Friday, June 24, 2011

ვიდეოები







































რაჭის ისტორია


რაჭა



რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით -ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთანშეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.





რაჭის საერისთავო


რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
რაჭას ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას რაჭის ქედი ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენციამინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოს შემადგენლობაში შევიდა.
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
XV-XVII საუკუნეების რაჭის სამეფოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო.
თანამედროვე რაჭის და ლეჩხუმის რუქა



უნებრივი რესურსებ
უახლოეს წარსულში რეგიონისეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილიშეჰქონდა დარიშხანისა და ბარიტისსაბადოთა ექსპლოატაციასამჟამადმათი მოპოვება _ გადამუშავებაშეჩერებულიათითქმის ვერხორციელდება ძვირფასიმინერალური წყლების სამრეწველოგამოყენებამხარის ინდუსტრიასუსტადაა განვითარებული და ისიცადგილობრივი მნიშვნელობის კვებისადა მსუბუქი მრეწველობის მცირესაწარმოთა სახით.
   რაჭა ძალიან ბევჯერ გამხდარაუცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთაყურადღების ღირსი.     
მაგალითად: 1772 წელს რაჭაშიოთხი კვირა იმოგზაურა გერმანელმამეცნიერმა გიულდენშტედტმა, 1868წელს რაჭას ესტუმრა გერმანელიმეცნიერი ჰაინრიხ კლაფროთი. 1833წელს რაჭაში ჩამოსულა შვეიცარიელიმეცნიერი დიუბუა დე მონპრეხოლო1847-1848 წწფრანგი მეცნიერი მარი ბროსე.
  ყველა მეცნიერსრომლებმაც იხილეს საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეაქვთ გამოცემული ერთობსაინტერესო ნაშრომები ამ კუთხის შესახებსადაც მოხსენებულია რაჭის  სიძველეებიკულტურული ძეგლები,ადათ-წესებიფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და სხვა.
   წიაღისეული სიმდიდრეებიდან მხარეში გვხვდება ქვანახშირიბარიტეცალკეული ფერადი ლითონი და მრავალიმინერალური წყარო
   მხარის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაასასოფლო სავარგულთა საერთო რაოდენობა 142 ათასიჰა- ტოლიარომელთაგან სახნავი 7% -მდეაუფრო მცირეა მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობები.საძოვრებს მხარეში 114 ათასი ჰა უკავიატერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია ტყეებითრომელთაექსპლოატაციაც მხარის შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
  რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭადვინაიდანჩვენ ზემო რაჭას ვეხებითკერძოდ კი მდინარე რიონის ერთ-ერთიშენაკადის მდჯეჯორის ხეობასამიტომაც მას მიმოვიხილავთ.
  მდჯეჯორა რიონის მარცხენა შენაკადია ონთანიგი სათავეს იღებს ოსეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთკალთაზეჯავის რაიონშიმისი სიგრძე 45-50 კმ-იასაერთო ვარდნა- 1352 -იასაშუალო დახრილობა 27,0%;წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 438კმკვადრატსმისი შენაკადებიაღრამულა ქვედრულაგარდა ამისამოიცავს 87 მცირე შენაკადსმდინარე მდიდარია თევზის ისეთი ჯიშითროგორიცაა კალმახი.  ვახუშტი ბატონიშვილირამდენიმე ადგილას ასახელებს ჯეჯორსმაგალითად:~ ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამხრეთ არს ონი~.გიულდენშტედტის მოგზაურობაში კი ეს მდინარე გვხვდება ორი ფორმითჯეჯო და ჯეჯორა.






რუკა

მხარის ფართობი 4,56ათასი კვადრატულიკილომეტრია(საქართველოსტერიტორიის 8%),საიდანაც რაჭაზე მოდის2,47 ათასი კვადრატულიკილომეტრილეჩხუმზე-0,75 ათასიხოლო ქვემოსვანეთზე-1,34 ათასიკვ.კმმიუხედავადმნიშვნელოვანიფართობისარეგიონიმოსახლეობის მიხედვით(51 000 კაცი 2002 წელს)საქართველოში ბოლოადგილზეასამწუხაროამაგრამ აქ მოსახლეობა კლებას განიცდისამის  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის მხარეში რთული დემოგრაფიული სიტუაციაა შექმნილი.
  აირას წერს ვახუშტი ბაგრატიონი რაჭის შესახებ: '"მზღვრის რაჭას აღმოსავლეთით კუდაროსა,წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთადა კავკასი კედელადა მუნიდამ ჩრდილოეთით წარსულიკავკასივევიდრე დიგორის კავკასამდერაჭა გლოლასა და ჟღელეს შორისისამ რით წონიდამწამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამვიდრე არპანისა და დღნორამდეგაჭრილირიონისგან მუნ და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთასხოლო განყოფით დღნორის ზეითწმინდის გიორგისასმერმე გაჭრილსნაქერალასველეგსსაღორესგაჭრილასნაჯიხურევს,საწალიკეს და კეცებს ამ მთათა ჩრდილით კერძი არს რაჭისა ად სამ რეითის კერძი-გარჯილა-ნაჯიხურევს საწალიკე-კეცებისაარს არგუეთისადა მდინარენიცა ეთრეთვედასავლითმზღვრის საღორის მთიდამ დღნორამდე რომელნი მთანი აღვსწერეთდა მთა გუეLის თავისახოლომათ მთათა დასავლის კერძო არს ოკრიბისა   და არიან მთანი ესენი მაღალნი და განიერნითხემთაუტყეონი და კალთათა ტყიანნიდა ზამთარს დიდთოვლიანნისადაცა ვერ ივლის ცხენიდაზაფხულის უთოვლოწყაროიანიბალახიანიყუავილოვანინინადირიან-ფრინველიანი და დაბნებირაჭისანიამ მთათა კალთათა მყოფნიარიანვითარცა შქმერი აღვსწერეთაგარაკად და მთისადგილადდა ჩრდილოთმზღვრის რაჭას კავკასირომელნი განჰყოფს გლოლასღებსჯიორასა დადიგორსბასიანსალუხუნსა და სუანეთსასადმელსტოლასა და სუანეთსადა ამ საზღვართ შინაგანარს რაჭაფრიად მაგარი მთითაკლდითახრამითახევითა და ტყითაშეუალი გარე მტრისაგან.ჰავით არს კეთილმშუენიზაფხულის გრილიზამთარ თბილი და უქარომოსავლიანითვინიერიბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნივენახიხილნიმტილოვანნირიონისკერძოდამიერ და იმიერ სრულიად რაჭას ესრეთ ნაყოფიერებსარამედ მთათა კერძონივითარცა სხუანიმთის ადგილნიპირუტყვნიაქლემის გარდაყოველნი უდუმოღორი-სიცოცხლე მათიმდინარეთაკალმახნი მრავალნისხუა თევზნი არარაიარცა რიონსა შინაკაცნი ტანოვანნიმნენიბრძოლასაშემმართებელნიძლიერნი უსაქციელო-ბრიყვნიუშუერმქცევნისხუათა მაოხარნიმომხვეჭნი დარნისახლობენ მთავარნი და აზნაურნი ქალნი მშუენიერნიმქცევნი ეგრეთივნერბილნიპირველადიყო რაჭა შრაპანის საერისთავომერმე იქმნა თვთ საერისთავოდდა შემდომად კახაბერისმოწყუედისა ეპყრათ მეფეთამერმე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთაობადა აწცა არიანიგინი ერისთავად რაჭასდა არს მესამე სადროშო



წარმოშობა

   რაჭის შესახებ ძველ ქართულსაისტორიო თხზულებებში ძალზეცოტა ცნობები გვხვდება.ადამიანის ცხოვრების უძველესინაშთირომელსაც მიაგნესარქეოლოგებმა რაჭაში ეკუთვნის.მეზოლითის ხანას.
      1958 
არქეოლოგთაექსპედიცია მდჯეჯორას და მისიშენაკადების ხეობებში მუშაობდა.ბოჭონას მთის კირქვიანმასივში,ზღვის დონიდან 1550სიმაღლეზე მდებარე მღვიმისზედაპირზე არქეოლოგებმაადრეფეოდალური და ბრინჯაოსხანის ნივთებთან ერთად ქვისხანის ადამიანთა ნივთებიცაღმოაჩინესდადგინდა,რომადამიანს აქ ჯერ კიდევ ათი ათასიწლის წინ უცხოვრია.
      
შუა ბრინჯაოს ხანაში რაჭაშიგაჩნდა დასახლება ბრილი,რომლის მოსახლეობის ძირითადსაქმიანობას ბრინჯაოსმეტალურგია წარმოადგენდა (ბრილი მდებარეობს სოფ.ღებიდან თექვსმეტიოდე  კმ-ის დაშორებით მდ.რიონის ზემო წელში.)
    
ბრილის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები 1938წლიდან დაიწყოექსპედიციას ხელმძღვანელობდაარქეოლოგი გერმანე გობეჯიშვილი. .არქეოლოგებმა შეისწავლეს სამაროვანი,სადაც ძველი ქართველიმეტალურგები და მათი ოჯახის წევრები იმარხებოდნენაქ იპოვეს სხვადასხვა სამეურნეო და სამხედროდანიშნულების იარაღებიბრინჯაოს ვერძის თავებიფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებები,სამა-ჯურები...გვიან ბრინჯაოს ხანაში ბრინჯაოს წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდა და მისი დამზადების ტექნოლოგიაუფრო მაღალ საფეხურზე ავიდასამარხებში უკვე გვხვდება კოლხური ცულები და სატევრებიბრინჯაოსთოხები და ნამგლებიუფრო მრავალფეროვანი ხდება ბრინჯაოს სამკაულები.
       
ძვ..აღ VII -ში რკინის მეტალურგიამ წამყვანი ადგილი დაიკავა საქართველოშიამ ხანიდან საბრძოლო თუსამეურნეო იარაღები თითქმის მხოლოდ ამ ლითონისგან მზადდებოდამიუხედავად ამისაბრილშიბრინჯაოს წარმოება არ შეწყვეტილათუმცა ბრინჯაოსგან ძირითადად სამკაულებს და რელიგიურირიტუალებისთვის საჭირო ნივთებს ამზადებდნენგანსაკუთრებით მდიდრულ სამარხებს არქეოლოგები  იმკულტურულ ფენებში შეხვდნენრომლებშიც ძვ..აღ. VI-ისა და მომდევნო საუკუნეების მიცვალებულებიარიან დაკრძალულნი. (თიხის საუცხოო ჭურჭელიბრინჯაოსვერცხლის და ოქროს უამრავი სამკაული,ქარვისფერადი მინის მძივებიბრინჯაოს ქანდაკებები...)
       
ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩენილი ფუფუნების საგნების ნაწილი უცხო ქვეყნებიდან არისშემოტანილირაც იმაზე მეტყველებსრომ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვის და შავიზღვის აუზის ქვეყნებთანბრილში აღმოჩნდა შორეული ეგვიპტიდან შემოტანილი ნივთებიცანტიკურ ხანაშირაჭაზე გადიოდა გზებირომელიც ჩრდილოეთ კავკასიას შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა.
       III-IV
საუკუნეებში ჩრდკავკასიაში ტომთა მრისხანე გაერთიანებები შეიქმნარომლებიც კავკასიონისგადმოლახვას და შავი ზღვისკენ გაჭრას ცდილობდა.
       IV
-ის 70-იან წლებში ჰუნები დას.საქართველოს მთიანეთში შემოიჭრნენვარაუდობენრომ ჩრდ.კავკასიის მომთაბარე ტომების შემოსევას შეეწირა  ბრილის მეტად საინტერესო  კულტურა.
ჯეჯვრის ხეობა მდებარეობს ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიდასახლებულია ძირითადად მდ.ჯეჯორის მარცხენა მხარესწორედ აქ მდებარეობს სოფელი პიპილეთირომელიც წარმოადგენს საკრებულოსცენტრსიგი ზღვის დონიდან 960 კმ-ზეახოლო ონიდან 5 კმ-ის მოშორებით.  პიპილეთის საკრებულოშიშედის სოფლები ჟაშქვაონჭევისომიწოსორგითივახუშტის რუკაზე აღნიშნულია დაბა პიპილეთიხოლოგერმანელი იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის (1772 ჩანაწერებში ეს სოფელი სამჯერ გვხვდება.სოფლის უხუცესების გადმოცემის მიხედვითარსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ვერსიაპირველიუკავშირდება იმასრომ ეს ადგილები ბოსტნეულითკერძოდ პილპილით ყოფილა განთქმული და ამიტომაცდაურქმევიათ პიპილეთიმეორე ვერსია კი ამ სახელს პეპელას უკავშირებსპეპელეთირომელიც შემდგომპიპილეთად იქცა.
  
ასევე უხუცესთა გადმოცემით პირველი მოსახლეები აქ ბაკურაძეები ყოფილან და სახლობდნენ ჯეჯვრისმარჯვენა სანაპიროზე ბოლთის მთაზერომელიც დღევანდელ პიპილეთზე მაღლა მდებარეობსამავე მხარესმთის ძირში სოფელს ჰქონდა უძველესი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ეს სოფელი ითვლებოდამთელი ამ ხეობის სასულიერო ცენტრადეს ეკლესია კომუნისტებს დაუნგრევიათ და მისი ქვით სკოლა დასაბჭოს შენობები აუშენებიათრომელიც 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრიაამ ქვათა ნარჩენები დღესაცმოიპოვება სოფლის ტერიტორიაზე.
  
საბჭოთა პერიოდში სოფელი განთქმული იყო ქერისა და ხორბლის უხვი მოსავლითაგრეთვემეფუტკრეობითა და მესაქონლეობითდღეისათვის აქ ხარობსროგორც მარცვლეული კულტურებიაგრეთვეგანვითარებულია მევენახეობამეფუტკრეობა და მესაქონლეობა,
მეღორეობაცნობილია რაჭული ლორირომლის გამოყვანის განსაკუთრებული წესი მხოლოდ რაჭაში იციან.



ჰავა ზომიერად ტენიანი და თბილიაიანვარში ჰაერის ტმპერატურა თითქმის ყველგან 00-ზედაბალიამაგალითად ონში -10 -ისშოვში -5,60 -ისივლისში ჰაერის ტემპერატურა ქვაბულებში+20+220 -ის ფარგლებში მერყეობსსიმაღლის მატებასთან ერთად კი ტემპერატურა თანდათანობითეცემაშოვსი (ზღ.. 1507 ) +15,60. რაჭის ქვაბულში დასავლეთ საქართველოსთვის ყველაზეცოტა_800-1000 მმ ნალექი მოდისსიმაღლის მატებასთან ერთად ნალექების რაოდენობა ჯერმატულობს შემდეგ კი კლებულობს.


სამზარეულო
რაჭულ  სამზარეულოში გამორჩეულია  ქადა,ქადახაჭაბუღლავარომლის დასამზადებლადაციყენებენმცენარე ქალაკოდასმას ზამთრისათვის ახმობენ და შემდეგ იყენებენ.  ზაფხულობით დიდირაოდენობით ამზადებენხაჭოს ამარილებენ ხის კასრებში და ინახავენშემდეგ მასერევა ერბო დაადუღებულ წყალს ასხავენრაჭველებისსაყვარელი სასმელი იყო დატაეს გამაგრილებელილუდისმაგვარი სასმელიარომლის დამზადებაც მივიწყებულია.

ფოლკლორი

ქალაქი ონი წარმოადგენდა დაწარმოადგენს ადგილსსადაც ხდებოდადემონსტრირებაწარდგენა რაჭულიფოლკლორის უნიკალური ნიმუშებისა.წლების განმავლობაში ქალაქშიეწყობოდა რაიონულიდათვალიერებებისადაც სოფლებიწარმოადენდნენ პოეტური,ქორეოგრაფიული და მუსიკალური ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებსამნიმუშების დამუშავებას და შემდეგპოპულარიზაციას ქალაქ ონისსახელოვან ფოლკლორულ ანსამბლებიუზრუნველყოფდნენ.
 რაჭული მუსიკალური ფოლკლორისსიდიადეზე არაერთგზის დაწერილა.ასე მაგალითადაირას წერდა პროფესორი აისბერგი რაჭულ ხალხურ სიმღერაზე:"ხალხირომელსაცშეუძლია ალღოთი ჩასწვდეს მუსიკალურ კანონებსშექმნილს დასავლეთ ევროპის დიდ ხელოვანთათაობების მიერუაღრესად მუსიკალურია!"
  ონში მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ხალხური სიმღესრისა და ცეკვის ანსამბლებისშექმნა. 1965 წელს კი დაარსდა ანსამბლი "ბუბა",ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისშალვაჯაფარიძის მიერეს ანსამბლი რაჭული ხალხური სიმღერის ნამდვილ სამჭედლოდ იქცაანსამბლშიმუშავდებოდა ყველა რაჭული თუ სხვა კუთხის ცეკვასიმღერაამ ანსამბლმა შეაყვარა საქართველოს"წერეთელმა დაგვიბარა", "ქვედრულა", "რაშოვდა", "მაღლა მთას მოდგა"და ვინ იცის რამდენი სხვა.მოგვიანებით ანსამბლს "რაჭა"ეწოდა და მან რაჭული სიმღერა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც აახმიანა.
  აღსანიშნავია ის ფაქტიცრომ რაჭული ფერხულიცეკვა სიმღერა "რაშოვდა"და სხვა სწორედ  ამანსამბლმა შემოუნახა საქართველოს.
  ქალაქ ონში მრავალ ლოტბარს უღვაწია:ჟორა მაისურაძევახტანგ კერესელიძეპავლე ბერიშვილი დაშალვა ჯაფარიძე.
 განსაკუთრებულად საინტერესოა რაჭული სტვირის ისტორიასტვირი ერთგვარ სიმბოლოდაც კიიქცა რაჭული ფოლკლორისაიყო დროროცა უკანასკნელი მესტვირეზაქარია ერაძერაჭველიმესტვირეძლიერ მოხუცებული გახლდათ და გაჩნდა საშიშროებარომ  სტვირზე დაკვრის ტექნიკადაიკარგებოდა.  მაშინ საქართველოს სახალხო არტისტიბატონმა გიგა ჯაფარიძეეწვია ზაქარიას,შეისწავლა მისგან სტვირი და მას ახალი სიცოცხლე შთაბერაგიგამ სტვირი თავის უმცროს ძმასშალვას შეასწავლა.  შალვამ სტვირზე დაკვრის ხელოვნება თაობებს გადაულოცათავად კი ყველამესტვირეზე შორს გაიტანა რაჭული სტვირის ხმიანობა..გერმანიაპოლონეთიბელგიასაფრანგეათი,რუსეთი..რაჭული სტვირი და მისი ჩანაწერები დღეს მსოფლიოში ხმიანობს.
  დღეს ანსამბლი "რაჭა"ისევ ცოცხლობსმას ხელმძღვანელობს აწგარდაცვლილი ბატონი შალვაჯაფარიძის ქალიშვილი-ირემა ჯაფარიძეისასნამბლის წევრებთან ერთად ისევ აგრძელებსუნიკალური ფოლკლორული ნიმუშების ძებას და შესწავლასქალაქ ონის ფოლკლორული ანსამლი"რაჭაკვლავაც ამდიდრებს სრულიად საქართველოს ხალხური ხელოვნების საგანძურს.

რელიეფი



რეგიონში კარგადაა გამოხატული ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონურობარაჭის ქვაბული უკავია კოლხურ ქვედა ტყისლანდშაფტებსშემდეგ სიმაღლის მატებასთან (ზღ. 600-800 )  ერთად მოდისკოლხური საშუალო მთის ტყის,საშუალო მთის შერეული ტყის (ზღ, 1000-1200 -დან), მაღალი მთის სუბალპური (200 -დანდა ალპურიმდელოს (2500-2600 -დან), 3300-3500 -დან კი გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.მხარის უმთავრეს გეომორფოლოგიურ ერთეულად რაჭის ქვაბული ითვლებაიგი რთული გეოლოგიური აგებულებითხასიათდებაქვაბულის ცენტრში მოედინება მდინარე რიონირომლის ხეობაშიც რამდენიმე ტერასა გამოიყოფაისინისამოსახლოდ და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებად გამოიყენებაქვაბული სამხრეთიდან რაჭის ქედითააშემოფარგლულირაჭის ქედი დასავლეთ ნაწილში აგებულია კირქვებითრის გამოც აქ განვითარებულია ტიპურიკარსტული რელიეფნაქერალას უღელტეხილიდან (ზღ.. 1370 ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს შაორისქვაბულირომელიც ამჟამად მისივე სახელწოდების წყალსაცავს უკავია.







მდიდარია რაჭა მცენარეული საფარითტყეებითალპურიზოლირომლის მდელოებიც ბალახითაა დაფარულიზაფ-ხულობით საკვებს აძლევს რამოდენიმე ათას სულ საქონელსტყეებში ბინადრობენმელადათვიმგელი,ტურასინდი-ოფალა და სხვა მტაცებელი ცხოველებიფრინველებიდანბინადრობსარწივიორბიქორიტოროლა,კოდალა დასხვა ფრინველები.








დღესასწაულები და ადათ წესები
რაჭა  გამოირჩევა უძველესი ტრადიციებითასეთია:აღდგომის ტრადიციარომელიც აღდგომიდანდაწყე-ბული მენელსაცხებელთა კვირამდე გრძელდებაკვირა-ობით კი იმართება თემობა და ლხინი.რაჭის მოსახლეობაასევე ზეიმობენ მაცხოვრის დღესასწაულს „დიდებაბრძანე მაცხოვარო ჯვარისაო",თქმულების თანახმად
მაცხოვრის ჯვარი სვანებს მოუპარავთრომელიცმონადირე ბათხაძეს დაუბრუნებია სოფელ ღებში,ამის შემდეგაღნიშნავენ დღესასწაულს „დიდება ბრძანე ".

დემოგრაფია
 რეგიონის  მოსახლეობა კლებას განიცდის XX საუკუნის განმავლობაში და დღესაცმაგალითადთუ1926 წელს მხარეში 115 ათასი კაცი ცხოვრობდაიგივე მაჩვენებელი 1959 წელს-90 ათასის, 2003 წელს - 51 ათასი კაცის ტოლიამხარე ყველაზე ნაკლებურბანიზებულია საქართველოშიაქაურ ქალაქებშიმოსახლეობის მხოლოდ 18% ცხოვრობს.
  მხარე მონონაციონალურია _ თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველია.

მნიშვნელოვანი მოვლენები
რაჭაში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ქვის აკლდამებირომლებიც მოწმობენრომ აქ ადამიანებიჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე სახლობდნენრაჭის მთიულეთის დაცვისა და მოვლაპატრონობის მეტად რთული ფუნქცია თავის თავზე აიღო ღებმაიგი პირველი უნდა დახვედროდადა შებმოდა მტერს მას დამარცხების უფლება არ ჰქონდარადგან მის უკან მთელი საქართველოიდგა.