Friday, June 24, 2011

ლექსები რაჭაზე

                                                                                რაჭა
Cad azidul sairmedan,
Mamisonis kaltebamde,
Dedis turfa mandilivit,
Gadashlila chemi mxare.

Mwvervalebi cas xeven tu,
Aq samshoblos ferdebia,
Aq samshoblos siyvarulshi
Arasodes berdebian.

Iq sadac shmagi jejora,
Rions exveva dzmurada,
Gashlila rogorc saunje, qveynad da gazafxulada. . .


                                                                             ნიკორწმინდა
გალაკტიონ ტაბიძე

მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, - როგორც მინდა -

ჩემთვის დიდებული

სხივი გამობრწყინდა.

მკვიდრად ააშენა,

ვინაც ააშენა

და ცით დაამშვენა

დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი

გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი

ნაზი შუქურ-თმებით,

ნეტა ვინ აზიდა,

ან როგორ აზიდა,

რა ხელმა აზიდა

მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,

რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია -

დარობს რამდი-დარი.

კარგად გამოჰკვეთა,

ვინაც გამოჰკვეთა

სიბრძნით გამოჰკვეთა

მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,

სვეტთა შეკონება,

ისე ნაგებია,

სიზმრის გეგონება.

ნეტა ვინ ააგო,

რა ნიჭმა ააგო,

რა მადლმა ააგო

სვეტი - ნიკორწმინდა!

გრძნობ - ვით დიადია

თორმეტი სარკმელი,

ხაზებში ანთია

ცეცხლი მისარქმელი:

ნეტა ვინ აანთო,

რომ გრძნობით აანთო

და წლებს გადაანთო

ნათლად ნიკორწმინდა.

ხვეულთ დიადება

ვხედავ - რა უხვია,

დრომ მას დიადემა

კრძალვით შეუხვია.

ნეტა ვინ მოჰქარგა,

და როცა მოჰქარგა

შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

გზნება - ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი

ხაზთა დასრულება

არის ამოდქმნილი -

ნატვრის ასრულება.

ეს ის სიმკვეთრეა,

ეს ის სიმდიდრეა,

რაითაც მკვიდრია

ძეგლი - ნიკორწმინდა.

შენის სულმნათისად

ასვლა ეროვანი:

ყელი გუმბათისა

მაღალღეროვანი,

ცამდის აღერილი,

ნებით აღერილი,

სათნოდ აღერილი

გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია

სივრცის დაუნჯებით,

თვალი გართულია

ფრთიან ფასკუნჯებით:

ფრთები, ფრთები გინდა,

კიდევ ფრთები გინდა,

გინდა დაეუფლო

სივრცეს, ნიკორწმინდა!

შენ, ფრთამოღუღუნეს

ჟამთა სიმაღლეზე,

ჩვენი საუკუნე

გიცავს, უახლესი:

მძლვრი ხელოვნება,

ხალხის ხელოვნება -

ბრწყინავს საქართველოს

ქებად ნიკორწმინდა!



                                        
 ო, დიდება ღმერთსაო კიდევ დავლევ ერთსაო,
ორივე ხელს მოვკიდებ რომ არ დამექცესაო.
ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ
სტუმარ-მასპინძელსაო.
ჩვენი მტერი და ორგული
დასწყევლოს ტურა მელამა!
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა!
მრავალძლის წმინდა გიორგიმ,
ველიეთ სულის ზენამა,
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი,
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი!
შეგვეწიოს ყოვლად წნიმდა
ხოტევი და ნიკორწმინდა-
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
ქოლოსი და მრავალძალი.
აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგცეს ნუგეში.
ამ ოჯახის კედელ-კუთხე
ქრისტე ღმერთო შენ აკურთხე.
აშენდა ჩვენი ოჯახი
აშენდა ჩვენი კერაო,
სახარებაშიც წერია
სტუმრის პატივისცემაო.




 მურმან ლებანიძე

* * *

ჰოიდა, ზამთარო, ზამთარო,
ღებს და ჭიორას აფთარო,
რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი,
წამხდარო!
ჰოიდა ბუხარო, ბუხარო,
ხან ზამთრის ჯიბრზე მქუხარო,
ხან -წყნარად მოლაპარაკევ,
ხანაც - ჩემსავით მწუხარო!






 აღტაცებული ვიყავი რაჭით ; 
ტყეები მარცხნივ ,
ტყეები მარჯვნივ ...
ქორაის ჭალა ,
ჭელიში გვერდით , -
დავასახელო რომელი ერთი !
სიო ხელამოდ არხევდა ასკილს ...
რბოდა რძესავით ქათქათა ასკი ...
შარეულასთან მხნეობდა მუხა ...
ციდან სინათლე იღვროდა უხვად ...

უცებ ...
ყანაში გამოჩნდა ქალი !
და ...

სადღაა შენი ლამაზი მთები !
სადღაა შენი ქათქათა ასკი !
შარეულასთან სადღაა მუხა !
სადღაა დიდი ,
დიიდი ველი ! -

ქალის სიტურფის წინაშე ყველამ ,
ყველამ ერთბაშად დაჰკარგა ფერი .

აღტაცებული ვიყავი რაჭით ...
და ახლა ,
როცა ვიგონებ რაჭას
( ვერ დაემალვის სიმართლეს კაცი ,
არ დაეხუჭვის სინათლეს თვალი );
რაჭა ხომ არის კარგი და კარგი !
კარგზე კარგია რაჭველი ქალი !








                                             



No comments:

Post a Comment