების ღირსი.
მაგალითად: 1772 წელს რაჭაშიოთხი კვირა იმოგზაურა გერმანელმამეცნიერმა გიულდენშტედტმა, 1868წელს რაჭას ესტუმრა გერმანელიმეცნიერი ჰაინრიხ კლაფროთი. 1833წელს რაჭაში ჩამოსულა შვეიცარიელიმეცნიერი დიუბუა დე მონპრე, ხოლო1847-1848 წწ. ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე.
ყველა მეცნიერს, რომლებმაც იხილეს საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, აქვთ გამოცემული ერთობსაინტერესო ნაშრომები ამ კუთხის შესახებ, სადაც მოხსენებულია რაჭის სიძველეები, კულტურული ძეგლები,ადათ-წესები, ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და სხვა.
წიაღისეული სიმდიდრეებიდან მხარეში გვხვდება ქვანახშირი, ბარიტე, ცალკეული ფერადი ლითონი და მრავალიმინერალური წყარო.
მხარის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა. სასოფლო სავარგულთა საერთო რაოდენობა 142 ათასიჰა-ს ტოლია, რომელთაგან სახნავი 7% -მდეა. უფრო მცირეა მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობები.საძოვრებს მხარეში 114 ათასი ჰა უკავია. ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია ტყეებით, რომელთაექსპლოატაციაც მხარის შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭად. ვინაიდან, ჩვენ ზემო რაჭას ვეხებით, კერძოდ კი მდინარე რიონის ერთ-ერთიშენაკადის მდ. ჯეჯორის ხეობას, ამიტომაც მას მიმოვიხილავთ.
მდ. ჯეჯორა რიონის მარცხენა შენაკადია ქ. ონთან. იგი სათავეს იღებს ოსეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთკალთაზე, ჯავის რაიონში. მისი სიგრძე 45-50 კმ-ია. საერთო ვარდნა- 1352 მ-ია, საშუალო დახრილობა 27,0%;წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 438კმ. კვადრატს. მისი შენაკადებია: ღრამულა ქვედრულა. გარდა ამისამოიცავს 87 მცირე შენაკადს. მდინარე მდიდარია თევზის ისეთი ჯიშით, როგორიცაა კალმახი. ვახუშტი ბატონიშვილირამდენიმე ადგილას ასახელებს ჯეჯორს. მაგალითად:~ ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამხრეთ არს ონი~.გიულდენშტედტის მოგზაურობაში კი ეს მდინარე გვხვდება ორი ფორმით: ჯეჯო და ჯეჯორა.
რუკა მხარის ფართობი 4,56ათასი კვადრატულიკილომეტრია(საქართველოსტერიტორიის 8%),საიდანაც რაჭაზე მოდის2,47 ათასი კვადრატულიკილომეტრი, ლეჩხუმზე-0,75 ათასი, ხოლო ქვემოსვანეთზე-1,34 ათასიკვ.კმ. მიუხედავადმნიშვნელოვანიფართობისა, რეგიონიმოსახლეობის მიხედვით(51 000 კაცი 2002 წელს)საქართველოში ბოლოადგილზეა. სამწუხაროა, მაგრამ აქ მოსახლეობა კლებას განიცდის. ამის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის მხარეში რთული დემოგრაფიული სიტუაციაა შექმნილი. აი, რას წერს ვახუშტი ბაგრატიონი რაჭის შესახებ: '"მზღვრის რაჭას აღმოსავლეთით კუდაროსა,წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთა, და კავკასი კედელა, და მუნიდამ ჩრდილოეთით წარსულიკავკასივე, ვიდრე დიგორის კავკასამდე, რაჭა გლოლასა და ჟღელეს შორისი; სამ რით წონიდამწამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ, ვიდრე არპანისა და დღნორამდე, გაჭრილირიონისგან მუნ და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორის ზეითწმინდის გიორგისას, მერმე გაჭრილს, ნაქერალას, ველეგს, საღორეს, გაჭრილას, ნაჯიხურევს,საწალიკეს და კეცებს ამ მთათა ჩრდილით კერძი არს რაჭისა ად სამ რეითის კერძი-გარჯილა-ნაჯიხურევს საწალიკე-კეცებისა- არს არგუეთისა, და მდინარენიცა ეთრეთვე. დასავლითმზღვრის საღორის მთიდამ დღნორამდე რომელნი მთანი აღვსწერეთ, და მთა გუეLის თავისა, ხოლომათ მთათა დასავლის კერძო არს ოკრიბისა და არიან მთანი ესენი მაღალნი და განიერნი, თხემთაუტყეონი და კალთათა ტყიანნი, და ზამთარს დიდთოვლიანნი, სადაცა ვერ ივლის ცხენი, დაზაფხულის უთოვლო, წყაროიანი, ბალახიანი, ყუავილოვანინი, ნადირიან-ფრინველიანი და დაბნებირაჭისანი, ამ მთათა კალთათა მყოფნი, არიან, ვითარცა შქმერი აღვსწერეთ, აგარაკად და მთისადგილად, და ჩრდილოთ. მზღვრის რაჭას კავკასი, რომელნი განჰყოფს გლოლას, ღებს, ჯიორასა დადიგორს. ბასიანსა, ლუხუნსა და სუანეთსა, სადმელს, ტოლასა და სუანეთსა. და ამ საზღვართ შინაგანარს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან.ჰავით არს კეთილმშუენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერიბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახი, ხილნი, მტილოვანნი, რიონის, კერძოდამიერ და იმიერ სრულიად რაჭას ესრეთ ნაყოფიერებს, არამედ მთათა კერძონი, ვითარცა სხუანიმთის ადგილნი, პირუტყვნი, აქლემის გარდა, ყოველნი უდუმო, ღორი-სიცოცხლე მათი. მდინარეთაკალმახნი მრავალნი, სხუა თევზნი არარაი, არცა რიონსა შინა. კაცნი ტანოვანნი, მნენი, ბრძოლასაშემმართებელნი, ძლიერნი უსაქციელო-ბრიყვნი, უშუერმქცევნი; სხუათა მაოხარნი, მომხვეჭნი დარნი, სახლობენ მთავარნი და აზნაურნი ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთივნე, რბილნი. პირველადიყო რაჭა შრაპანის საერისთავო, მერმე იქმნა თვთ საერისთავოდ, და შემდომად კახაბერისმოწყუედისა ეპყრათ მეფეთა. მერმე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთაობა, და აწცა არიანიგინი ერისთავად რაჭას, და არს მესამე სადროშო |
წარმოშობა
რაჭის შესახებ ძველ ქართულსაისტორიო თხზულებებში ძალზეცოტა ცნობები გვხვდება.ადამიანის ცხოვრების უძველესინაშთი, რომელსაც მიაგნესარქეოლოგებმა რაჭაში ეკუთვნისე.წ. მეზოლითის ხანას.
1958 წ. არქეოლოგთაექსპედიცია მდ. ჯეჯორას და მისიშენაკადების ხეობებში მუშაობდა.ბოჭონას მთის კირქვიანმასივში,ზღვის დონიდან 1550მსიმაღლეზე მდებარე მღვიმისზედაპირზე არქეოლოგებმაადრეფეოდალური და ბრინჯაოსხანის ნივთებთან ერთად ქვისხანის ადამიანთა ნივთებიცაღმოაჩინეს. დადგინდა,რომადამიანს აქ ჯერ კიდევ ათი ათასიწლის წინ უცხოვრია.
შუა ბრინჯაოს ხანაში რაჭაშიგაჩნდა დასახლება ბრილი,რომლის მოსახლეობის ძირითადსაქმიანობას ბრინჯაოსმეტალურგია წარმოადგენდა (ბრილი მდებარეობს სოფ.ღებიდან თექვსმეტიოდე კმ-ის დაშორებით მდ.რიონის ზემო წელში.)
ბრილის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები 1938წლიდან დაიწყო. ექსპედიციას ხელმძღვანელობდაარქეოლოგი გერმანე გობეჯიშვილი. .არქეოლოგებმა შეისწავლეს სამაროვანი,სადაც ძველი ქართველიმეტალურგები და მათი ოჯახის წევრები იმარხებოდნენ. აქ იპოვეს სხვადასხვა სამეურნეო და სამხედროდანიშნულების იარაღები, ბრინჯაოს ვერძის თავები, ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებები,სამა-ჯურები...გვიან ბრინჯაოს ხანაში ბრინჯაოს წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდა და მისი დამზადების ტექნოლოგიაუფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. სამარხებში უკვე გვხვდება კოლხური ცულები და სატევრები, ბრინჯაოსთოხები და ნამგლები, უფრო მრავალფეროვანი ხდება ბრინჯაოს სამკაულები.
ძვ.წ.აღ VII ს-ში რკინის მეტალურგიამ წამყვანი ადგილი დაიკავა საქართველოში. ამ ხანიდან საბრძოლო თუსამეურნეო იარაღები თითქმის მხოლოდ ამ ლითონისგან მზადდებოდა. მიუხედავად ამისა, ბრილშიბრინჯაოს წარმოება არ შეწყვეტილა, თუმცა ბრინჯაოსგან ძირითადად სამკაულებს და რელიგიურირიტუალებისთვის საჭირო ნივთებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით მდიდრულ სამარხებს არქეოლოგები იმკულტურულ ფენებში შეხვდნენ, რომლებშიც ძვ.წ.აღ. VIს-ისა და მომდევნო საუკუნეების მიცვალებულებიარიან დაკრძალულნი. (თიხის საუცხოო ჭურჭელი, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს უამრავი სამკაული,ქარვის, ფერადი მინის მძივები, ბრინჯაოს ქანდაკებები...)
ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩენილი ფუფუნების საგნების ნაწილი უცხო ქვეყნებიდან არისშემოტანილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვის და შავიზღვის აუზის ქვეყნებთან. ბრილში აღმოჩნდა შორეული ეგვიპტიდან შემოტანილი ნივთებიც. ანტიკურ ხანაშირაჭაზე გადიოდა გზები, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა.
III-IVსაუკუნეებში ჩრდ. კავკასიაში ტომთა მრისხანე გაერთიანებები შეიქმნა, რომლებიც კავკასიონისგადმოლახვას და შავი ზღვისკენ გაჭრას ცდილობდა.
IVს-ის 70-იან წლებში ჰუნები დას.საქართველოს მთიანეთში შემოიჭრნენ. ვარაუდობენ, რომ ჩრდ.კავკასიის მომთაბარე ტომების შემოსევას შეეწირა ბრილის მეტად საინტერესო კულტურა.
ჯეჯვრის ხეობა მდებარეობს ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დასახლებულია ძირითადად მდ.ჯეჯორის მარცხენა მხარე. სწორედ აქ მდებარეობს სოფელი პიპილეთი, რომელიც წარმოადგენს საკრებულოსცენტრს. იგი ზღვის დონიდან 960 კმ-ზეა, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ის მოშორებით. პიპილეთის საკრებულოშიშედის სოფლები ჟაშქვა, ონჭევი, სომიწო, სორგითი. ვახუშტის რუკაზე აღნიშნულია დაბა პიპილეთი. ხოლოგერმანელი იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის (1772 წ) ჩანაწერებში ეს სოფელი სამჯერ გვხვდება.სოფლის უხუცესების გადმოცემის მიხედვით, არსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ვერსია: პირველიუკავშირდება იმას, რომ ეს ადგილები ბოსტნეულით, კერძოდ პილპილით ყოფილა განთქმული და ამიტომაცდაურქმევიათ პიპილეთი, მეორე ვერსია კი ამ სახელს პეპელას უკავშირებს, პეპელეთი, რომელიც შემდგომპიპილეთად იქცა.
ასევე უხუცესთა გადმოცემით პირველი მოსახლეები აქ ბაკურაძეები ყოფილან და სახლობდნენ ჯეჯვრისმარჯვენა სანაპიროზე ბოლთის მთაზე, რომელიც დღევანდელ პიპილეთზე მაღლა მდებარეობს. ამავე მხარესმთის ძირში სოფელს ჰქონდა უძველესი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ეს სოფელი ითვლებოდამთელი ამ ხეობის სასულიერო ცენტრად. ეს ეკლესია კომუნისტებს დაუნგრევიათ და მისი ქვით სკოლა დასაბჭოს შენობები აუშენებიათ, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია. ამ ქვათა ნარჩენები დღესაცმოიპოვება სოფლის ტერიტორიაზე.
საბჭოთა პერიოდში სოფელი განთქმული იყო ქერისა და ხორბლის უხვი მოსავლით. აგრეთვემეფუტკრეობითა და მესაქონლეობით. დღეისათვის აქ ხარობს, როგორც მარცვლეული კულტურები, აგრეთვეგანვითარებულია მევენახეობა, მეფუტკრეობა და მესაქონლეობა,

მეღორეობა. ცნობილია რაჭული ლორი, რომლის გამოყვანის განსაკუთრებული წესი მხოლოდ რაჭაში იციან.
ჰავა ზომიერად ტენიანი და თბილია. იანვარში ჰაერის ტმპერატურა თითქმის ყველგან 00-ზედაბალია, მაგალითად ონში -10 -ის, შოვში -5,60 -ის. ივლისში ჰაერის ტემპერატურა ქვაბულებში+20+220 -ის ფარგლებში მერყეობს, სიმაღლის მატებასთან ერთად კი ტემპერატურა თანდათანობითეცემა: შოვსი (ზღ.დ. 1507 მ) +15,60. რაჭის ქვაბულში დასავლეთ საქართველოსთვის ყველაზეცოტა_800-1000 მმ ნალექი მოდის. სიმაღლის მატებასთან ერთად ნალექების რაოდენობა ჯერმატულობს შემდეგ კი კლებულობს.
სამზარეულო
რაჭულ სამზარეულოში გამორჩეულია ქადა,ქადახაჭა, ბუღლავა, რომლის დასამზადებლადაციყენებენმცენარე ქალაკოდას. მას ზამთრისათვის ახმობენ და შემდეგ იყენებენ. ზაფხულობით დიდირაოდენობით ამზადებენხაჭოს ამარილებენ ხის კასრებში და ინახავენ. შემდეგ მასერევა ერბო დაადუღებულ წყალს ასხავენ. რაჭველებისსაყვარელი სასმელი იყო დატა. ეს გამაგრილებელილუდისმაგვარი სასმელია, რომლის დამზადებაც მივიწყებულია.
ფოლკლორი
ქალაქი ონი წარმოადგენდა დაწარმოადგენს ადგილს, სადაც ხდებოდადემონსტრირება, წარდგენა რაჭულიფოლკლორის უნიკალური ნიმუშებისა.წლების განმავლობაში ქალაქშიეწყობოდა რაიონულიდათვალიერებები, სადაც სოფლებიწარმოადენდნენ პოეტური,ქორეოგრაფიული და მუსიკალური ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს. ამნიმუშების დამუშავებას და შემდეგპოპულარიზაციას ქალაქ ონისსახელოვან ფოლკლორულ ანსამბლებიუზრუნველყოფდნენ.
რაჭული მუსიკალური ფოლკლორისსიდიადეზე არაერთგზის დაწერილა.ასე მაგალითად: აი, რას წერდა პროფესორი აისბერგი რაჭულ ხალხურ სიმღერაზე:"ხალხი, რომელსაცშეუძლია ალღოთი ჩასწვდეს მუსიკალურ კანონებს, შექმნილს დასავლეთ ევროპის დიდ ხელოვანთათაობების მიერ, უაღრესად მუსიკალურია!"
ონში მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ხალხური სიმღესრისა და ცეკვის ანსამბლებისშექმნა. 1965 წელს კი დაარსდა ანსამბლი "ბუბა",ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შალვაჯაფარიძის მიერ. ეს ანსამბლი რაჭული ხალხური სიმღერის ნამდვილ სამჭედლოდ იქცა. ანსამბლშიმუშავდებოდა ყველა რაჭული თუ სხვა კუთხის ცეკვა- სიმღერა. ამ ანსამბლმა შეაყვარა საქართველოს"წერეთელმა დაგვიბარა", "ქვედრულა", "რაშოვდა", "მაღლა მთას მოდგა"და ვინ იცის რამდენი სხვა.მოგვიანებით ანსამბლს "რაჭა"ეწოდა და მან რაჭული სიმღერა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც აახმიანა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაჭული ფერხული, ცეკვა სიმღერა "რაშოვდა"და სხვა სწორედ ამანსამბლმა შემოუნახა საქართველოს.
ქალაქ ონში მრავალ ლოტბარს უღვაწია:ჟორა მაისურაძე, ვახტანგ კერესელიძე, პავლე ბერიშვილი დაშალვა ჯაფარიძე.
განსაკუთრებულად საინტერესოა რაჭული სტვირის ისტორია. სტვირი ერთგვარ სიმბოლოდაც კიიქცა რაჭული ფოლკლორისა. იყო დრო, როცა უკანასკნელი მესტვირე, ზაქარია ერაძე, რაჭველიმესტვირე, ძლიერ მოხუცებული გახლდათ და გაჩნდა საშიშროება, რომ სტვირზე დაკვრის ტექნიკადაიკარგებოდა. მაშინ საქართველოს სახალხო არტისტი, ბატონმა გიგა ჯაფარიძე, ეწვია ზაქარიას,შეისწავლა მისგან სტვირი და მას ახალი სიცოცხლე შთაბერა. გიგამ სტვირი თავის უმცროს ძმასშალვას შეასწავლა. შალვამ სტვირზე დაკვრის ხელოვნება თაობებს გადაულოცა. თავად კი ყველამესტვირეზე შორს გაიტანა რაჭული სტვირის ხმიანობა..გერმანია, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეათი,რუსეთი..რაჭული სტვირი და მისი ჩანაწერები დღეს მსოფლიოში ხმიანობს.
დღეს ანსამბლი "რაჭა"ისევ ცოცხლობს, მას ხელმძღვანელობს აწგარდაცვლილი ბატონი შალვაჯაფარიძის ქალიშვილი-ირემა ჯაფარიძე. ის, ასნამბლის წევრებთან ერთად ისევ აგრძელებსუნიკალური ფოლკლორული ნიმუშების ძებას და შესწავლას. ქალაქ ონის ფოლკლორული ანსამლი"რაჭა" კვლავაც ამდიდრებს სრულიად საქართველოს ხალხური ხელოვნების საგანძურს.
რელიეფი
რეგიონში კარგადაა გამოხატული ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონურობა. რაჭის ქვაბული უკავია კოლხურ ქვედა ტყისლანდშაფტებს. შემდეგ სიმაღლის მატებასთან (ზღ.დ 600-800 მ) ერთად მოდის: კოლხური საშუალო მთის ტყის,საშუალო მთის შერეული ტყის (ზღ,დ 1000-1200 მ-დან), მაღალი მთის სუბალპური (200 მ-დან) და ალპურიმდელოს (2500-2600 მ-დან), 3300-3500 მ-დან კი გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.მხარის უმთავრეს გეომორფოლოგიურ ერთეულად რაჭის ქვაბული ითვლება. იგი რთული გეოლოგიური აგებულებითხასიათდება. ქვაბულის ცენტრში მოედინება მდინარე რიონი, რომლის ხეობაშიც რამდენიმე ტერასა გამოიყოფა. ისინისამოსახლოდ და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებად გამოიყენება. ქვაბული სამხრეთიდან რაჭის ქედითააშემოფარგლული. რაჭის ქედი დასავლეთ ნაწილში აგებულია კირქვებით, რის გამოც აქ განვითარებულია ტიპურიკარსტული რელიეფ. ნაქერალას უღელტეხილიდან (ზღ.ვ. 1370 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს შაორისქვაბული, რომელიც ამჟამად მისივე სახელწოდების წყალსაცავს უკავია.
მდიდარია რაჭა მცენარეული საფარით. ტყეებით, ალპურიზოლი, რომლის მდელოებიც ბალახითაა დაფარულიზაფ-ხულობით საკვებს აძლევს რამოდენიმე ათას სულ საქონელს. ტყეებში ბინადრობენ: მელა, დათვი, მგელი,ტურა, სინდი-ოფალა და სხვა მტაცებელი ცხოველები. ფრინველებიდანბინადრობს: არწივი, ორბი, ქორი, ტოროლა,კოდალა დასხვა ფრინველები.
დღესასწაულები და ადათ წესები
რაჭა გამოირჩევა უძველესი ტრადიციებით, ასეთია:აღდგომის ტრადიცია, რომელიც აღდგომიდანდაწყე-ბული მენელსაცხებელთა კვირამდე გრძელდება, კვირა-ობით კი იმართება თემობა და ლხინი.რაჭის მოსახლეობაასევე ზეიმობენ მაცხოვრის დღესასწაულს „დიდებაბრძანე მაცხოვარო ჯვარისაო",თქმულების თანახმად
მაცხოვრის ჯვარი სვანებს მოუპარავთ, რომელიცმონადირე ბათხაძეს დაუბრუნებია სოფელ ღებში,ამის შემდეგაღნიშნავენ დღესასწაულს „დიდება ბრძანე ".
მაცხოვრის ჯვარი სვანებს მოუპარავთ, რომელიცმონადირე ბათხაძეს დაუბრუნებია სოფელ ღებში,ამის შემდეგაღნიშნავენ დღესასწაულს „დიდება ბრძანე ".
დემოგრაფია რეგიონის მოსახლეობა კლებას განიცდის XX საუკუნის განმავლობაში და დღესაც. მაგალითად, თუ1926 წელს მხარეში 115 ათასი კაცი ცხოვრობდა, იგივე მაჩვენებელი 1959 წელს-90 ათასის, 2003 წელს - 51 ათასი კაცის ტოლია. მხარე ყველაზე ნაკლებურბანიზებულია საქართველოში. აქაურ ქალაქებშიმოსახლეობის მხოლოდ 18% ცხოვრობს. მხარე მონონაციონალურია _ თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველია. |
მნიშვნელოვანი მოვლენები
რაჭაში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ქვის აკლდამები, რომლებიც მოწმობენ, რომ აქ ადამიანებიჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე სახლობდნენ. რაჭის მთიულეთის დაცვისა და მოვლაპატრონობის მეტად რთული ფუნქცია თავის თავზე აიღო ღებმა, იგი პირველი უნდა დახვედროდადა შებმოდა მტერს მას დამარცხების უფლება არ ჰქონდა, რადგან მის უკან მთელი საქართველოიდგა.
Subscribe to:
Posts (Atom)