Sunday, July 3, 2011

რაჭა და რაჭველები ჩანაწერები


პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლი


მალაქია დვალი (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა - გამაგრების სამუშაოები // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ 18, გვ. 18 -21 სოფ. პატარა ონი მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აზიდულ მაღალ მთაზე. სოფელში დღემდე შემორჩა მეტ - ნაკლებად დაცული საშუალო საუკუნეების სამი არქიტექტურული ძეგლი. მათგან ორი - ეკლესიაა, ერთი ციხე-სიმაგრე. ამჟამად ჩვენ დაცვით სამუშაოებს ვაწარმოებთ ერთ მათგანზე ე.წ. "რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესიაზ“. რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინასწარმა გამოკვლევა - შესწავლამ საშუალება მოგვცა ძეგლი დაგვეთარიღებინა რსაუკუნის პირველი მესამედით, განგვესაზღვრა მისი მხატვრულ - ისტორიული მნიშვნელობა, დაგვედგინა ძეგლის თავდაპირველი სახე, მშენებლობის თანამიმდევრობა და მისი ქრონოლოგიური ფენები. ამის საფუძველი ჩვენ მოგვცა ძეგლის მხატვრულ-ისტორიულმა ანალიზმა და თვით ეკლესიაზე, კარიბჭესა და კანკელზე მოთავსებულმა ლაპიდარულმა წარწერებმა. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახვა, რომ ეკლესიის მშენებლობის დამთავრებიდან უახლოეს წლებში იგი გააფართოვეს მინაშენებით -  სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან. ძეგლის შესწავლის შემდეგ შევადგინეთ მისი დაცვისა და აღდგენის პროექტი.

დაცვა-აღდგენის პროექტის შედგენისას კონსულტაციას მიწევდა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ვ.ცინცაძე, ხოლო კონსტრუქციულ ნაწილში, -  აწ განსვენებული კონსტრუქტორი დ. ლომაძე. პროექტი განხილული და შესასრულებლად რეკომენდირებული იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კულტურის ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ. რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია პატარა ზომის (7,5 მ X 7.1 მ) ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარედან კედლის სწორკუთხედშია მოქცეული. აფსიდში ორსავე მხარეს მოთავსებულია ნახევარწრიული მაღალი ნიშები. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით მაგრდებოდა. ეკლესიას ჰქონდა სამი კარი - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით და ამდენივე სარკმელი აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით. როგორც ეკლესია, ასევე მინაშენებიც მდიდრულად იყო შემკული ქვაზე კვეთილი ჩუქურთმითა და რელიეფებით. ეკლესია შიგნიდან ნაწილობრივ შირიმის, ხოლო ნაწილობრივ ფლეთილი  ქვით, გარედან კი მთლიანად შირიმის ქვით არის მოპირკეთებული. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამხრეთ და დასავლეთ კარის მოჩუქურთმებული ტიმპანები, სარკმლების საპირეები, კარნიზის ქვები და აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის კომპოზიცია. ამ ადგილებში მაგარი ქანის მოთეთრო კირქვა არის გამოყენებული.

ამჟამად ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული, ძეგლი გამსკდარია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. ბზარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს, წვერიდან საძირკვლებამდე გასდევს. როგორც ჩანს, ეს ოდესღაც მომხდარი მიწისძვრის შედეგი უნდა იყოს; ჩვენ ამ დასკვნამდე მივედით შემდეგი გარემოების გამო: 1.ძეგლი აგებულია კლდეზე და მისი საფუძველი ჯდომას არ განიცდიდა. 2. ოციან წლებში გადაღებული აღმოსავლეთ ფასადის ფოტო - სურათი გვიჩვენებს, რომ მის შემდეგ ბზარებს აღარ უმატია, თითქმის მთლიანად უცვლელია. ცხადია, აღნიშნული დეფორმაციის შემდეგ დაიწყებოდა ნაგებობის ინტენსიური ნგრევა. ამჟამად მთლიანად ჩამოქცეულია კამარა, საბჯენი თაღები, კონქის თაღი და თვით კონქის საკმაოდ დიდი ნაწილი.

შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული თაბაშირის კანკელისაგან მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. ძლიერ არის დანგრეული კედლებიც. დღეისათვის ფასადებიდან შედარებით კარგად აღმოსავლეთის ფასადია დაცული. ამ ფასადს აკლია მხოლოდ 1930 წელს გ. ბოჭორიძის მიერ ჩამოხსნილი და ქუთაისის მუზეუმისათვის გადაცემული ჯვრის გამოსახულება და მის გვერდებზე მოთავსებული ასომთავრული წარწერიანი ქვები. (სულ რვა ქვა. სამწუხაროდ, აღნიშნული ქვებიდან ორი წარწერიანი ფრაგმენტი და ჯვრის ერთი მკლავი ქუთაისის მუზეუმმა დაკარგა (!), სანახევროდ დანგრეულია დანარჩენი ფასადები. ამჟამად ძეგლზე არც ერთი მთლიანად დაცული კარნიზის ქვა აღარ არის, საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ძირს ჩამოცვენის დროს თითქმის ყველა ქვა დამტვრეულა. მთლიანად ჩამოშლილა სამხრეთის სარკმელი. დასავლეთის სარკმლიდან ადგილზე მხოლოდ სათაურის ორი ნაპირა ქვაღა არის ადგილზე, ერთი საპირის ქვა კი დაბლა გდია.

ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთი კარის ტიმპანი, თვით ტიმპანის ქვა ჩამოვარდნილია, ძირს გდია აგრეთვე ტიმპანის სათაურის ორი ქვაც. სამხრეთ კარების ტიმპანი თუმცა ადგილზეა, მაგრამ ტიმპანის ქვა ორ ნაწილად არის გატეხილი. ეკლესიის გარშემო მრავლად არის მიმოფანტული შირიმის კვადრები და ჩუქურთმით შემკული ქვები, ისინი ზოგი ეკლესიას, ზოგიც მინაშენებს ეკუთვნოდა. ამჟამად ძეგლს სხვა საშიშროებაც ელის. ეკლესია აშენებულია მაღალ გორაკზე. ეს გორაკი ძეგლის სამხრეთ - დასავლეთ მხრიდან განიცდის დაშლას და დღეისათვის ძეგლის სამხრეთ - დასავლეთ კუთხე თითქმის ფლატის პირზე აღმოჩნდა. ე. ი. დღეისათვის პირველი რიგის ამოცანად დგას საკითხი გორაკის გამაგრებისა, მისი კონსერვაციის, რომ შემდეგ უკვე ვაწარმოოთ ძეგლის აღდგენა - გამაგრება. ჩვენს მიერ შედგენილი ძეგლის რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, გორაკის გამაგრების სამუშაოებს. ვინაიდან გორაკი ძლიერ მაღალია, დაახლოებით 20 -25 მეტრი, ქვევიდან საყრდენი კედლის აყვანა ძლიერ დიდი მოცულობის რკინა ბეტონის სამუშაოებს მოითხოვდა. ჩვენ გადავწყვიტეთ გორაკი ნახევრად დაკიდებული სამიოდე მეტრის სიმაღლის რკინა - ბეტონის კედლით გაგვემაგრებინა. პროექტის მიხედვით რკინა - ბეტონის კედელი თავისი ფუძით ეყრდნობა კლდის ნაშვერს, ხოლო მას რომ მივანიჭოთ ისეთი სიმტკიცის მდგრადობა, რომ შესძლოს მასზე მომქმედი დაწოლით არ გადაინგრეს, კედელს რკინა -ბეტონის ხიმინჯებზე დამაგრებული სარტყელებით ვაძლიერებთ, როგორც წარმოდგენილი პროექტიდან ჩანს, რკინა - ბეტონის ხიმინჯები და სარტყელები მიწაში იქნება ჩამალული და არ გამოჩნდება.

კედელს ძირი რომ არ გამოეცალოს გამორეცხვით ან კლდის დაშლათ, ვითვალისწინებთ გორაკის ფერდობის მობელტვას და ბუჩქნარის დარგვას. წარმოდგენილი პროექტით მთის გამაგრება წმინდა მატერიალური მხრით - როგორც ფულადი სახსრების, ასევე სამშენებლო მასალების, ტრანსპორტის და სამუშაო დროის დიდ ეკონომიას მოგვცემს; ძეგლის დაცვის თვალსაზრისით კი უფრო გამართლებულია, ვინაიდან მთის ძირიდან რომ აგვეყვანა რკინა - ბეტონის უზარმაზარი კედელი, ეს ძეგლს ბუნებრივ ფონს დაუკარგავდა და პატარა მოცულობის ნაგებობას მთლიანად მიჩქმალავდა. მთის ფლატეს გამაგრების სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტით განზრახულია ძეგლის მთლიანად აღდგენა. ამისათვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს და არცერთი კვანძის თუ დეტალის აღდგენა არავითარ ეჭვს არ იწვევს: მხოლოდ ერთი გამონაკლისია - ეს გახლავთ სამხრეთის სარკმელი, რომლისგანაც სულ მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. თუმცა ეს ფრაგმენტებიც გვაძლევს  სარკმლის ფორმის აღდგენის საშუალებას. ცხადია, ჩვენ ჩუქურთმის აღდგენას არც აქ და არც სხვა დეტალებში არ ვფიქრობთ, მხოლოდ რაც შეეხება ფორმასა და ზომას ყველგან ორიგინალის სიზუსტეს ვიცავთ. ძირითადად ძეგლი აღდგება თავისივე ქვით, რომელიც ძეგლის გარშემო არის გაფანტული. აღდგენითი სამუშაოებისათვის ახალი ქვის მასალა შედარებით მცირე ოდენობით თუ დაგვჭირდება. აქაც არის ერთი გამონაკლისი - კარნიზი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარნიზის უდიდესი ნაწილი დაღუპულია. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს კარნიზის მთლიან აღდგენას, (სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს გადახურვის  მოწყობისთვისაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას). კარნიზის აღდგენისას ჩვენ გავიმეორებთ ორიგინალის პროფილს - ცხადია, არ აღვადგენთ ჩუქურთმას - ქვის მასალასაც ორიგინალის ანალოგიურს შევარჩევთ. კარნიზის აღდგენის დროს ძველი კარნიზის ყველა დღემდე მოღწეულ ფრაგმენტს გამოვიყენებთ, თუნდ სულ მცირესაც. თავდაპირველად ვფიქრობდით აღდგენის შემდეგ ძეგლი მთლიანად არ გადაგვეხურა, გადაგვეხურა მხოლოდ კედლები და კონქი, მაგრამ ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ გადავწყვიტეთ იგი მთლიანად გადავხუროთ. ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის დროს მოვიპოვეთ ცილინდრული კამარის და საბჯენი თაღის ქვების დიდი ნაწილი, ასე რომ ძველი ქვების გამოყენებით საშუალება გვაქვს აღვადგინოთ ცილინდრული კამარა და კონქი თაღებითურთ.

როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები გამსკდარია ე. ი. ეკლესია ორ ნაწილად იყოფა. ბზარები იქ, სადაც ცოტა ფართოა, უნდა შეივსოს თხელი შირიმის ქვის "სოლებით", ასეთი შემავსებელი თხელი "სოლები" ეკლესიის მშენებლებსაც გამოუყენებიათ რამდენიმე ადგილზე ძეგლის გასამაგრებლად. პროექტით გათვალისწინებულია რკინა - ბეტონის სარტყელის გაკეთება მთელს პერიმეტრზე, რომელიც გარე და შიდა მოპირკეთების შორის დაიმალება. ეს სარტყელი შეკრავს ეკლესიის დასუსტებულ კედლებს და გარანტიას მოგვცემს, რომ მიწისძვრის შემთხვევაშიც ძეგლს სიმტკიცეს და მდგრადობას შეუნარჩუნებს. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს პატარა ონის ეკლესია გადახურული ყოფილა ყავრით, ამის ანალოგიები რაჭა-სვანეთის ძეგლებში გვხვდება. (ცნობილია, რომ ხის სახურავი ჰქონდა ზემო - კრიხსაც) - ყოველ შემთხვევაში ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის დროს კრამიტის ან ქვის სახურავის არსებობის ნიშნები არ შეგვხვედრია. ჩვენ ძეგლის გადახურვა გადავწყვიტეთ რკინა-ბეტონის თხელი ფილით. რკინა-ბეტონის ფილით გადახურვაზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ჯერ ერთი, ჩვენ ზუსტად მაინც არ ვიცით, როგორ იყო მოწყობილი ძეგლის სახურავი. მეორეც, კიდევაც რომ ყავრით გადავხუროთ შენობა, ასეთი სახურავი ძნელად მოსავლელი და დასაცავია. კრამიტის და ქვის ლორფინების სახურავი კი ძეგლისათვის შეუფერებელია. ასევე შეუფერებლად გვესახება თუნუქის სახურავის მოწყობაც. ამიტომ ჩვენ ყველაზე მიზანშეწონილად მაინც რკინა-ბეტონის ფილით გადახურვა მივიჩნიეთ. რკინა-ბეტონის ფილა გააძლიერებს ნაგებობის შეკვრას და ამგვარად ასეთი სახურავის ქვეშ ძეგლი საიმედოდ  იქნება დაცული. ძეგლს აღდგენის შემდეგ სამხრეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეებას რკინის კარები, გაიხსნას ჩრდილოეთის გვიან ამოშენებული კარი და აქაც სამხრეთის და დასავლეთის ანალოგიური კარი შეებას. სარკმელების ჩასმას არ ვითვალისწინებთ, ვინაიდან ძეგლს ფრესკული მხატვრობა არა აქვს. როგორც შესწავლამ დაგვანახვა, ძეგლი თავიდანვე არ ყოფილა მოხატული, ხოლო მაღალხარისხოვანი შელესილობის ნაშთები მხოლოდ აფსიდის ნიშებში და კუთხეებშია შემორჩენილი ფრაგმენტულად. ამრიგად, აქ არავითარი აუცილებლობით არ არის გამოწვეული სარკმელების ჩასმა. ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთის ფასადიდან ჩამოხსნილ და ქუთაისის მუზეუმში შენახულ ჯვრისა და წარწერის ფრაგმენტებს, მათ რესტავრაციის დროს თავის ადგილზე დავაბრუნებთ, მის დაკარგულ ნაწილებს კი აღვადგენთ. პატარა ონის რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დაცვა-გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოს ქუთაისის უბანი (უბნის უფროსი გ.ასათიანი) ძეგლზე აღდგენითი  სამუშაოების დამთავრება გათვალისწინებულია მიმდინარე, 1969 წელს.



ნიკორწმინდის ეპარქია

მთავარეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)

დაბ. - 1949 წ. ონის რაიონი, სოფ. შქმერი;
1885 - მღვდლად კურთხევა;
1985-1994 - მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში;
1994-1996 - მოძღვარი ანჩისხატის, მეტეხის ეკლესიებში;
15.03.1996 - ბერად აღკვეცა;
17.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
2002 - ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი.


ნიკორწმინდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კუთხეს - რაჭას მოიცავს და მდინარე რიონის ზემო წელის აუზზეა განვრცობილი. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და საჩხერე-ჭიათურის ეპარქიები, ჩრდილოეთი მიჯნა კავკასიონის ცენტრალური ქედს მიჰყვება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე.

თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში, რეგიონების მიხედვით, საეკლესიო დანაწილების მხრივ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთი ეპარქიის იურისდიქცია და საზღვრები ვრცელდება მხოლოდ ერთ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კუთხეზე. ისტორიული კუთხე - რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეორგაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო ადრიდანვე, XIV ს-დან, რაჭის ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდულ ერთეულად, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბებისთანავე.

ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახლადდაარსებულ ეპარქიას სახელი ძირითადად ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა.

ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმ. ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა, ხოლო რაჭის სახელწოდების წარმოშობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიულ და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭას სამ ნაწილად ყოფენ: ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და მთა რაჭა. ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ისტორიულად ზემო რაჭა ხიდიკარიდან ზემოთ მდ. ლუხუნის, რიონის ზემო წელისა და ჯეჯორას აუზებს მოიცავდა. წლების მანძილზე ჯეჯორას ხეობა - ისტორიული წონა და კუდარო, საქართველოს უსაფუძვლო, არასამართლებრივი ადმინისტრაციული დაყოფის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

უწერის ზემოთ „ჭიდროთაგან“ (ადრე „იწროთასაც“ უწოდებდნენ) ტერიტორიას მთის რაჭა ეწოდება.

გარკვეულ დროს, ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი - მთის რაჭა - არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში და იგი მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულიად კი „მთის რაჭა რაჭის საერისთავოს მიეკუთვნებოდა და ამ საერისთავოს არანაკლები ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება-დაწინაურებაში. ამას მოწმობენ მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები.


ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი


რაც შეეხება ნიკორწმინდის ეპარქიას, იგი იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამოდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა გელათის და შემდეგ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები. მის მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავის მომხრე ფეოდალების დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე უმაღლეს იერარქებად ერთდროულად ერთი და იგივე გვარის წარმომადგელები, სახელდობრ, ჩხეტიძეები არიან. ბაგრატს მანამდე არსებული, მართალია, უკვე დაკნინებული, ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.

მართალია, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსებიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ქრისტიანობის დამკვიდრებას რაჭაში მანამდეც გაცილებით დიდი ხნის ისტორია ჰქონდა.

უპირველესი ქართულენოვანი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ანდრია პირველწოდებულს მესამე შემოსვლისას სვიმონ კანანელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოუვლია, მათ შორის მდ. რიონის ხეობაც.

ამდენად, რაჭაში ქრისტიანობის ქადაგება, შესაძლოა, წმიდა მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს და მატათას დავუკავშიროთ, ხოლო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრება წმინდა მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას. ქრისტიანობის შემოსვლაც აღმოსავლეთიდან, ქართლიდან (მცხეთიდან) არის მიჩნეული, არა მარტო რაჭაში, არამედ მის მეზობელ ლეჩხუმშიც... ნიკორწმინდის ეპარქიის დაარსებისთანავე, XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან (1534 წ.) იგი იმერეთის საკათალიკოსოს ექვემდებარება (მაგ. იმერეთის კათოლიკოსი ბესარიონი (XVIII ს.) ასე იხსენიება: ლიხთიმერთა, სვანთ, ოსთ, დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა საჭეთმპყრობელი კათოლიკოზ-პატრიარქი...). დროის ცვალებადობის კვალად იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერება-დამცრობის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა რიცხვი იზრდება ან მცირდება (25 ეპარიიდან 4 ეპარქიამდე).

ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში 1821 წლამდე) არსებობდა. 1801 წ. ქართლ-კახეთის, 1810 წ. კი იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. 1811 წ. აღმოსავლეთ საქართველოში, 1814 წ. დასავლეთ საქართველოში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი მმართველობა - ავტოკეფალია გააუქმა და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად ეგზარქოსის ინსტიტუტი დააარსა. საქართველოს ეკლესიის საქმეს რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული რუსი ეგზარქოსი განაგებდა. 1815 წ. ეგზარქოსთან დაარსდა „საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა“, რომელსაც საეგზარქოსოს ეპისკოპოსები ექვემდებარებოდნენ. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი 1819-21 წლების ცნობილი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. აჯანყების ორგანიზატორებად ეჭვმიტანილი დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი საქართველოს განაშორეს.

იმერეთის სამეფოს აჯანყება ყველაზე დიდი მასშტაბით რაჭაში გამოვლინდა. ფაქტობრივად, აჯანყებულებმა ხელისუფლება ხელში აიღეს და რუსის ჯარის ყველა ნაწილი, რომელიც ამ ოლქში იყო, ალყაშემორტმული და მოწყვეტილი აღმოჩნდა გარე სამყაროსგან. აჯანყებულები რაჭაში ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ატარებდნენ დიდი მასშტაბის შეკრებებს, სადაც ფიცს დებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ თავისუფლებისათვის.

...1820 წ. 21 მაისს კვარა ციხესთან და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე გამართული ბოლო ბრძოლების შემდეგ აჯანყება უმკაცრესად ჩაახშვეს, ამბოხებულთა სოფლები გადაწვეს და დაანგრიეს...

მდგომარეობა თითქოს დამშვიდდა და რუსეთის ეკლესიის მაღალჩინოსნები თავის დაქვემდებარებაში გადასულ ტერიტორიათა მოსანახულებლად და აღსაწერად რაჭასაც მიადგნენ. მაღალმთიან სოფელ წედისში სტუმრობისას, რომლის წიაღისეულით სიმდიდრის შესახებ ადრევე აცნობიერებდნენ რუს მოხელეებს დოსითეოზ და ექვთიმე მღვდელმთავრები, რუსმა სამღვდელოებმა მანამდე არგაგონილიდა ქრისტიანისთვის წარმოუსდგენლად მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს: როგორც წესი, სოფელში ისინი მღვდელმსახურებთან სტუმრობდნენ. სოფელ წედისში ერთი გვარის ხალხი - მაისურაძეები ცხოვრობდნენ. სხვათაგან გამოსარჩევად ღვთისმსახურ მაისურაძეებს „ხუციანთებს“ უწოდებდნენ. დანაყრებულმა და შემთვრალმა რუსმა ღვთისმსახურებმა მასპინძელთა ოჯახის დიასახლისების შეურაცხყოფა მოინდომეს, რის გამოც სოფლიდან პანღურისკვრით გამოყარეს... მცირე ხნის შემდეგ სოფელს რუსის დამსჯელი ჯარი მოადგა განსაკუთრებული მისიით - აეწიოკებინათ სოფელი და კასტრირება ჩაეტარებინათ „ხუციანთა“ მამაკაცებისათვის... ვინც ამ სადისტურ სასჯელს გადარჩა, გაქცევით უშველა თავს. ხუციანთების ლტოლვილი მაისურაძეები ზემო და ქვემო რაჭის სოფლებში - ჩორდში, ფსორში, ცხრომში, ურავში და სხვაგან გაიფანტნენ...

1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს. ამჟამად სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე ჯოხაძე მწყემსმთავრობს.





ბრილის სამაროვანი


ბრილი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიონის ხეობაში, სოფლების ჩრდილოეთით 11 კმ-ზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.).
ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ. წ. XIV—ძვ. წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV- ძვ. წ. V საუკუნეებში — საკრემაციო მოედნები. ძV. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიყებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ. წ. XIII—ძვ. წ. VIII საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ვრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.
ძვ. წ. VIII-ძV. VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან.
ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI—ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურტიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს.


რაჭაში, ონის რაიონის, სოფელ ღების ჩრდილოეთით 11 კმ-ში, მდინარე რიონის ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (გ. გობეჯიშვილი) ქ.წ. XVIII - ქ.შ. IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები გამოვლინდა.
ქ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე, ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. 
ქ.წ. XIII-VIII საუკუნეების სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლისა და გველის ქანდაკებები. 
ანტიკური ეპოქის სამარხებში (ქ.წ. VI - ქ.შ. IV საუკუნეები) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ.

გ. გობეჯიშვილი - არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ. 1952.





რაჭული დალოცვა

ო, დიდება ღმერთსაო კიდევ დავლევ ერთსაო, 
ორივე ხელს მოვკიდებ რომ არ დამექცესაო.
ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ 
სტუმარ-მასპინძელსაო. 

ჩვენი მტერი და ორგული 
დასწყევლოს ტურა მელამა! 
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს 
წისქვილის სარეკელამა! 

მრავალძლის წმინდა გიორგიმ, 
ველიეთ სულის ზენამა, 
თქვენი ოჯახი დალოცოს 
სამთისის დიადემამა. 

ამ ოჯახის კედელ-კუთხე
ქრისტე ღმერთო შენ აკურთხე. 
აშენდა ჩვენი ოჯახი 
აშენდა ჩვენი კერაო, 
სახარებაშიც წერია 
სტუმრის პატივისცემაო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი 
მოდიოდა ფეხშიშველი, 
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ 
სტუმარი და მასპინძელი!
შეგვეწიოს ყოვლად წნიმდა 
ხოტევი და ნიკორწმინდა- 
ზემო ბარი, ქვემო ბარი, 
ქოლოსი და მრავალძალი.
აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგცეს ნუგეში.

ხალხური რწმენა (რაჭა)

ადამიანის არსებობის მთავარი მომენტი, ხალხურ რწმენაში,დაკავშირებული მრავალგვარ ცრუმორწმუნეობასთან.
 მთის რაჭაში ორსული ქალები ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მასგანსაკუთრებით წყევლისა ეშინია. ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არჭამს და პირუტყვის დაკვლასაც ვერ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულჩალაზე ან თივაზე აწვენენ. მას ბებია ქალი უვლის, რომელიც იმავე დროსსხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობისშემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომდაიფაროს ავსულებისაგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალსდაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ისე ააწყობს,დასასრულ იმ სახლში შემოდის და მშობიარეს სამჯერ გადაალაჯებს. თუმშობიარე ძნელად არის, მაშინ მას ასმევენ „დათვის კუდას“ (ამ ბალახისდანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან). ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყიგაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალსგადაუდგებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყიგამიყრია, დედა-შვილიც გამიყრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისასმელოგინესთან შეივლის.


რაჭული სამზარეულო

ლორი – ზამთრის პირზე რაჭაში გლეხკაცი კლავს ღორს. გამოიყვანს ლორს და წელიწადის ყველა დროს გამოიყენება ლობიანთან და საწებელთან ერთად.დამზადების წესი: დაკლავენ ღორს, გადაავლებენ მდუღარე წყალს ან ჩადებენ მდუღარე წყლიან დიდ გობში და გაფუფქავენ ე.ი. გააცლიან ბეწვს (ჯაგარს). გაასუფთავებენ და დააყენებენ მუცელზე ე.ი. დააღორებენ. აიღებენ ზურგის ძვალს (დაკვლის დროს თავს მოაჭრიან, ზურგის ძვალი იწყება კისრიდან კუდის ჩათვლით. დაახლოებით ოთხი თითის სიგანის და დაკიდებენ). შემდეგ ზურგზე დააყენებენ და გაჭრიან მუცელზე. ამოაგდებენ მთელ შიგანს გულღვიძლის ჩათვლით. ამოასუფთავებენ და აჭრიან ორ ფელიკად. დაამარილებენ თბილი მარილით, ისე, რომ არ დარჩება მარილის გარეშე არც ერთი ნაწილი. სახსრებს წინასწარ გადაუხსნიან, რომ მარილი იქაც მოხვდეს. დააწყობენ ასე მარილინ ფელიკებს ერთმანეთზე და 8-10 დღის შემდეგ ჩამოკიდებენ ჩამოსაშრობად ღუმელთან ახლოს. 3-4 დრის შემდეგ გაიტანენ სპეციალურ სათავსოში სადაც შესაძლებელი იქნება კვამლში გამოყვანა და უნთებენ ისეთნაირ ცეცხლს, რომ კვამლი გამოიყოს და ხორცს მოხვდეს. უმჯობესია-მზიან ადგილში მოჭრილი შეშის კვამლი; დღისით კვამლი უნდა ექნეს ღამით ყინვა. ორი კვირის შემდეგ Lლორი მზადაა. ლობიანი სპეციალურ ლობიოს (საბაჭულე, საპარკე) გარეცხავენ და დაადგამენ მოსახარშად. რომ წამოდუღდება, გადმოდგამენ, გაწურავენ და მოაყრიან საჭმელ სოდას. გაგრილდება და დაიწყებენ გაქმუშვნას (ე.ი. კანის გაცლას) შეიძლება კანის გაუცლელადაც. აიღებენ მუჭით და ერთმანეთზე ხახუნით ეცლება კანი. გაქმუშნილ ლობიოს ისევ გარეცხავენ კარგად და გააგრძელებენ ხარშვას. წყალს დაასხამენ იმდენს, რომ ადუღების შემდეგ კიდეც ამოიზილოს. მოხარშულ ლობიოს შეურევენ ცხიმს (კარაქი, ერბო, ღორის ქონი) გაუკეთებენ გემოზე მარილს და ლობიო ჩასართავად მზადაა. ცომი
სპეციალურ ჭურჭელში ინახება საფუარის ძირი, გამოცხობის წინ ადრე ჩააგებენ საფუარს ე.ი. საფუარის ძირზე დაასხამენ თბილ წყალს და გახსნიან ფქვილს ისე, რომ მოსქო მასა იქნეს. ადგამენ შედარებით თბილ ადგილზე. Aმოვა საფუარი და მოქნიან ცომს გობზე. დაუმატებენ მარილს. ცომის ამოსვლის შემდეგ შეიძლება გამოცხობა ლობიანის , ხაჭაპურის, პურის, ქადის და რაც გვსურს. ღორის თავ-ფეხის საცივი გასუფთავებული ღორის ტყავი და ფეხები უნდა მოთავსდეს ქვაბში ისე, რომ წყალი ფარავდეს. ხარშვის დროს უნდა მოვხადოთ ქაფი. კარგად რომ ჩაიხარშება უნდა გადმოწურო და გამოაცალო ძვლები. შემდეგ ისევ დაჭრილი ხორცი ჩააბრუნე თავის ნახარშ წვენში და გააგრძელე დუღილი. უნდა ჩაყარო დაფნა, დაფქული ხმელი სუნელი, ნიორი დანაყილი მარილში. გადმოდგა, დაასხა თეფშზე, დადგა ცივ ადგილზე და მეორე დღიდან მიირთვა. ბუღლავა ანუ დაჭრილა
მცენარე-თიორში გაზაფხულზე იშოვება მაღლობ ადგილებში. მოკრეფილ თიორშს აკინძავენ ძაფზე და ჩრდილში გააშრობენ. ხმარების წინ დაჭრიან წმინდად, შეურევენ ცოტა პურის ფქვილს და ჩაყრიან მდუღარე წყალში, მოხარშვისას შეურევენ ტყემლის ტყლაპს გემოვნებით, ნიორს, მარილს და ზოგჯერ ნიგოზს, გააგრილებენ და მიირთმევენ ჭადთან ერთად.
ქალაკოდა მოკრეფილ ქალაკოდას ინახავენ ზამთრისათვის ჩრდილში გამხმარს. მოხარშავ, გაწურავ და შეაზავებ-ძმრით, ნიგვზით, ნიორით, მარილით. ზერჩო ახლადმოკრეფილ ზერჩოს მოაშორებ ღეროებს. მოხარშავ, გაწურავ და მოხრაკავ ხახვთან ერთად ცხიმში, შეიძლება გემოზე ძმრის შერევა. მეკენძალა ახლად მოკრეფილ მეკენძალას-ზერჩოს მსგავსად მოხარშავ, გაწურავ-მოხრაკავ ხახვთან ერთად ცხიმში, ან შეიძლება შეაზავო ნიგვზით და ძმრით. მაჭკვინარა(ნაჩირგვალა) უნდა მოიკრიფოს ძველ მთვარეში. ანდა გაშრეს მზეში.ახლადმოკრეფილ მაჭკვინარას გაარჩევენ, გარეცხავენ გულმოდგინედ და ჩაყრიან ქვაბში, მოიხარშება თავის წვენში. შეიძლება შეაზავო ორნაირად.
ცხიმში მოშუშო ხახვი და ჩაყარო მაჭკვინარა. შეურიო ქინძი ხმელი და ნედლიც.
უნდა დანაყო ნიგოზი, ნიორი მარილით და შეაზავო. უნდა შეურიო ქინძი ნედლიც და ხმელიც.
ზამთარში კი გამხმარს დაალბობენ და მოხარშავენ და შემდეგ შეაზავებენ. კვახიწელა ჭყინტი კვახი უნდა გათალო და თავიდან მოყვე მრგვალად დაჭრას ისე, რომ ბოლომდე გადაბმულად დაჭრა. ჩამოკიდო ჩრდილში და გააშრო. ზამთარში დაჭრა და მოხარშო, შეაზავო ცხიმში მოშუშული ხახვით და იქნება წვნიანი. შინდის ფიფინა შინდის ტყლაპი უნდა დაალბო, გაქნა, შეურიო წყალი ისე, რომ მიიღო თხელი მასა, გაათბო და ამოუკიდო პურის ფქვილ; როცა შესქელდება უნდა გაუკეთო მარილი და ნიორი. გაწეწკილა-დაწეწკილა დანაყილ ნიგოზს უნდა შეურიო მარილი, ნიორი, ცოტა ნელ-თბილი წყალი, კარგია ჭადთან ერთად... მოლის (მინდვრის) ფხალი მოვკრიფავთ თოთო ჭინჭარს, მოლოქს, ქათანაცარას, ჯიჯილაყს (რუხი ფხალი) გლიხორხას, ცაცხვის ფოთლებს, ია-იას ფოთლებს, ხბოშუბლას, ქალშავას, შავი ფხალს. გაარჩევ გულდასმით, გარეცხავ კარგად და ჩავყრით მდუღარე წყალში. როცა მოიხარშება შეიკაზმება ნიგოზით, პიტნით, ქინძით, ოხრახუშით. მოთრეულა გარეცხილ კომბოსტოს მოქილავენ ისე, რომ ძალიან არ ჩაიხარშოს, გადაწურავენ, დაჭრიან და ჩააწყობენ ნიგვზის, ძმრის, ნივრის, ხახვის, ქინძის ნარევში. უხდება ბროწეულის მარცვლები. კომბოსტოს მწნილი ადუღებულ წყალში 5 წუთით ნამყოფ კომბოსტოს გადაავლებენ ცივ წყალს და დააწყობენ დასაწურად.შეამზადებენ- ოხრახუშის, ნიახურის ძირების ნახარშ წვენს, შეურევენ ნიორს და მარილს.ჩააწყობენ მოქილულ კომბოსტოს. დააწყობენ დაფნის ფოთლებს, ხმელ მწვანილს, რეჰანს, ქონდარს, ტარხუნას, პიტნას, კამას, უმ ჭარხალს, დაასხამენ გამზადებულ წვენს. დაადებენ სიმძიმეს და შეინახება. მწვანე პამიდვრის მწნილი მწვანე საღ პამიდვრებს გაჭრიან შუაზე. დაჭრიან ოხრახუშს, ნიორს, წიწაკას, აურევენ მარილში და გამოტენიან გაჭრილ პამიდვრებს. ჩააწყობენ ქილაში. თავზე დააწყობენ ნიახურს, კამას, რეჰანს, ქონდარს და დაასხამენ წყალს. დაახურავენ თავს და შეინახავენ. ხალა მოხარშულ ქერს გაახმობდნენ, დაფქვავდნენ წისქვილზე. დაჰყრიდნენ ღრმა თეფშზე, დაასხამდნენ წყალს, ცოტას და ხელით მოსრესდნენ ისე, რომ «მოკმუშვნილიყო» და სჭამდნენ. რათქმა უნდა მარილით შეკაზმავდნენ.მთაში მწყემსების ძირითად საკვებს ეს წარმოადგენდა. მოცხრის ფიფინა შავი მოცხარის მწიფე ნაყოფს დავკრეფდით და ვახმობდით. ავურევდით პურის მარცვალში და დავფქვავდით წისქვილზე. ყველს ამოუკიდებდით მდუღარეში, შევურევდით კარგად, მარილს, ნიორს, თუ იყო ნიგოზსაც და იმითაც მივირთმევდით. მახოხი საფუარს ჩავაგებდით ქერისას ან პურისას, სჯობდა ქერის ყოფილიყო. რომ ამოვიდოდა კარგად, ცოტას ამოვიღებდით და ჩავასხამდით მდუღარე წყალში, ისე რომ გამდღვლეულიყოს. შემდეგ შევკაზმავდით ნიგვზით, კაკლით, მარილით. ძალიან კარგი იყო მჭადით თუ მიირთმევდით. ძალიან კარგი იყო ნასმი მამაკაცებისათვის მეორე დღეს ნაბახუსევზე გამოსაყვანად. ბიმპურა პურის მარცვალს ასველებენ, ჩაყრიან რაიმე ჭურჭელში, თავზე ტომარას დააფარებდნენ თბილად რომ ყოფილიყო. როდესაც მარცვალი გაიღოჯებოდა, ამოიღებდნენ, გააშრობდნენ (გაშლიდნენ მზეზე) და დაფქვავდნენ წისქვილზე. ფქვილით მოქნიდნენ თბილი წყლით ცომს, ცომი უნდა ყოფილიყო რბილი და აცხობდნენ კეცებზე. ცხობის დროს ცომი ადუღდებოდა და ცხვებოდა ძალიან გემრიელი ტკბილი პური. შემდეგ კი მიირთმევდნენ, როგორც ნამცხვარს. პურის არაყის გამოხდა(ნამუშევრის არაყი) არაყის გამოხდისათვის პურის მარცვალს გაღოჯავდნენ, შემდეგ გაახმობდნენ და დაფქვავდნენ. ამ ფქვილს «ალაო» ჰქვია. ჩააგებდნენ საფუარს მჭადის ან პურის ფქვილისაგან, როდესაც საფუარი ამოფუნდებოდა ამოიღებდნენ ნაწილს და ჩაასხამდნენ მდუღარე წყალში და ალაოს ყველით ამოუკიდებდნენ. ამ ნარევს ჩაასხამდნენ კოდში და გააჩერებდნენ სანამ კარგად არ ადუღდებოდა, ერთი კვირა მაინც დამჟავების მერე ხდიდნენ არაყს.ნამუშევრის არაყი სჯობია ყველა არაყს. იგი უწყინარი და მარგებელია.
კვახიკაკლიანები მოხალავენ კვახის კაკალს. დანაყავენ, გაცრიან, ასხამენ თბილ წყალს. წურავენ, იმ წვენს მოადუღებენ ნადუღივით, ცოტა სიმინდის ფქვილს ამოუკიდებენ, შეაზავებენ და ჩაურთავენ ცომს გულად.მთქმელი მ. მაისურაძესოფ. წედისი თ ა მ ა დ ა იყო დრო როცა, ღვინის სმა და თამადობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თამადად ირჩევდნენ ისეთებს ვისაც ბევრი ღვინის დალევა შეეძლო და მჭერმეტყველურ სადღეგრძელოებს იტყოდა. ასეთი ვაჟკაცები ცოტა იყვნენ. მათ მარტო სოფელი კი არა რაიონიც იცნობდა. ბუღიტა მაისურაძეზე წედურები შემდეგს იხსენებენ. ეს კაცი ყოფილა მაღალი, ახოვანი, მხარბეჭიანი, უშიშარი, კარგი მშრომელი და თითქმის ყოველმხრივ განვითარებული მაშინდელი გლეხის პირობაზე. მას არამარტო წედისში არამედ მთელ რაჭაში იცნობდნენ, როგორც კარგ თამადას.რაჭის ერისთავს მოუწვევია სტუმრად საქართველოს მთავრები. ერთერთ მათგანს უთქვამს: “გვყავთ ვინმე ისეთი, რომ ღვინო დამალევინოსო?” ერისთავი შეფიქრიანებულა და მოსამსახურეებისთვას უკითხავს ვინ არის ჩვენ სამთავროში მსმელიო. ერთ მოსამსახურეს უთქვამს, წედისში მეგულება ორი კაცი ბუღიტა და ხუტუნა მაისურაძეებიო.სასწრაფოდ მოუწვევიათ ბუღიტა. ჯერ პატარა სასმისებით დაუწყიათ ქეიფი, ხოლო შემდეგ დიდი სასმისებით. ბოლოს ბუღიტას უთქვამს, მომიტანეთ სპილენძის ტაშტიო და შიგ რამდენიმე კვერცხი ჩაახალეთო. ეს ტაშტი სავსე დაულევია და ეს კვერცხებიც თან დაუყოლებია. გადაუწოდებია მერიქიფისათვის და უთქვამს: “კარგად გარეცხეთ ჩაახალეთ კვერცხები და გაუვსეთ ღვინითო”. ასეც მოქცეულან. მთავარს ნახევარი კი დაულევია, მაგრამ მეტი ვერა.ამ დროს წედისიდან ჩასულა ხუტუნა და ერისთავის კარზე დაუძახნია , კარისკაცს გამოუხედავს , რა გნებავთო. ჩვენი კაცი თქვენთან წამოვიდა , ეს სამი დღე გავიდა და არ ჩანს და სად არისო. აქ არის ქეიფობენ და თქვენც მობრძანდითო. ხუტუნა არ შესულა. ბუღიტას უთხრეს არ მოდისო. გაუტანეთ ჩაფით ღვინო, დალევს და მერე შემოვაო. ასეც მოქცეულან და ხუტუნაც ეახლათ ოჯახში.მეოთხე დღის რაჭის ერისთავს ბუღიტა და ხუტუნა დაუჯილდოვებია. თქვენი ცხენები რასაც დაერევიან იმენი წაიღეთ სასმელ საჭმელი და ოქროს ფულებიც უჩუქნია მათთვის. კარგი მსმელი ყოფილა აგრეთვე ფილიპე დათილას ძე (მამისაანთი), რომელიც ისე ითამადებდა, რომ სახლში ფეხშეუშლელად მივიდოდა. წედისში ორი დიდი დღესასწაული იცოდნენ, ერთი აღდგომა, მეორე მოფენა. აღდგომას როგორც წესი ყველა ოჯახი თავის სახლში ხვდებოდა, მაგრამ მოფენა ისეთი დღესასწაული იყო რომელსაც მარტო წედისელები იხდიდნენ. ამ დღეს ოჯახი მდიდარი იყო თუ ღარიბი თავიანთი ნათესავები აუცილებლად უნდა მოეწვია სტუმრად, ისე რომ მოფენა დღეს თითქმის მთელი ონის რაიონის სოფლებიდან დიდძალი ნათესაობა იყრიდა თავს. სოფელში ხმა დაირხა, შქმერელი აღდგომელა არის ჩამოსულიო. ეს კაცი როგორც ღვინის მსმელი და თამადა იყო ცნობილი. აღდგომელას შვილიშვილი შეეკითხა: “ბაბუ ღვინო გინდა თუ სახელისათვის სვამო?”. მას უპასუხნია “სახელი შვილო რათქმა უნდა რომ კარგია, ნაგრამ ღვინოც ქვე მინდაო”. ჰოდა ეს აღდგომელა, მაისურაძე გრიგოლას (ხუტუნაანთს) მიუპატიჟნია და უთქვამს უნდა ვსვათ შეჯიბრზეო. აურჩევიათ მერიქიფე, რომელიც სასმისებს ერთნაირად გაავსებდა და დაცლაზედაც თვალყურს ადევნებდა. სამ დღეს გრძელდებოდა შეჯიბრი და ბოლოს და ბოლოს მაინც აჯობა გრიგოლამ აღდგომელას. ის ჩოხა-ახალუხი და ვერცხლის ქამარი დღესაც რელიქვიად არის დავით კირილეს ძე მაისურაძის ოჯახში და ყველას აჩვენებს თუ როგორ ანაცვლებდა ქამარს ჯაჭვზე და ესეც რომ არ ყოფნია, ბაწარი წაუკრავს და ისე ქონდა ქამარი წელზე. ჩოხის სიგანე და ქამრის სიგანე იმდენად დიდია, რომ ორი კაცი ჩაეტევა შიგ. ამბობენ გრიგოლა 130 კილოგრამზე მეტს იწონიდაო. ეს კაცი ლოთი კი არ იყო, იშვიათად თუ დალევდა სასმელს, მაგრამ შეეძლო ბევრიც დაელია და ცოტასაც დასჯერებოდა.


მურმან ლებანიძის ლექსები რაჭაზე

მარეკები შლიდნენ ბანაკს,ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,ვიწექ, რომელიღაც ბალახსუცბად ქალის სუნი ჰქონდა.თითქოს ურო დამკრეს თავში,თითქოს პაპაჩემი ცხონდაათას სურნელოვან შვავშიუცბად ქალის სუნი ჰქონდა.სუნი ჰქონდა არა დალის,ლალის, — ცისფრის ანუ თეთრის, –სუნი — საზოგადოდ ქალის,სუნი — საზოგადოდ მდედრის…ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველისიკვდილს შენ მაცოცხლო ვინძლო,სანამ ვიცნო ეს სურნელი,სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!



არ მიყვარს კაცი (ვარ ლაჩრის ძვირში)ვის თავის თავი გმირად გამოყავს,მტერს შეუკურთხებს, შედრკება ჭირშიდა ფურთხს თავისას თვითვე ალოკავს...

მე რომ ძვირში ვარ ლაჩრის და მხუთრის,ეგ_თავისთავად, მაგრამ სხვაც ღუპავს,ბრალი მისი რომ ალოკვა ფურთხის,ვინც დაავალა მასაც არ უყვარს.




ბოღჩებით და ყავარჯნებითგრძელი სოფლის კართან ვდგავართ;მოკლე სოფელს არ დავრჩებით,ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

კეისარიც, სპასალარიც,თვითონ რომის პაპიც თავად(სხვა სოფელი არსად არი!) _ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

ამ ტალახებს გავშორდებით,ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!




გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,კაცისგან, ბალღისაგან,ხალხისგან გაგებით! 

დროთ უფსკრულებს გადავყურებსამშვიდობოს მდგომარი_ვხედავ: მოკლე გაზაფხულებსსცვლიან_შემოდგომანი...

სიკვდილის გზა ცისფერიაჰკვდები ხმალმოღერებით_იმპერიებს იგერიებ სისხლის წამოხველებით

ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი...მაშ,წინ! წინ და ზემოთ!დათვი მჭლე და შენ მსუქანიდათვი მჭლე და შენ მსუქანი.საქართველოვ ჩემო!!!




გოგონა კითხულობდალექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_ ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა - გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდალექსს, ძვირფასს, მღელვარებითდა სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებითდა თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში, თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსშიდა ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...











მურმან ლებანიძე

რ ა ჭ ა1 ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი სორ სქვემოთ ქვემო რაჭაა;მე თვითონ ზემო რაჭველი გეტყვი:-ისაა რაცაა

ვაზი ვაზს გადაჰკონია,იქ-სხვავაა და კრიხია,იქ, წესთან, ბარაკონია,იქ-კვიტაშვილის ციხეა

იქ-პური ცხვია თონეზე;იქ-ხვანჭკარაა პაწია,ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზესალაპარაკოდ გვაქცია.

იქ-ნიკორწმინდა მღერის ცად,სხვა კოშკი-სხვა ნაპირზეა...იქ-ქვემო რაჭის ერისთვად ავთანდილ შარაბიძეა.

2 რიონს აღმა მივუყვები,ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;რა ხეობა-წიუხები!რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!-მოიწყინე, მურმან, რაზე?გვიქადიან აღმავლობას!ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგშენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!-კი ბატონო, მყობადს ველი!დე, მტრის თვალი შურით ენთოს!კი, ბატონო! შენი მტერიჩვენი მტერი უიმედოდ!ვინ ისურვებს დაქცევას დაზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!ქვას ვინ ესვრის ამ სევას დაქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულით მოაშურებს ხალხი სოფელს!ხალხის ნიჭი, სანატრელო,ხალხის ჯიში მაიმედებს,ვინ, რომელი საქართველოჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!შეხე, საკალმახე დელტას!აქ ხეორი რიონს ერთვის.იქ რომ კაცი ყირიმს ბელტავს,სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).მანდ თუ ფაცხა არ განახომთა-კორტოხზე წამოდგმული,მაშინ-ლებანიძე მოკვდეს! მაშინ მისი ხელი გახმეს!შეხე, რა მდინარე მოხტის!შეხე, რა ხეობას ახმევს!..ჯერ კი აღმა მივუყვები,ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:რა ხეობა-ჭიუხები!რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!

3 უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა,ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა,

აქეთ-უწერაა, იქ კიდევ-შოვია.შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია.

მამაღმერთს სილამაზე პირქუშად ჰყვარბია:ლამაზი ხარო და-მთისრაჭა... ღარიბია.

ქერზე და კარტოფილზე გადივლის იოლადგლოლა და საგლოვლო, ღები და ჭიორა

მაგრამ აქ სიცისფრეა, სხვა მზეა, სხვა ცაა--მესამე რაჭაა, მესამე რაჭაა.

ჭრილობა გაუგრილეს რკინით დაშანთულიაქ პოეტს--ფარაონს გაუწყვეს ფანჩატური.

აქ "ნიკორწმინდისას" პეონებს კიბავდაგალაქტიონი და აბრეშუმს თიბავდა...

კი! ჩემი სამშობლო--ულამაზესია!კი! ჩემი მდინარე--ურა ფაზისია!

კი! ჩემი სატკივარი--ჩემი ხეობაა!კი! ქვეყნის დღეობა--ჩემი დღეობაა!კი! სარწმუნოება ჩემი--მხნეობაა!





რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება


რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება, აჯანყება 1918 წელს რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა მენშევიკთა ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა სოფელ ლასურიაში მოწვეულ ყრილობაზე სამაზრო ერობის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცაგერის გამაგრების დაწყება. გლეხების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც ი. სვანიძე მეთაურობდა, ხელთ იგდო ცაგერი და სამაზრო ხელისუფლება გააუქმა. მენშევიკურმა მთავრობამ ლეჩხუმში გვარდიელთა ეაზმი გაგზავნა ჯავშნოსანი ავტომობილის თანხლებით, მაგრამ ეს რაზმი გლეხებმა განაიარაღეს, ხოლო მისი მეთაური დ. დადეშქელიანი მოკლეს.
 14 მარტს მთავრობამ ლეჩხუმის მაზრა კანონგარეშე გამოაცხადა. მენშევიკურმა გვარდიამ ჩაკეტა ლეჩხუმისაკენ მიმავალი ყველა გზა. აკრძალა ლეჩხუმში სურსათის შეტანა. ისედაც დამშეული მაზრა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მთავრობის ამ ღონისძიებებმა გლეხობა ვერ გატეხა. 15 მარტს ლეჩხუმის მაზრის სოფლის საბჭოებმა საქართველოს მშრომელებს მოუწოდეს დახმარებოდნენ აჯანყებულებს საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც დაიწყო მოძრაობა. საყოველთაო გამოსვლის შიშით მთავრობამ ბოიკოტი კი მოხსნა ლეჩხუმს, მაგრამ გვარდიელთა ახალი რაზმები გაგზავნა იქ. უთანასწორო ბრძოლების შემდეგ მთავრობის ჯარის ნაწილებმა ცაგერი აიღეს. გლეხებს იარაღი არ დაუყრიათ და ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ. ახალი ძალით იფეთქა აჯანყებამ რაჭაში. გლეხობამ მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების გადასვლა საბჭოების ხელში. აჯანყებულთა დასახმარებლად მივიდნენ სამეგრელოს გლეხთა რაზმი ალექსი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეგრელო-რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციური შტაბი, რომელშიც 5 კაცი შედიოდა. შტაბის ბრძანებით ონელ ვაჭრებს ფული გადაახდევინეს და ეს თანხა მშრომელთა სურსათით მომარაგების საქმეს მოახმარეს. ამავე დროს ამბროლაურში რაიონულ ყრილობაზე აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი. ვითარება გართულდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ გაიგზავნა გვარდიის ნაწილები, რომლებიც აჯანყებულებმა სოფელ ტვიშთან გაანადგურეს. ასევე დამარცხდა აჯანყებულთა წინააღმდეგ გაგზავნილი მეორე რაზმიც. გორგაღალასთან ბრძოლაში გლეხებმა მთავრობის ჯარს 15 კმ-ით უკან დაახევინეს. 2 კვირის უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, 23 აგვისტოს, აჯანყებულები დამარცხდნენ.





რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის ტერიტორიებზე. იგი ვრცელდება ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 500-4600 მ სიმაღლის ფარგლებში.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი ფართობია 229 532 ჰა და იგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკს, 12 ბუნების ძეგლს, 4 აღკვეთილსა და 1 დაცულ ლანდშაფტს.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორიას, სადაც გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი განათლება და ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების გონივრული გამოყენება ჰარმონიულად იქნება შესაძლებელი.
ეროვნული პარკი მთაგორიანი რელიეფითა და კლდოვანი მწვერვალების სიუხვით გამოირჩევა. კლიმატი ზოგადად სუბტროპიკული ზღვიური ტიპისაა. ეროვნული პარკი წყალუხვი მდინარეებით ხასიათდება. ჰიდროგრაფიულ ქსელის ძირითად არტერიას მდინარე რიონი და მისი მთავარი შენაკადი მდ. ცხენისწყალი წარმოადგენს, თავისი შენაკადებით. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მთის სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, რაც რელიეფის სირთულითა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნებითაა განპირობებული.რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეებიდან 164 კავკასიის ენდემია, 26 _ საქართველოს ენდემი, ხოლო 5 _ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფლორის ენდემს წარმოადგენს, რაც ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
საქართველოს `წითელ ნუსხაში~ შეტანილი სახეობებიდან რაჭა-ლეჩხუმ –ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გვხვდება უთხოვარი (თახუს ბაცცატა), წაბლი (ჩასტანეა სატივა), იმერული მუხა (Qუერცუს იმერეტინა), უხრავი (Oსტრყა ცარპინიფოლია) და სხვა.რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების ფაუნა ნაკლებადაა შესწავლილი. განსაკუთრებით მწირია ცნობები უხერხემლოთა შესახებ. დაუზუსტებელი მონაცემებით რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ძუძუმწოვართა 51 და ფრინველთა 152 სახეობა. საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებიდან აქ ბინადრობს: არჩვი (ღუპიცაპრა რუპიცაპრა), მურა დათვი (Uრსუს არცტოს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ) და სხვა.
მდინარე რიონის სათავეებში მცირე რაოდენობით უნდა ბინადრობდეს ჯიხვის ორი სახეობა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცყლინდრიცორნის) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცაუცასიცა). ორივე სახეობა კავასიის ენდემია.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული ორნითოფაუნიდან საქართველოს `წითელ ნუსხაში~ შეტანილია შემდეგი ფრინველები: ბატკანძერი (Gყპაეტუს ბარბატუს), ორბი (Gყპს ფულვუს), მთის არწივი (Aქუილა ცრყსაეტუს), კავკასიური როჭო (თეტრაო მლოკოსიეწიცზი) და სხვა.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების სხვადასხვა სახეობები.ეროვნული პარკის შემოგარენში მრავალი საინტერესო არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია. პარკთან ყველაზე ახლოს მდებარეობს: გონის წმ. გიორგის ეკლესია (XI საუკუნე), კოშკები სოფელ ღებში, სვანური კოშკური არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტებით. მდ. ცხენისწყლის აუზში აღსანიშნავია სოფ. ხელედის ჩრდილოეთით, მწ. ლეკალდის (2244 მ) სამხრეთ კალთაზე მდებარე ლეკალდის ეკლესია. რეგიონი გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის სიუხვითაც.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს უკავია. ამ თვალსაზრისით ეს არის უნიკალური მხარე, რამდენადაც აქ ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარების პერსპექტივა არსებობს, როგორებიცაა: ალპინიზმი, სამთო ტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვა.
კერძო ოჯახური სასტუმროებია ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის რაიონებში.ადგილობრივი ტურიზმისა და რეკრეაციისათვის შესაძლებელია ონის რაიონის კურორტების – შოვისა და უწერის გამოყენება, სადაც ფუნქციონირებს პანსიონატები და კერძო სასტუმროები.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნების ძეგლები შერჩეულია მათი უნიკალური ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლების, კერძოდ, კარსტული რელიეფის და კირქვის სუბსტრატზე განვითარებული მცენარეულობის თავისებურების საფუძველზე.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს 4 აღკვეთილი: ასხის პლატოს აღკვეთილი, ხვამლის მასივის აღკვეთილი, შაორი-ხიხათას აღკვეთილი და სადმელის აღკვეთილი. აღკვეთილები გამოირჩევა კარსტული ღრმულებით, პლატოსებური უბნებით, კირქვული სერებითა და ღრმად ჩაჭრილი ეროზიული კანიონებით.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ასევე დაცული ლანდშაფტის კატეგორიას, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ეკოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ღირებულებით.





ხვანჭკარა

უწინ „ხვანჭკარას“ დამზადებისას ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის გარდა, გამოიყენებოდა შავი კაბისტონი და საფერავი. ეს უკანასკნელი, როგორც უნიკალური ჯიში, საქართველოს ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ჩემი აზრით, საფერავის სახელწოდებით რა ჯიშებიც არის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის კახური საფერავის ვარიაციები და მე ნაკლებად მგონია, რომ ცალკე ჯიშებთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ცხადია, ეს სამომავლოდ სპეციალისტების შესწავლის საგანია.

ყიფიანის ღვინის სახელწოდებით ცნობილი ღვინო, ძირითადად ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან მზადდებოდა, მაგრამ თუ ამ შემადგენლობას შავი კაბისტონი დაემატებოდა, ღვინო უკეთესი დგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშს დიდი რაოდენობით არ უმატებდნენ (არაუმეტეს 1/3-ისა, როგორც წესი კი 100 კგ-ზე 15-20 კგ-ს). შავ კაბისტონს თუ დაუმატებდნენ, ასეთი ღვინო უფრო შავი ფერისა დგებოდა, ვიდრე მის გარეშე.

ხვანჭკარისათვის ყურძენს დამწიფებას შეჭკნობამდე აცდიდნენ და ასეთი გზით, იგი იმდენ შაქარს იგროვებდა, რომ შაქრის საზომს დანაყოფები არ ყოფნიდა, როცა შაქარს ზომავდნენ. ყურძენს როცა დაწურავდნენ, ტკბილს ჩაუშვებდნენ ქვევრში. საწნახელში დარჩენილ ჭაჭაზე მაშინვე დააბრუნებდნენ ტკბილს და ასევე აჩერებდნენ 10-15 დღე საწნახელში. დუღილი როცა მეტ-ნაკლებად დაცხრებოდა, ყოველგვარი ჭაჭის გარეშე ტკბილს ჩაუშვებდნენ ქვევრში, სადაც გრძელდებოდა დუღილი. ქვევრს უკეთებდნენ სასულეს დუღილის დასრულებამდე. ამის შემდეგ კი ქცევრს დაგოზავდნენ, ასე ზამთრის დაწყებისას. ზამთრამდე ზოგიერთი ძირს, ანუ მთხლეს ერთხელ ან ორჯერ უცვლიდა, რადგან რისკი იყო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა გაზაფხულზე ღვინო გაფუჭებულიყო.

ასეთი წესით დაყენებული ღვინო 5 წლის განმავლობაში ახალ ღვინოდ ითვლებოდა, მერე იწყებდა დაძველებას. 15-16 გრადუსი ჰქონდა ალკოჰოლი. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო მშრალი იყო, ბუნებრივად ჰქონდა ტკბილი გემო, რაც გამოწვეული იყო ჯიშის უნიკალური თვისებებით. სწორედ ამ ბუნებრივად ტკბილი გემოს გამო და ხალხური ტექნოლოგიის გამოყენებით ყიფიანმა შექმნა სახელგანთქმული ღვინის მარკა - „ყიფიანის ღვინო“. ეს იყო ელიტური, ძვირადღირებული ღვინო.

1904 წლამდე რაჭაშიც და ლეჩხუმშიც, პრაქტიკულად, კასრი არ იცოდნენ რა იყო. ღვინისთვის ჰქონდათ ქვევრი! ლეჩხუმური უსახელოურიც ისეთივე ტექნოლოგიით მზადდებოდა, როგორც რაჭული ყიფიანის ღვინო. ყიფიანის ღვინოზე არანაკლებ პოპულარული იყო ოყურეშელი მანდარიას ღვინო. 20-იან 30-იან წლებამდე ამ მხარეებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ 40-იანი წლებიდან, როცა რუსეთში გემო გაუგეს "ხვანჭკარას" და მოეწონათ მისი სიტკბო, ვინმე კონსტანტინე მოდებაძემ, საბჭოთა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიმუშავა ხელოვნურად ნახევრადტკბილი ღვინის დაყენების მეთოდი, რაც გულისხმობს ღვინის არასრულად დადუღებას. ამავე დროს, ამ მეთოდით დაყენებული „ხვანჭკარა“ (სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ეს სახელწოდება სოფლის სახელის მიხედვით) იქცა ნახევრადტკბილ ღვინოდ და დღეს უკვე ვერ წარმოგვიდგენია, „ხვანჭკარა“ მშრალი როგორ უნდა იყოს.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო იყო იმპერიის სამხრეთი ქვეყანა, რომელსაც დაუსახეს გეგმად, რომ ჩაით, ციტრუსით და ღვინით დაეკმაყოფილებინა დედამიწის 1/6. ამ ისტორიული გარემოების გამო, სახელმწიფო ინტერესის საგნად იქცა ღვინო ეწარმოებინათ ბევრი და ნაკლები ყურადღება მიექციათ ხარისხისათვის. სწორედ აქედან იღებს სათავეს ფალსიფიკაციის დიდი მასშტაბები. ამ რეალობაში ფალსიფიკაცია დაინერგა ოჯახებში, ქარხნებში და ხალხურმა მევენახეობა-მეღვინეობამ დაიწყო კვდომა.

დღესდღეობით „ხვანჭკარას“ უბედურება ისაა, რომ ყველას ჰგონია, ეს ღვინო მაინცდამაინც ნახევრადტკბილი უნდა იყოს. ამიტომ აკეთებენ ბოლომდე დაუდუღებელს და არასრულყოფილს, რომელიც ხშირად ივითარებს მეორად დუღილს უკვე ბოთლში ჩამოსხმული. მეგობარი მყავდა რაიკომის მდივანი, რომელმაც ერთი ყუთი „ხვანჭკარა“ მომიტანა ქარხნიდან და დავდგი სახლში. ეტყობა, სახლში სიგრილე არ იყო და ცოტა ხანში ატყდა ბათქა-ბუთქი - დასკდა ბოთლები მეორადი დუღილის გამო.

რასაც ახლა ჩვენ „ხვანჭკარას“ ვეძახით, ეს არის ავადმყოფი, არასრულფასოვანი ღვინო. მოდებაძის მეთოდი კი ეს არის ფართო მასშტაბის ფალსიფიკაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაინერგა ღვინის ქარხნებში და დღემდე ყველა ქარხანა ბრმად მიჰყვება ამ მეთოდს.

ერთი საუკუნის წინ ყიფიანის ღვინო აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც წამალი. ექიმები მას პაციენტებს უწერდნენ, როგორც წამალს და კურნავდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ახლა კი თვითონ „ხვანჭკარაა“ დაავადებული და ავადმყოფი როგორღა უნდა მოარჩინოს?! 

კავკასიური სოჭი

ამბროლაურის რაიონში, სოფელ ნიკორწმინდის მიდამოებში, კერძოდ კი იმ ადგილას, ადგილობრივები თლუღის ტყედ რომ მოიხსენიებენ, გასული საუკუნის დასაწყისში ხანძარი გაჩენილა. ტყე თითქმის მთლიანად გადაიწვა, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბედურ შემთხვევას, ქვემო რაჭველებისთვის არცთუ ცუდი საქმე გაუკეთებია. ტოლ-სწორად წამოსული ამონაყარი, დაახლოებით 50 წლის შემდეგ გლეხებისათვის სეზონური შემოსავლის კიდევ ერთი წყარო გახდა. თლუღში ფიჭვისებრთა ოჯახის ქართული წარმომადგენელი - კავკასიური სოჭი ხარობს, რომელსაც "ცოცხალი" ნაძვის ხის მოყვარულთათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იერი აქვს.

რაჭაში უკვე ვერ იხსენებენ, პირველად ვის მოუვიდა აზრად ევროპაში აქაური სოჭის გირჩის თესლის სარეალიზაციოდ გატანა. ეს დიდი ხნის წინ იყო. ფაქტია, წამოწყებამ გაამართლა, თუმცა ისიც საკითხავია, ვისთვის. ბიზნესის განვითარების მხრივ, ქვეყნიდან გირჩის სახით ე.წ. ნახევარფაბრიკატის გატანაზე უფრო მომგებიანი საახალწლო ნაძვის ხეების ევროპულ ბაზარზე რეალიზაცია იქნებოდა. ბუნებრივია, ეს გარკვეულ პერიოდში (ამაზე ცოტათი ქვემოთ) "მუქთად" დაბანდებულ კაპიტალს მოითხოვდა. სამაგიეროდ, სრულად თუ არა, "ქართულ" ბრენდს ნაწილობრივ მონოპოლიზებული მაინც ექნებოდა გაცილებით გადახდისუნარიანი შესაბამისი ბაზარი.

მაინც რით იზიდავს მომხმარებელს კავკასიური სოჭის ახალგაზრდა ნარგავები? დავიწყოთ იქედან, რომ თლუღის ტყე შედარებით ახალგაზრდაა (დაახლოებით 150 წლისა) და სწორედ ეს ანიჭებს მის ნაყოფს (გირჩს) სიჯანსაღეს. ჯანსაღი თესლიდან კი ჯანსაღი ამონაყარი მიიღება. მეორე და უმთავრესი უპირატესობა - რაჭულ სოჭს წიწვების ვერცხლისფერი შეფერილობა აქვს. ეს კი, კლიენტის თვალში მას უფრო მიმზიდველს ხდის.

"იცით, ეს ვერცხლისფერი რაღაც პირობითი ნიშანია, რომელიც მხოლოდ ქვედა მხრიდან აქვს წიწვს. მთავარი ღირსება ისაა, რომ ლამაზი ხეა და სოჭის სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე გამძლეა იმ პირობებში, სადაც გირჩის ან მისგან მიღებული თესლის რეალიზაცია ხდება", - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს უფროსი კოტე თვარაძე.

კავკასიურ სოჭს სპეციალისტები ნორდმანის სახელითაც მოიხსენიებენ. ჰელსინკის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი ალექსანდრე ფონ ნორდმანი XIX საუკუნის შუა წლებში ოდესის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო და სწორედ იქ მის მიერ მოდიფიცირებულ ჰიბრიდს დაერქვა ეს სახელი. კავკასიური სოჭის ძირითადი გავრცელების არეალი აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთია - თურქეთი, საქართველო, რუსეთის კავკასია და ჩრდილოეთი სომხეთი.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, საახალწლო ნაძვის ხის სახით კავკასიური სოჭის უმსხვილესი ექსპორტიორი დანიაა. ამ ქვეყანაში "ჩვენებური" სოჭის დაახლოებით 100 მილიონი ხე ხარობს, ხოლო მისი ყოველწლიური ექსპორტი 5 მილიონ ხეს შეადგენს. მარტო გერმანიაში, საშობაო დღესასწაულის დღეებში 27 მილიონი ნაძვის ხე (საკუთარი წარმოების და იმპორტირებულიც) იყიდება, რაშიც გარკვეული წილი კავკასიურსაც უკავია.

გოგი მარგველიძე (სოჭის გირჩის საექსპორტოდ დამამზადებელი): "17 წელი ვიყავი ამბროლაურის სატყეო მეურნეობის დირექტორი და მაგ გირჩთან სრული შეხება მქონდა - სად მიდიოდა და რატომ. ჩვენგან გატანილი თესლის ნაწილი დანიაში და გერმანიაში სანერგე მეურნეობებში ითესება. აღმოცენებიდან 5 წელიწადში უკვე სარეალიზაციო სახეს იღებს. დანარჩენი სოჭის კაკალი პარფიუმერიასა და ეთერზეთებში იხმარება. კავკასიური სოჭის გირჩი გინდ თურქეთში მოკრიფე და გინდ ჩინეთში - სულ ერთია. უბრალოდ, რაჭისას აქვს ის ვერცხლისფერი შეფერილობა, რის გამოცაა ასე მიმზიდველი".

ევროპაში სარეალიზაციოდ შესაფერის სახეს გირჩები სექტემბერ-ოქტომბერში იღებენ. იგი სრულ სიმწიფეში შემოდგომის დადგომისთანავეა. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, კრეფა სასურველია 15 სექტემბრიდან დაიწყოს. რაც უფრო გვიან მოიკრიფება, უკეთესია.

"სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის 10 რიცხვამდე უნდა მოესწროს, თორემ მერე გირჩი იშლება და ოდნავი ხელის შეხებაზე ქვემოთ ცვივა", - ამბობს ერთ-ერთი შემგროვებელი.

გირჩების შეგროვებით ადგილობრივი გლეხობაა დაკავებული. მათ პროდუქციის უცხოეთში გამტანი ლიცენზირებული ფირმები ქირაობენ. რეგიონული სატყეო სამმართველოს ინფორმაციით, 2009 წლის შემოდგომაზე, კავკასიური სოჭის გირჩის შეგროვება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მოპოვებული 10-წლიანი ლიცენზიის მქონე ორგანიზაციებმა აწარმოეს. ერთადერთი შპს "ჯადო" იყო, რომელმაც ლიცენზია 2008 წელს მოიპოვა და ისიც 20 წლით.

კოტე თვარაძე (რეგიონული სამმართველოს უფროსი): "ჩვენი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ კონტროლი გავუწიოთ ლიცენზირებული მომპოვებლების მიერ მათზე გაპიროვნებული ტყის ნაკვეთის მდგომარეობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხდება ტყის ჩაბარება, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან უკანონო (ხის ჭრა და ა.შ.) ქმედებები. წლევანდელი შეგროვებითი სამუშაოებისას დაკავებული ტყის ფართობის დაკონკრეტება გამიჭირდება. აი ე.წ. კვარტლების რაოდენობა კი 15 იყო. სულ, ჩვენი ინფორმაციით, რაჭის ტყეებიდან წლეულს 700 ტონამდე გირჩი გავიდა უცხოეთში".

ცნობისათვის - კავკასიური სოჭი, რომელიც თესლით მრავლდება, ევროპაში ძლიერი ზრდისა და მაღალპროდუქტიულობის გამოც ფასობს. ხე თესლს 30-50 წლის ასაკში იძლევა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დანიაში უკვე თავად დაიწყეს ჩვენებური სოჭიდან გირჩის კრეფა და თესლის სახით შეგროვება, ცხადი ხდება, რომ გირჩის ქართული ექსპორტი მინიმუმ 30 წელიწადს ითვლის. 1000 ცალი თესლის წონა დაახლოებით 70 გრამია, 10 კგ გირჩიდან კი 1 კგ თესლი მიიღება.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემგროვებელმა, რომელსაც 12-კაციანი ბრიგადა ჰყავდა დაქირავებული, სეზონზე 30 ტონა გირჩი მოიპოვა. ბრიგადის თითოეული წევრი კილო გირჩში 50 თეთრს იღებს. უცხოეთში გირჩის თესლის გამტანთან ანგარიშსწორება შესაბამისი პროპორციით მატულობს. რაც შეეხება თავად ევროპელების მიერ კილო თესლში გადახდილ თანხას, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, იგი 40-50 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

სხვათა შორის, კავკასიური სოჭი საქართველოში ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკშიც ხარობს, მაგრამ ისეთი რაოდენობითა და ხარისხით არა, როგორც რაჭაში.

რაც შეეხება სანერგე მეურნეობის ადგილზე მოწყობას, ამას ამბროლაურში არავინ რისკავს. არადა, მის გასაშენებლად საჭირო შესაბამისი ფართობი აქ უხვადაა. მეწარმეს, რომელიც მისი უცხოეთში გატანით იღებს მოგებას, 5 წელი (სწორედ ამ ხნის შემდეგ იღებს ნაძვი სარეალიზაციო სახეს) მოცდა არ სურს. კი, საბოლოო პროდუქტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, მაგრამ ნაძვის ტრანსპორტირება რომ გირჩისაზე გაცილებით მეტი ღირს, სწორედ ეს აფრთხობთ ადგილობრივ მეწარმეებს.

საქართველოდან კავკასიური სოჭის გირჩის დინამიკის სურათზე წარმოდგენის მისაღებად, საკმარისია იმის ხაზგასმა, რომ ქართველ ექსპორტიორთა თქმით, ევროპაში უკვე გაჩნდა "ვერცხლისფერი" ნაძვის სანერგე მეურნეობები. ექსპერტთა მტკიცებით, აქედან ჩატანილი თესლი მართლაც განსაკუთრებული ფარმაკოლოგიური (რაც სამედიცინო სფეროში მის გამოყენებას სძენს ფასს) თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ ევროპელი დამკვეთისთვის ამას რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის უცნობია. 

ქართველური ენებიც ქართული ენის რაჭული დიალექტი

რაჭული დიალექტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული კუთხის - რაჭის მცხოვრებთა მეტყველებაა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით რაჭის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს ორ რაიონს მოიცავს - ონისა დაამბროლაურის რაიონებს. რაჭა თავისი ბუნებით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. იგი საერთოდ მთაგორიანი მხარეა, თუმცა ქვემო რაჭის სოფლები უმთავრესად ბარში მდებარეობს. ბარისა და მთის რაჭველთა ყოფა-ცხოვრების პირობები და ჩვევები რამდენადმე განსხვავებულია. ეს განსხვავება რაჭულ ლექსიკაშიც არის უკუფენილი.
  •  რაჭული დიალექტი იყოფა შემდეგ კილოკავებად: ქვემორაჭული - ამბროლაურის რაიონის სოფლების მცხოვრებთა მეტყველება, ზემორაჭული - ონის რაიონის სოფლებისა და ამბროლაურის ზოგიერთი სოფლის მეტყველება, რივნისთაური - ღებისა და ჭიორის მცხოვრებთა მეტყველება და გლოლური - სოფელ გლოლის მცხოვრებთა მეტყველება.

მთის რაჭა

მთის რაჭა მდებარეობს რიონის სათავისა და ჭანჭახის (გლოლის) წყალს შორის. მთის რაჭა მთებშია მოქცეული. მთათა კალთები 2600 მეტრამდე ტყით არის დაფარული, შემდეგ კლდეებითა   და თოვლიან-ყინულოვანი მწვერვალებით.

მთის რაჭა შედგება სამი სოფლისაგან: ღები, ჭიორა და გლოლა. სოფელი ღები მდებარეობს ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. რაიონული ცენტრიდან, კერძოდ, ონიდან, იგი დაშორებულია35 კილომეტრით და მოქცეულია კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას შორის.ღებს რიონის ხეობის თავსოფელს უწოდებენ. ძველად მას ეწოდებოდა ზედ-ქალაქი (მდინარე რიონზე გადებულ ხიდს, რომელიც დიდსა და პატარა ღებს შუაზე ჰყოფს, სოფელში შემორჩენილი უხუცესები დღესაც ქალაქის ხიდს ეძახიან). 

მყინვარები

ფასის მთასთან განლაგებულია მყინვარები: გეზე(3870 მეტრი), ედენა, ლაბოდა(4317 მეტრი), ხოლო თვით სოფელთან –შოდა-კედელა(3607 მეტრი), კირტიშო, დომბურა(ჭანჭახი), ღრჯამის მყინვარები. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება მდინარე   რ ი ო ნ ი   და სოფელ ღებს შუაზე ჰყოფს: დიდი და პატარა ღები. აღმოსავლეთიდან დიდ ღებს ჩამოუდის მდინარე ჩ ვ ე შ უ რ ი, რომელიც რიონის შენაკადია, პატარა ღებს კი ერთ მხარეს-ლ ა თ ქ ი შ ო რ ა, მეორე მხრიდან-მ უ ხ ა მ ე შ უ რ ი, რომლებიც ასევე რიონს უერთდებიან.

”იქ, სადაც იბადება რიონი”


მდინარე რიონი მოედინება ფასის მთიდან. ღებიდან ფასის მთამდე დაახ. 21-22 კმ-ია. ფასის მთიდან უამრავი წყარო გადმოდის. ერთი მათგანი მწვერვალის ყელთან იწყება და მის მკერდს შუაზე კვეთს;მის გვერდით შედარებით პატარა წყაროა. გადასასვლელის ძირას, ერთმანეთზე მიყოლებით,7 წყარო გადმოჩქებს და ყველა მათგანი შემდეგ თიშებში(მთის დაძრული ნაშალი) იკარგება. ეს წყაროები თიშების ბოლოს, ზორფასის უბეში, ერთდება რუდ, რომელსაც რ ი ო ნ ი ეწოდება. ფასის მთის გვერდით აღმართულია მყინვარი ე დ ე ნ ა. ფასის მთიდან რიონის მარცხენა შენაკადსაც ე დ ე ნ ა ეწოდება(იგი მყინვარიდან მოედინება. ერთი ნაკადი   მთის ძირიდან გადმოდის, ხოლო მეორე ზედ მყინვარის კლდეზე ჩანჩქერივით გადმოჩქებს და ზორფაში შეკრებილ რუს- რიონს უერთდება). რიონის მარცხენა შენაკადებია:   ზ ო ფ ხ ი თ უ რ ი, ბ ე რ ა ლ ი ს რუ, ფ ო რ ხ ი შ უ ლ ი ს რუ, კ ვ ა ი შ უ რ ი ს რუ, თ   ა თ ა რ ს ა ხ ლ ი ს რუ, გ ო რ გ ა ს ა ხ ო ს რუ და ბოლოს, სოფელ ღებში-მდინარე ჩ ვ ე შ უ რ ი. თავად ჩვეშურსაც აქვს შენაკადები: ხ ვ ა რ გ უ ლ ი, კ ო დ ნ ა რ უ ლ ა,   ჭ ა ნ ჭ ა ხ ი. ხვარგული გადმოდის კარაგომიდან (გადასასვლელი ჩრდილო ოსეთში), ჰყოფს შთალას და ხვარგულზე (ადგილია) უერთდება ჩვეშურს.რიონის მარჯვენა შენაკადებია (ფასის მთიდან სოფ. ჭიორამდე): ლ უ ხ უ მ ა (ანუ ლუხუმი), ბ ა რ თ უ ზ ე ლ ი ს რუ, გ ა დ ა რ ე უ ლ ა, ფ ი ც რ ი ხ უ ლ ი ს რუ, მ უ ს ხ უ რ ი ს   რუ, ფ ა ც ხ ე უ რ ი, ხ ო ფ ი თ ო ს რუ, ჯ ი ჯ ი შ ო რ ი, ზ უ დ ლ ი ს რუ, ლ ა თ ქ ი შ ო რ ა ,   მ უ ხ ა მ ე შ უ რ ი, შ ო დ უ რ ი. 


ლაშქრობის და დასვენებისთვის საუცხოო ადგილი ....


ღებიდან თევრეშომდე რიონის ხეობას მარჯვენა მხარეს მიუყვება საავტომობილო გზა   (ადრე გზა გორიბოლომდე ,18 კმ-ის მანძილზე, არსებობდა). .საავტომობილო გზების გარდა სოფელში არის სატრაქტორო და სამარხილო გზები.სატრაქტორო გზებია; ზ ო ფ ხ ი თ ო(ს) გორაზე, ს ა ს ვ ა ნ ო(ს) გორაზე, ო რ ყ ო ბ ე ს, დ ი დ ყ ა ნ ა ს. 

სამარხილო გზებია (დიდ ღებში): კ ო დ ი ძ ი რ ი ს გზა, შ თ ა ლ ა, ს ე ი ს უ რ ი, რ უ (ს) თ ა ვ ი, ვ ე ლ ო რ ი, ჯ ვ ა რ ი გ ო რ ი, ზ ა დ ა ნ ე უ ლ ი, გ ო რ ი (ს) ბ ოლ ო დ ა ნ   ზ ო ფ ხ ი თ ო მ დ ე.   საცალფეხო გზებია: ხ ვ რ ე ლ ი ე თ ო, ს ა კ ა უ რ ა, დ ი დ კ ა რ ა თ   ა, პ ა ტ ა რ ა კ ა რ ა თ ა.   ღებში საცალფეხო გადასასვლელებით უკავშირდებოდნენ ჩრდილოელ მეზობლებს: ფასის მთის გადასასვლელით გადადიოდნენ ყაბარდო-ბალყარეთში, კირტიშოსა და ღრჯამის ბილიკებით კი - დიგორში. გარდა ამისა ვაცის წვერით გადადიოდნენ სვანეთში. 


დიდი სოფლის ძველ სამოსახლოზე გაშენებულია დღევანდელი ღები. . ძველი ნასახლარებია ჩვ. წ. აღ-მდე რიონის ხეობაში - ბ რ ი ლ ი, თ ე ვ რ ე შ ო. ჩვეშურის ხეობაში - ჩ ვ ე შ ო, გ   ო ნ ა, შ ო შ ე თ ი. შოდის კალთაზე-შ ო დ ა. დღეს ეს სოფლები აღარ არსებობს. ისინი საგაზაფხულო-საზაფხულო სადგომებს წარმოადგენს. 

    უ ბ ნ ე ბ ი :


ღები დღესაც დაყოფილია უბნებად, რომლებსაც ძველი სახელწოდებები შემორჩენიათ         დიდ ღებში: ს ა რ ო კ ა ვ ა, ( როკვა-ცეკვასთან დაკავშირებული), მ ზ ი ს ა, ტ ა ბ ა უ რ ა, ნ ა ყ უ რ ი, ყ ა ნ თ ა რ ი (სოფლის ახალი მაღაზიის წინ მდგარა დიდი მაღალი ხე, რომელზეც ჩამოკიდებული ყოფილა ძალიან დიდი ჯაჭვებიანი სასწორი. ამ ადგილას ჩამოჰქონდათ დიგორელ ოსებს სიმინდი და სხვა პროდუქტები ღებში გადასაცვლელად. ფიქრობენ, რომ უბნის სახელწოდება ამასთანაა დაკავშირებული და ყანთარი ოსური სიტყვა უნდა იყოს), წ ყ ა რ ო (ს) თ ა ვ ი, ჯ ვ ა რ ი (ს) ყ ა ნ ა, ლ ო რ გ ო ს უბანი, ც ი ხ ი (ს) კ ა რ ი, ს ა ლ ა შ ქ რ ო, გ ა ნ ი, ხ ო ლ ი (ს) თ ა ვ ი, ზ ე დ ა ჭ ა ლ ე ე ბ ი, ვ ა ძ ი (ს) ჭ ა ლ ა, ქ ვ ე დ ა ჭ ა ლ ე ე ბ ი, გ ო რ გ ა სა ხ ო.    პატარა ღებში: ძ ი რ ი სახლი( ლათქიშორას მარჯვენა სანაპირო), გ ო რ მ ან ი(ახალი უბანი). 


დიდ ღები ირგვლივ შემორტყმულია ტყეებითა და ჭალებით, ადგილებით: ო რ ბ ე თ ი, ჯ ო ჯ ო ხ ე თ ა, ვ ე ლ ე ბ ი, ხ ვ ა რ გ უ ლ ი, მ ზ ი ს ა (წლუ), ყ ა წ უ ნ ე ე (ნთ) გ ო რ ა, შ ო შ ე თ ი, ფ ი ც ა რ ე ე ბ ი, კ ვ ე რ ც ხ ე უ ლ ი, ვ ა კ ე, ნ ა ფ ე ტ ვ ა რ ა, ვ ი რ ა ტ ყ ე, ჩ ო ფ ა ლ ა (გესი)ჭალა, ჭ ი ნ ჭ ა ლ ა(წინჭალა), კ ვ ა ი შ უ რ ი ს ჭალა. პატარა ღებს: ქ ო რ ი ბ უ დ ე ჭალა, ა ლ ე ქ ს ე (ს) ჭალა, ღ ე ჯ ო ე ნ ჭალა, დ ა ვ ი თ ი ა ხ ო , ჯ ა გ ო ე ნ (თ) ა ხ ო, გ ი ვ ი ტ ი ა ნ(თ) ახო, ო თ ხ ო   ზ ი ა რ ა (ჭალები), ნ ა ფ ე ტ ვ ა რ ა, ლ ა თ ქ ვ ე შ ი, დ ე გ-ციხე, წ ი თ ე ლ ა ვ ე ლ ე ბ ი(ტყეები). 

წყაროები:


სოფელში უამრავი წყაროაა: ბ ი ნ უ ლ ა, ღ უ რ ღ უ ლ ა, ლ ო რ გ ო, დ ა თ ვ ი ს წყარო, შ ა ვ-წყარო, ს ა ბ ე ლ ე ე(თ) წყალი, ნ ა წ ო ე ე ნ(თ) წყალი(დიდ ღებში). ს ა ც ე რ ა, წ ყ ა ლ შ ო, ყ რ უ ტ ა(პატარა ღებში). 

მინერალური წყლები:


გარდა ამისა, ღები მდიდარია მინერალური წყლებით: ბ ა ლ ი ჯ ო გ ი ს ვეძა, ბ ა ი ნ ჩ ა რ ა ს, ხ ვ ა რ გ უ ლ ი ს, ჭ ა რ ი ქ ვ ა ბ ი ს, დ ე გ-ციხის, ჭ ა ლ ე ე ბ ი ს, დ ო მ ბ ა ს, ფ უ რ ნ ი ს, წ ი ხ ვ ა რ გ ი ს, ჭ ა ნ ჭ ა ხ ი ს მჟავე   წყლები. 

მადნეული:


სოფლის მიდამოები ცნობილია ძველი წელთაღრიცხვის მეთექვსმეტე-მეათე საუკუნეების მეტალურგიული და სამთმადნო კერებით.მინერალური წყლების   გარდა ღები მდიდარია მადნეულით. აქ უხვად არის: ვ ო ლ ფ რ ა მ ი,   ს უ რ მ ა, მ ო ლ ი ბ დ ე ნ ი(1953წ.დაიხურა), ვერცხლისწყლის ძარღვები - ჩვეშოს ( მაღალი ხარისხის ქვიშა, რომლითაც შუშა შეიძლება დამზადდეს).ადგილ ხვარგულზე, გადმოცემით იყო ოქროს ფაბრიკა-აწარმოებდნენ ო ქ რ ო ს.   ბ რ ო ლ ს, გ ა ბ რ ო თ ა მ ა ზ ი ტ ს (მოსაპირკეთებელი ქვა). ღები დაფარულია ტყეებით, კლდეებით და მყინვარებით, ამიტომ საყანე მიწები აქ მცირეა.


საძოვრები:

მესაქონლეობაში ძირითადად მისდევენ მსხვილფეხა საქონლის მოშენებას. გაზაფხულსა და ზაფხულში საქონელი საბალახოდ მიჰყავთ სადგომებზე, სადაც აქვთ ქოხები. საგაზაფხულო-საშემოდგომო სადგომებია: რიონის ხეობაში -თევრეშო, შიუკაჭალა, ფაცხეური, ბრილი, ჭირხალი(ს)ყანა და პატარა ხოფითო.ჩვეშურის ხეობა: ველები, კოდნარა, პატარა ჩვეშო, დიდი ჩვეშო, შთალი(ს)კალთა, გონა, ბაინჩარა, ჭანჭახი და ნაბოსლი.საზაფხულო სადგომებია: ხვრელიეთო, საარწივი(ს)ძირი (ზოფხითო), საკაურა, გორები, დიდ კარათა, პატარა კარათა _ დიდ ღებში.შოდა, წყარშო, მუხამეში - პატარა ღებში.

სათიბები:     


დიდი ღების სათიბებია: ჭანჭახი, გონა, ბაინჩარა, ჩვეშო, კოდნარა, შთალი(ს)კალთა, შთალა(ნაომარი,ნიგზვნარა), წიხვარგა, ღრჯამა, სანარცხე, ხვარძახეთი, ნაბოსლი, დომბურა, გოგა(ს)სათიბა, გორები, რუ(ს)თავი, ლაქაშა, დომბა, ჯვარი(ს)გორი(ლეკნარი, ვეძი(ს)ფარი), ველორი(სამწალებო), ბალიჯოგი(სალატი ფარი), სახარო,ხვრელიეთო, ძვირი, სახიზნო, თეთრი, დიდ ღელე, ზვიდუკეე(ნთ)ღელე, ქაბაბა, ზოფხითო, წყარო(ს)ფარი, ორღობე, დიდ ყანა, წკნელეთი, ველიგრძელა, სამჭნავე, დევრეშა, საკრავე ფარი, საარწივი(ს)ძირი, ხირხი, ედენა, ზორფასა, ჭარქვაბი, ჯამათა(ს)ღელე, სასვანო, ვაცი(ს)წვერი, სახულე ქედი, დიდი ლუხუმი, პატარა ლუხუმი, გორი(ს)ბოლო(დიდი და პატარა ბართუზელი), ფიცრი(ს)ხულა, გადარეულა, გოგრიჭიან(თ)ნატეხი, ზვიადეე (ნთ) ნატეხი, თაზიშვილი, ფაცხეური, შიუკაჭალა, დიდი ხოფითო, პატარა ხოფითო, ჭინჭალა, თევრეშო, კვაიშური, გორგასახო, თათარსახლი, წოხა, ჭალეები, დიდ კარათა, პატარა კარათა, წითლიძირი, შავწყარო(ს)გორა, მუსხურა, ველიმბილა, საკაურა, ლევანა(ს)ნადგომი, სოლომგრუანა (ბუძგვერიწვერი), კუნჭულა, სამწვადია, გაგნიეე (ნთ) ყანები, იასავარდი, ტიხართულა, რუბოძალა, ნახერგულები, ქვაციხურა, საწისქვილო.პატარა ღებში - ზეხენიერი.





რაჭული ფილოსოფია

ნამდვილი ამბავი. ერთმა რაჭველმა ბიჭუნამ 70-იან წლებში უნივესიტეტში ფილოსოფიურზე ჩააბარა.მშობლები შვილის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებდნენ და ყველა ხელსაყრელ მომენტში საყვედურობდნენ.ერთხელაც სადილობისას მამამ ჰკითხა;შენ მაინც თუ იცი შე კაცო რასა სწავლობ,რა არი ფილოსოფია. რავა არ ვიცი მამი,ადიხსნი გლეხურად;აგერ მაგიდაზე ერთი შემწვარი ქათამი რო დევს მე მსჯელობით,ფილოსოფიურად დაგიმტკიცებ,რომ ეს ერთი კი არა ორი ქათამია. ჩაფიქრდა მამა,ჩაიქნია ხელი და შვილს უთხრა;კაი შვილო დაამტკიცე რო ორია,მაშინ მე ამ ქათამს შევჭამ და შენ ის მეორე შეჭამეო.



ლექსი რაჭაზე

აღტაცებული ვიყავი რაჭით ;
ტყეები მარცხნივ ,
ტყეები მარჯვნივ ...
ქორაის ჭალა ,
ჭელიში გვერდი , -
დავასახელო რომელი ერთი !
სიო ხელამოდ არხევდა ასკილს ...
რბოდა რძესავით ქათქათა ასკი ...
შარეულასთან მხნეობდა მუხა ...
ციდან სინათლე იღვროდა უხვად ...

უცებ ...
ყანაში გამოჩნდა ქალი !
და ...

სადღაა შენი ლამმაზი მთები !
სადღაა შენი ქათქათა ასკი !
შარეულასთან სადღაა მუხა !
სადღაა დიდი ,
დიადი ველი ! -

ქალის სიტურფის წინაშე ყველამ ,
ყველამ ერთბაშად დაჰკარგა ფერი .

აღტაცებული ვიყავი რაჭით ...
და ახლა ,
როცა ვიგონებ რაჭას
( ვერ დაემალვის სიმართლეს კაცი ,
არ დაეხუჭვის სინათლეს თვალი );
რაჭა ხომ არის კარგი და კარგი !
კარგზე კარგია რაჭველი ქალი ! ავტორი: მუხრან მაჭავარიანი




შოვის მინერალური წყლის საბადოს გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური დახასიათება

საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით შოვის მინერალური წყლის საბადო განლაგებულია მესტია-თიანეთის ნაპრალოვან და ნაპრალოვან-კარსტული წყალდაწნევიანი სისტემის შოვი-ფასანაურის ჰიდროგეოლოგიურ ზონაში.
ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ლითოლოგიურ-ფაციალური და სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური ფაქტორები ქმნიან ატმოსფერული და ზედაპირული წყლების ინფილტრაციისათვის ხელსაყრელ პირობებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მტკნარი და მინერალური წყლები. ფორმირების პირობების მიხედვით ტერიტორიის მიწისქვეშა წყლები იყოფა სიღრმული და არაღრმა ფორმირების წყლებად. უკანასკნელს მიეკუთნებიან ალუვიური, დელუვიურ-პროლუვიური და მირენული ნალექების წყლები.
თანამედროვე ალუვიური ნალექების (აQივ) წყალშემცველი ჰორიზონტის გრუნტის წყლები გავრცელებულია მდ. ჭანჭახისა და მისი შენაკადების ალუვიურ ნალექებში. მათ მიერ აგებულია მდინარის კალაპოტი და პირველი ტერასა. წყალშემცველია კაჭარი და კენჭნარი, ქვიშისა და თიხნარის შემავსებლებით, რომელთა სიმძლავრე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან 15-25 მ-მდე. ქანები ხასიათდებიან მაღალი ფილტრაციული თვისებებით.
ქიმიური შემადგენლობის მიხედვითYწყლები ძირითადად ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანია, იშვიათად ჰიდროკარბონატული სულფატური კალციუმ-მაგნიუმიანი. საერთო მინერალიზაცია დაბალია და მერყეობს 0,2-დან 0,5 გ/ლ-მდე. ტემპერატურა 7-10ºC, pH – 7-7,5, წყაროების დებიტი შეადგენს 0,5-1 ლ/წმ.
წყალშემცველი ჰორიზონტის კვება ხდება ატმოსფერული და მდინარეული წყლების ინფილტრაციის ხარჯზე, ხოლო განტვირთვა – წყაროების სახით მდინარეების ხეობებში. Gგრუნტის წყლების დონის ცვლილება უშუალო კავშირშია მდინარის დონეებთან. წყლის შედარებით მაღალი დონეები ფიქსირდება მყინვარების დნობისა და წვიმების დროს, ხოლო დაბალი – ზაფხულის ბოლოს.
ზედამეოთხეული ასაკის მორენული ნალექების (გეQივ) წყალშემცველი ჰორიზონტის გრუნტის წყლები გავრცელებულია მდ. ჭანჭახის ხეობაში, კურორტის ფარგლებში.
ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ამ ჰორიზონტის წყლები ძირითადად ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანი ან ჰიდროკარბონატულ-სულფატურ კალციუმიანია. ამ წყლებისთვის დამახასიათებელია დაბალი საერთო მინერალიზაცია (0,2-0,3 გ/ლ) და ტემპერატურა (5º-დან 12ºC-მდე), pH – 6,7-7,5. წყაროების დებიტი მერყეობს 0,2 – 2,5 ლ/წმ ფარგლებში.
სიღრმული ცირკულაციის წყლები განვითარებულია ქვედა ცარცულ ნალექებში, კერძოდ ტერიგენული ფლიშის წყების საგლოლოს ქვეწყებაში და კარბონატული ფლიშის ჭიორისა და ფორხიშულის წყებებში (K1სგ-პზ). ამ კომპლექსთანაა დაკავშირებული შოვის მინერალური წყლის საბადო.
ქიმიური შემადგენლობის მიხედვით შოვის მინერალური წყლის საბადოზე ზევიდან ქვევით გამოიყოფა მინერალური წყლების შემდეგი ტიპები.
ა) ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყლები, წარმოდგენილი №№4,9 წყაროებში და ბურ. №4 (ინტერვალი 50-230), ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანი წყლები, წარმოდგენილი №10 წყაროში, ბურ. №4 (ინტერვალი 0-50 მ), ბურ. №2 (ინტერვალი 11-165)
ბ). წყლების საერთო მინერალიზაციაა 1,1-2,3 გ/ლ, pH – 5,6-6,1, ტემპერატურა – 8-11,5ºC, CO2 = 0,75-1,6 გ/ლ.ბ) ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმ-მაგნიუმიანი წყალი, წარმოდგენილი №8 წყაროში, ბურ. #1 (ინტერვალი 30-125 მ), და ბურ. №5 (ინტერვალი 120-500 მ). წყლების საერთო მინერალიზაციაა 1,8-3,7 გ/ლ, pH – 5,8-6,2, ტემპერატურა – 8,5-12ºC, CO2 = 1,45-1,6 გ/ლ.გ) ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი წყლები, წარმოდგენილი იყო ბურ. №2 (ინტერვალი 165-200)
გ).წყლების საერთო მინერალიზაციაა იყო 2,8-5,1 გ/ლ, pH – 6,3-6,7, ტემპერატურა – 9-11ºC, CO2 = 0,9-1,4 გ/ლ.დ) ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყლები, წარმოდგენილი ბურ. №1 (ინტერვალი 200-475)
დ) და ბურ. №4 (ქვედა ინტერვალი 260-360 მ).წყლების საერთო მინერალიზაციაა 6,8-17,4 გ/ლ, pH – 6,6-7,2, ტემპერატურა – 10-13ºC, CO2 = 1,4 – 1,6 გ/ლ.მინერალურ წყლებში გაზის ფაქტორის საშუალო მნიშვნელობა მაღალია და მერყეობს დიდ ფარგლებში (0,8-2,2-დან 5,5-7,0 გ/ლიტ.-მდე). გაზით გაჯერებული ფაზიდან სპონტანურში გადასვლა სხვადასხვა ტიპის წყლებისთვის სხვადასხვაა და ხდება 50-185 მ სიღრმეებზე. მინერალური წყლის ამოსვლა ზედაპირზე ხდება გაზის ფაქტორისა და ჰიდროსტატიური წნევების საშუალებით.
შოვის მინერალური წყლების დახასიათება
მინერალური წყლების კაპტაჟი განხორციელებულია №№1, 2, 4 და 5 ბურღილებით და №8 წყაროთი.
წარმოდგენილია მინერალური წყლის სამი ძირითადი ტიპი – დარასუნის, საირმე-ტერსინკისა და ბორჯომი-უწერის.

დარასუნის ტიპის ნახშირორჟანგიანი (1,4-1,5 გ/ლ), დაბალი მინერალიზაციის (1,8-2,1 გ/ლ), ჰიდროკარბონატული კალციუმიანი, სუსტად მჟავე (pH – 5,6-6,5) მინერალური წყალი მიღებულია №4 ჭაბურღილის ზედა ინტერვალში. წყლის ტემპერატურა დაბალია 8-8,1 ºC , ის სუფთაა, გამჭვირვალე და სასიამოვნო დასალევი.

საირმე-ტერსინკის ტიპის წყალი წარმოდგენილია №2 და 5 ბურღილში და #8 წყაროში. იგი ნახშირორჟანგა (1,4-1,5 გ/ლ), დაბალი მინერალიზაციის (3,0-5,3 გ/ლ), ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი და ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი, ბორიანი (0,034-0,057 გ/ლ) წყალია, მისი pH = 6,2-6,8.

ბორჯომი-უწერის ტიპის წყალი მიღებულია №1 და №4 ბურღილების ქვედა ჰორიზონტებში. წყალი ნახშირორჟანგა (1,4-1,6 გ/ლ), ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი, საშუალო და მაღალი მინერალიზაციისაა (10,9-17,4 გ/ლ). წყლის ტემპერატურაა 10-12 ºC.

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებიდან შოვის მინერალურ წყლებში წარმოდგენილია ნახშირორჟანგი, რკინა, მეტაბორის მჟავა და კაჟმჟავა. მინერალურ წყალში გაზის შემადგენლობა ერთგვაროვანია, ძირითადია თავისუფალი და გახსნილი ნახშირორჟანგი (85-90%), მცირე რაოდენობით გვხვდება აზოტი (7,5-12%) და ჟანგბადი (0,5-2,5%). წყლებში ტოქსიკური ელემენტები (კობალტი, ვანადიუმი, ნიკელი, ქრომი, სელენი, ტყვია, ვერცხლი) არ აღმოჩნდა. მოქმედ ნორმებზე დაბალია ტიტანის რაოდენობა.
სანიტარულ-ბაქტერიოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ წყალი სუფთაა და შეიძლება მათი გამოყენება სასმელ-სამკურნალოდ და ჩამოსასხმელად. ყველაზე უფრო მართებულია ჩამოსასხმელად №4 ბურღილის ზედა ჰორიზონტის – ნახშირმჯავა დაბალი მინერალიზაციის წყალი. 




რაჭის მონასტრები

1 ნიკორწმინდის მონასტერი
2 ჭელიშის უდაბნო
3 მეჭვრეთის მონასტერი
4 სხიერის მონასტერი
5 ლაბეჭინის მონასტერი
6 ველტყევის მონასტერი
7 ლეკნარის მონასტერი
8 შოდის მონასტერი
9 ბუბის მონასტერი
10 თამარ დედოფლის საყდარი
11 სორის მონასტერი
12 შეუბნის მონასტერი
13 . მრავალძალის მონასტერი
14 ფუტიეთის მონასტერი
15 ჭოლევის მონასტერი
16 ღვიარის მონასტერი
17 საკაოს სამზიარის უდაბნო
18 მიქარწმინდის მონასტერი
19 ღადიშის მონასტერი
20 ცხომის დედათა მონასტერი
21 დვალთის დედათა მონასტერი
22 გლოლის `ბერის საყდარი
23 მოტყიარის `ბერის წყარო




რაჭული სამოსი

ჩაცმულობის მხრივ მთის რაჭა უკვე თანამედროვე ფორმაზეა გადასული. ბოლო დრომდე ძველ რაჭულ სამოსს მხოლოდ მოხუცი ქალებიღა ატარებედნენ, განსაკუთრებით სოფ. ღებსა და ჭიორაში, დღეს კი აქაც გამქრალია ასეთი ტიპის ტანსაცმელი.

ძველად რაჭველი ქალის ჩაცმულობის კომპლექსში შედიოდა: კაბის მოვალეობის შემსრულებელი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამდნენ, დაბამბული ,,ახალუხი” ანუ საგულე, რომელსაც პერანგზე იცვამდნენ. ეს იყო პერანგზე მოკლე, დაბამბული ჩასაცმელი, ,,კაფთარა”, წინსაფარი, სარტყელი.

თავზე ეხურათ თეთრი მიტკლისაგან შეკერილი და უკან ირიბად ჩამოგრძელებული ,,ჩიქილა”, რომელსაც ქვემოთ შემოვლებული ჰქონდა ,,ფოჩი” და ,,ჩიმჩიყი”. ჩიქილაზე იხვევდნენ თავშალს ,,თავსაკონად” წოდებულს.

რაჭველი ქალის თავბურვა საკმაოდ რთული შედგენილობისა იყო. თმას შუაზე იყოფდნენ და ორ ნაწნავს იკეთებდნენ, რომლებსაც სპირალურად დაიხვევდნენ ყურებთან. ამ ვარცხნილობას ,,კოპენებს” უწოდებდნენ. თავზე იდებდნენ ბამბის ქსოვილისაგან შეკერილ ,,ლეჩაქ-ჩიქილას”, მასზე ზემოდან სამაგრად ხმარობდნენ ოთხკუთხა ქსოვილის ფოჩებიან თავსაბურავს.

ფეხზე იკეთებდნენ საწვივეებს, რომელსაც ,,წვივსაკონით”, ,,ლეკვერთხებით” იკრავდნენ. იცვამდნენ წინდებს, წუღებს ,,კვახუჯებს” (უბრალო ქალამანი) და ბანდულებს. ხმარობდნენ ასევე სამკაულებს: ბეჭდებს, გულსაბნევებს და ა.შ.

რაჭული კოსტუმების უმეტესი ნაწილი შავი სატინის იყო, თუმცა იყო ფერადი ფარჩა-ატლასისაგან შეკერილი და მდიდრულად მორთული კოსტუმებიც. ქსოვილები არა ადგილობრივი, არამედ ფაბრიკული და სხვადასხვა ადგილიდან შემოტანილი ჰქონდათ.

მოგვიანებით ძველებური ყაიდის სამოსის გარდა, ფართოდ გავრცელდა ქალის კარგად ცნობილი ,,ქართული ჩაცმულობა”, რომლის ძირითად ელემენტს ორნაწილიანი (ზედატანი, ქვედატანი) კაბა შეადგენდა.

კაბის ზედატანი ტანზე მჭიდროდ უნდა ყოფილიყო მორგებული და მისი გახსნილი ნაპირები ზონრებით დამაგრებული. ზედატანს მხოლოდ ზურგით ამაგრებდნენ ქვედაბოლოსთან. კაბა მოქარგული იყო სხვადასხვა ორნამენტით.

კაბის ზემოდან დათბილული ,,ქათიბი” ეცვათ. მის დასამზადებლად იხმარებოდა სხვადსხვა ფერის ხავერდი, სარჩულად კი - აბრეშუმი ან ბეწვი. ქათიბის ზედა მხარე სხეულზე მომდგარი, ქვედა კი უფრო განიერი იყო. მისი სიგრძე მუხლებამდე აღწევდა. ქათიბი საგანგებოდ იყო მორთული და მოქარგული.

საცვლები შედგებოდა აბრეშუმის გრძელი პერანგისა და გრძელტოტება ქვედა საცვლისაგან.
ფეხზე ბამბის ან აბრეშუმის ძაფით მოქსოვილი წინდები ემოსათ და ჩუსტები ან მაღალქუსლიანი და ჭვინტიანი ქოშები ეცვათ.

რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ატარებდნენ ჩვეულებრივ ჩოხა-ახალუხს და შარვალ-ხალათს. აუცილებელი ატრიბუტი იყო ქამარ-ხანჯალი.

დღეს, ეს ძველებური კოსტუმები უკვე ისპობა და ახალგაზრდები ძირითადად თანამედროვე სტილის ტანსაცმლით იმოსებიან.




მრავალძალის მონასტერი

განვითარებულ შუა საუკუნეებში და შემდგომ ხანაშიაც
სოფ. მრავალძალს მონასტერი ყოფილა, რაც კარგად დასტურდება სამონასტრო ანსამბლის ნაშთებითა და წერილობითი
საბუთით.
ვისაც ერთხელ მაინც მოუნახულებია მრავალძალი, თვალი მიმოუვლია სოფლის უმშვენიერესი სანახებისათვის, დაგვემოწმება, რომ მართლაც შესაფერი სამონასტრო გარემო
შეურჩევიათ ბერმონაზვნებს თავიანთი ნათელი მიზნების ხორცშესასხმელად. აქედან ხელისგულივით იშლება ჩვენს თვალწინ თითქმის მთელი რაჭა, მეტადრე მთიანი ნაწილი რაჭისა, რაც დაუვიწყარ სიამოვნებას გვანიჭებს. ასევე მე მქონდა ბედნიერება რაჭის რამდენიმე მაღალი მთიდან, შორიდან მეხილა მრავალძალი. განცდილი ნეტარების სრულად
აღწერა შეუძლებელია, ყველამ თავის თვალით უნდა ნახოს და დატკბეს.
თავის დროზე, მრავალძალის მონასტრით დაინტერესდა ამ სოფლის შვილი, შესანიშნავი სწავლული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე, რომელიც გვიამბობს:
`გადმოცემით სოფ. მრავალძალში უძველესი დროიდან
ყოფილა მონასტერი, სადაც შავად შემოსილი ბერები ფსალმუნის კითხვასა და გაბმულ ლოცვა-ვედრებაში ატარებდნენ
წუთისოფელს.
მაგრამ მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელი დღევანდელი
სოფლიდან დაახ. 3 კმ-ით ყოფილა დაშორებული.
ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, `ჭიქის ტბის~ ზევით,
ახლაცაა ქვის შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელსაც ხალხი `ნაეკლესიევს~ უწოდებს.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის ხანაში,
რაღაც მიზეზის გამო, ბერები აქედან აყრილან და უფრო ფართო სამონასტრო ცხოვრება გაუჩაღებიათ იქ, სადაც
ახლა კვინწიხის გორის უბე-კალთებზე მრავალძალის 5.

შესანიშნავი ტაძარია აღმართული.
საინტერესოა, რომ სწორედ აქ, ბუნების ამ მეტად მკაცრ სამეფოში, გადმოცემით, ოდესღაც თავი შეუფარებია ჯან-ღონით აღსავსე ვაჟკაცს, რომელსაც სოციალური უსამართლობის
ნიადაგზე რაღაც უბედურება შემთხვევია. სათნოებით
აღსავსე ბერებს ლტოლვილი მამაშვილურად მიუღიათ და ყოველგვარად ხელი შეუწყვიათ, რათა ოჯახს მოჰკიდებოდა.
გადმოცემით, მისი განშტოებიდან წარმომდგარა დღევანდელი
სოფლის ძირითად მკვიდრთა გვარი _ სხირტლაძე.
მრავალძალში რომ უხსოვარი დროიდან მონასტერი ყოფილა, ზეპირგადმოცემისა და ანგარიშგასაწევი ტოპონიმიკური
მონაცემების გარდა ისტორიული საბუთებითაც დასტურდება.
ჩვენ მიერ ახლახან მიკვლეულ ერთ-ერთ სიგელ-გუჯარში,
რომელიც იმერეთის მეფის სოლომონ II და მისი მეუღლის მარიამ დედოფლის მიერაა გაცემული და 1804 წელს დიდი რიტორის სოლომონ ლიონიძის სახელითაა დაწერილი, გარკვევით ვკითხულობთ:
`ჩვენ კეთილმსახურებით მორწმუნენი და დამსდებელნი
სასოებისა ჩვენისანი, მრავალძალსა და საკვირველთ მოქმედსა
ხატსა შენსა ზედა, მპყრობელი სრულიად იმერეთისა დავითიან ბაგრატოანი მეფე იმერთა სოლომონ, და თანამეცხედრე
ჩვენი დადიანის ასული დედოფალი მარიამ, გიძღვნით გუჯარსა ამას სასოებით სახსენებლად და განსაძლიერებლად
ჩვენდა, და საოხად სულისა და ცხოვრებისა ჩვენისა წარმართებად კეთილდღეობით; ესრეთ რომელ წმინდა და სასწაულთმოქმედი ეკლესია შენი იყო ძველთაგან მონასტერ
წმინდა საკრებულო, სადა იგი აწცა იხილვებიან ქვაბნი სადაყუდებულონი და ცვლილებისაგან დაუწყნარებელთა დროთასა შექმნილიყო საერისკაცოდ.~
ამჟამად ძნელია გადაჭრით ითქვას, თუ რომელი საუკუნიდან
ჩაეყარა საფუძველი მრავალძალის მიწა-წყალზე სამონასტრო ცხოვრებას, ან რა სახისა და მასშტაბის იყო

მოქმედების არე. უცილობლად მხოლოდ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მრავალძალში ბერებისავე ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აგებულა ე. წ. მონასტრის საკრებულო ტაძარი,
რომელიც თავიდანვე წმ. გიორგის სახელობაზე წოდებულა.~
ვერაფერს დავამატებთ, გარდა იმისა, რომ მრავალძალის
მონასტრის საფუძვლის ჩაყრა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ არაბობის ბოლო პერიოდში, არაუადრეს X საუკუნისა.
რაც შეეხება სამონასტრო ცხოვრების მოშლას, შეუძლებელია
ჯერჯერობით რაიმე ითქვას ამის შესახებ.
მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ოდითგანვე ითვლებოდა
ერთ-ერთ ძლიერ სალოცავად რაჭაში (და არა მარტო რაჭაში). აქ მოდიოდნენ მომლოცველები და შემომწირველები
შორეული მხარეებიდანაც. 1895 წელს გაზ. `ივერია~
(#145) წერდა:
`რაჭის მაზრაში არსებობს ერთი ძველის ძველი წმიდის
გიორგის ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფ. მრავალძალში.
ეს გახლავთ ის ეკლესია, რომლის წინაშეც ქედი მოიხარა ქვეყნის მმუსვრელმა შაჰ აბასმა და რომელსაც ოქროთი მოჭედილი და ძვირფასი თვლებით შემკული ხმალი მიართვა.~ აღნიშნული ხმალი დიდხანს ინახებოდა ტაძარში.
1890-იან წლებში XI საუკუნის შესანიშნავი ბაზილიკა გადააკეთეს და მას გუმბათი მოარგეს, რითაც საგრძნობლად
დარიღვა მისი პირვანდელი ფორმა.
1990 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ტაძარი დაანგრია, მაგრამ,
საბედნიეროდ, გადარჩა ძველი ეკლესიის ნაწილი, რომელიც
დღეს დახურული და დაცულია. ამჟამად მიმდინარეობს
მშენებლობა ტაძრის სრულყოფისათვის.


რაჭის ეკლესია მონასტრები

ფრიად დიდი, ღრმა სარწმუნოებით გაჟღენთილი ქრისტიანული წარსული გააჩნია რაჭას. ამის დასტური, სხვა რომ არა ვთქვათ, 400-ზე მეტი ტაძარია (ზოგი სრულად, უმეტესი ნანგრევების სახით) ისტორიის
სხვადასხვა პერიოდებში აშენებული. სწორედასც რომ მხოლოდ ასეთი ღრმა სარწმუნოების წიაღში იყო შესაძლებელი ისეთი და იმდენი სავანის დაარსება, როგორსაც და რამდენსაც ჩვენ ვიცნობთ თუნდაც. მოკიდებული დასაბამიდან, რიგ ძნელბედობათა მიუხედავად, ბზარი არ გასჩენია ჭეშმარიტ სარწმუნოებას რაჭაში, ვიდრე ტოტალური
შეტევა და ნგრევა არ განახორციელეს მასონურ-კომუნისტრმა ძალებმა, თუმცა მაშინაც კი ვერ ჩაკლეს ბოლომდე ხალხში დალექილი
სიყვარული ქრისტეს სწავლებისადმი, რაც მუდმივ გამოვლინებას პოულობდა ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებაში.
ღვთის მადლით, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ კვლავ აღდგა რაჭაში ეპარქია. რამდენიმე ტაძარში აღესრულება ყოველდღიური მღვდელმსახურება, რამდენიმეშიაც კი გარკვეულ დღეებში; მომავალში
სხვებიც მიემატება… მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ნიკორწმიდელმა
მთავარეპისკოპოსმა ელისემ (ჯოხაძე) ირგვლივ შემოიკრიბა
სასულიეროთა ღირსეული კრებული, რომელმაც მშვენივრად უწყის ვის ჩაყრილ ტრადიციებსაც აგრძელებენ. რაჭა ხომ მუდამ მდიდარი იყო მადლით გაბრწყინებული, ღვთივსათნო სასულიერო პირებით. `აქამდისაც რომ არ მქონოდა გულში სამღვდელოთა სიყვარული,
აქ ჩამესახებოდა, ისეთი მღვდლები ყოფილანო.~ _ უთქვამს 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მგოზაურობისას დიდ აკაკის. დიებული შეფასებაა, მაგრამ ეს არ ყოფილა მოულოდნელი, იმ პერიოდში ხომ მღვდლები: ლონგინოზ კიკვიძე, მიხეილ გავაშელიშვილი, ვლადიმერ ფოფხაძე, ალექსანდრე მესხი, სიმონ ჭელიძე, მარკოზ სხირტლაძე, თევდორე
საგანელიძე და სხვები მოღვაწეობდნენ. ***
გარდა სასულიერო ღვაწლისა, ისინი საზოგადო, პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდნენ დიდად წარმატებულად. მათმა კალამმა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა გადაარჩინა დავიწყებას.
დიდ შეფასებას აძლევდა რაჭის სამღვდელოებას ქრისტეს ეკლესიის
უდიდესი მოღვაწე, იმ დროის მართლაცდა ოქროპირი _ წმინდა
გაბრიელ ეპისკოპოსი. მღვდელმთავარმა რამდენჯერმე მოიარა მთლიანი რაჭა.

რაჭის ტაძრებითა და სამღვდელოებით მოხიბლულა ბევრი უცხოელი მეცნიერი თუ მოგზაური, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
დასანანია მხოლოდ, რომ ერთ დროს უმშვენიერესი ბევრი ტაძარი ბედუკუღმართობამა და ზოგჯერაც ადამიანთა გულგრილობამ
სავალალო დღეში ჩააყენა, ზოგი მიწასთან გაასწორა, ზოგიც დაზიანებული სახით შემოგვრჩა და შველას გვთხოვს. ძალზე კარგია ახალი ეკლესიების აგება, მაგრამ ძველი ტაძრების მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება რომ უფრო დიდი მადლისა
და მნიშვნელობისაა, საყოველთაოდაა ცნობილი (მით უფრო, თუ ძეგლს ხუროთმოძღვრული ღირებულება გააჩნია). სხვას რომ თავი დავანებოთ, მეჭვრეთისა და ჯოისუბნის ტაძრების ბედის ანაბარად მიტოვება ისტორიის უგულებელყოფა და, მეტიც, დანაშაულის
ტოლფასია.
გარდა სასულიერო ღვაწლისა, ისინი საზოგადო, პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდნენ დიდად წარმატებულად.
მათმა კალამმა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა გადაარჩინა დავიწყებას.
დიდ შეფასებას აძლევდა რაჭის სამღვდელოებას ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე, იმ დროის მართლაცდა ოქროპირი _ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. მღვდელმთავარმა რამდენჯერმე მოიარა მთლიანი რაჭა.
რაჭის ტაძრებითა და სამღვდელოებით მოხიბლულა ბევრი უცხოელი მეცნიერი თუ მოგზაური, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
დასანანია მხოლოდ, რომ ერთ დროს უმშვენიერესი ბევრი ტაძარი ბედუკუღმართობამა და ზოგჯერაც ადამიანთა გულგრილობამ
სავალალო დღეში ჩააყენა, ზოგი მიწასთან გაასწორა, ზოგიც დაზიანებული სახით შემოგვრჩა და შველას გვთხოვს. ძალზე კარგია ახალი ეკლესიების აგება, მაგრამ ძველი ტაძრების მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება რომ უფრო დიდი მადლისა
და მნიშვნელობისაა, საყოველთაოდაა ცნობილი (მით უფრო, თუ ძეგლს ხუროთმოძღვრული ღირებულება გააჩნია). სხვას რომ თავი დავანებოთ, მეჭვრეთისა და ჯოისუბნის ტაძრების ბედის ანაბარად მიტოვება ისტორიის უგულებელყოფა და, მეტიც, დანაშაულის
ტოლფასია.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეპარქიის, შემომწირველთა და სათანადო ორგანოების ძალისხმევით მოხერხდა 1990 წლის მიწისძვრით
დაზიანებული რამდენიმე ტაძრის შეკეთება. ამასთანავე, საიმედოდაა დაცული ატმოსფერული ზემოქმედებისაგან და აღდგენის
პროცესშია კრიხისა და მრავალძალის ბრწყინვალე საყდრები. თუმცა სასურველია მეტის გაკეთება.
ამ ბოლო წლებში აიგო ახალი ტაძრები: ონში, უწერაში, სორში, ჭრებალოში, საკაოში, ფარახეთში, ქვედა შავრაში, სორგითში, ზვარეთში,
ხეითში, შქმერში, ქვედში, პატარა ონში, მოტყიარში...…
საიმედოდ შეკეთდა ძველი ეკლესიები: სორში, ლაბეჭინაში, წმენდაურში, ჭიორაში, გორისუბანში, ქვემო კრიხში… მშენებლობა მიმდინარეობს: ღებში, ჯვარისაში, ფუტიეთში, გლოლაში...…
უნდა ვიწამოთ, რომ ამდენ აღმშენებლობას მონასტრის საფუძვლის
ჩაყრაც მოჰყვება და ბერმონაზონთა გულმხურვალე ლოცვა-ვედრების უდიდესი ძალა და მადლი არ მოაკლდება რაჭას!




ღვიარის მონასტერი

აგერ უკვე ათ საუკუნეზე მეტია, რაც მდ. ღვიარის-ხევის მარჯვენა შემაღლებულ ტყიან სერზე, ძველი ციხის ნანგრევების მაღლა, სოფ. ღვიარის ჯვარცმის დარბაზული ეკლესია აუშენებიათ, სადაც ადრე, როგორც ირკვევა, მონასტერიც
ყოფილა.
ადგილი მშვენიერი შეურჩევიათ. აქედან ხელისგულივით
მოჩანს რაჭის ქედისა და მისი ჩრდილოეთი კალთის სანახები. მიმდებარე ადგილებიც საუცხოო სანახაობას წარმოადგენს.
დასანანია მხოლოდ, რომ აღარ არსებობს სოფელი
ღვიარა, რომლის მოსახლეობაც ამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიყარა და რაჭის სხვა სოფლებში ჩასახლდა (ძირითადად სოფ. ბოსტანაში).
სახურავის გარეშე დარჩენილი X საუკუნის შესანიშნავი
ძეგლი _ ღვიარის ჯვარცმის ეკლესია 1960-იან წლებში შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე ნიკო ჩუბინაშვილმა,
რომელიც წერს: `ეკლესიის მოედანი პატარაა. მისგან ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით დაქანებაა მდ. ღვიარისხევისაკენ. დასავლეთით რელიეფი მაღლდება. აღმოსავლეთით და სამხრეთით ტაძრის დაბლა ამოყვანილია
ძლიერი საყრდენი (საბრჯგენი) ქვიტკირის კედლები. სამხრეთის ფასადის წინ გაკეთებულია მოედანი, დაბლით კი ტერასები კედლებით, რომლებიც წარმოადგენდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ ზღუდეს რაღაც ძველ შენობებთან, დღეს ნანგრევებად
ქცეულ და მიწით დაფარულთან. შესაძლებელია ეს შენობები განკუთვნილი იყო სასულიერო პირებისათვის, ან აქ არსებობდა მონასტერი.~
მართალია, რაიმე წერილობითი დამოწმება ან თქმულება ღვიარაში სავანის არსებობისა არ გაგვაჩნია, ამგრამ ჯვარცმის
ეკლესიის ადგილ-მდებარეობის მარტივი დაკვირვებაც კი საკმარისია ვთქვათ, რომ აქ ოდესღაც მონასტერი იყო და, როგორც მამა რაფაელი ამბობს: `ბერმონაზონთა ლოცვის
74
ძალას დღესაც ისევე შევიგრძნობთ, როგორც კეთილსურნელებას
ყვავილებისას, რომელთა სახელები არცკი ვიცით.~
დამაჯერებლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ღვიარაში ბერმონაზონთა დამკვიდრება მოხდა X საუკუნეში, ეკლესიის აშენებისთანავე, ან უფრო ადრე.
როგორც რაჭის ბევრი სავანის, ასევე უცნობია ღვიარაში
მონასტრული ცხოვრების შეწყვეტის დრო.
XIX საუკუნეში ღვიარის ჯვარცმის ეკლესია ჯერ კიდევ მოქმედია და მღვდელმსახურებას ეწევიან მღვდლები
შარაბიძეები. იმავე საუკუნის ბოლოს ღვიარაში აშენდა
(ძველის ადგილას) წმ. თევდორეს ეკლესია. აკურთხა უდიდესმა სასულიერო მოღვაწემ _ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა. ტაძარი ააშენა ცნობილმა ჭრებალოელმა ოსტატმა
ნიკო ჭიღვარიამ, რასაც ეკლესიაზე შემორჩენილი წარწერაც გვამცნობს. ჟურნ. `მწემსი~ (1892 წ. #188) კი გვაუწყებს: `მისგან აშენებული ეკლესიები ყველანი საიმედონი
არიან, როდესაც ბერძნებისაგან ნაშენი ეკლესიები ყველანი დაზიანებულია.~ ძველი ჯვარცმის ტაძრის კუთვნილი
საეკლესიო ნივთებიც წმ. თევდორეს ეკლესიაში უნდა გადაეტანათ. დღეს ეს მშვენიერი საყდარიც სახურავის გარეშეა
დარჩენილი და შველას ითხოვს.




ჭოლევის მონასტერი

სოფ. ფუტიეთიდან ერთი ბილიკი მაღლით, ჭოლევის კლდის დაბოლოებისაკენ მიემართება და მივყავართ მთიან, თვალწარმტაც ადგილას, რომელსაც ხალხი `ნაეკლესიარს~ ეძახის. ეს ადგილი კარგად მოსჩანს სოფ. მრავალძალიდანაც.
`ნაეკლესიარი~ ძველად მონასტერი ყოფილა და საკმაოდ
მასშტაბურიც, რასაც მოწმობს მისი შენობა-ნაგებობათა მიმოფანტული ნაშთები.
იყო ჟამი საქართველოს ძლიერებისა; რაჭაც მძლავრობდა
და მასთან ჭოლევის მონასტერიც, სხვა მრავალ სავანეთა
მხარდამხარ. აქაურ ბერმონაზონთა ლოცვა-ვედრებასაც
ისმენდა უფალი ჩვენი. დიდი ხანია, რაც ისინი ამ სოფლიდან გავიდნენ, მაგრამ მათი ამსოფლიური მოღვაწეობის
ადგილი მდუმარედ ინახავს მათივე ხსოვნას... აქ, ძველებურად,
ისევ სიმყუდროვეა...
როგორც მეტწილად, ჭოლევს მოღვაწე ბერმონაზონთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. სიმონ სხირტლაძე, ეყრდნობა
რა ზეპირგადმოცემას, აღნიშნავს, რომ მრავალძალის მონასტერში, რომლის ბრწყინვალე ტაძარიც XI საუკუნეშია აგებული, ბერები სწორედ ჭოლევიდან გადასულან სამოღვაწეოდ.
ადვილი შესაძლებელია ასეც ყოფილიყო, ოღონდაც, არამც და არამც, არ უნდა ვიფიქროთ ჭოლევის გაუკაცრიელებაზე.
ჭოლევის სავანე კვლავ აგრძელებს არსებობას საუკუნეთა მანძილზე. სხვანაირად, სამონასტრო ანსამბლის კვალი ისეთი სახით, როგორიც დღესაა, არ გვექნებოდა, მიწა დაფარავდა ყველაფერს.
მართლაც რომ მძლავრობდა იმ დროს რაჭა! მთლიანად და უნარიანად იყო ათვისებული მთა და ბარი, ყველა ხეობა.
72
მრავლისმეტყველია თუნდაც ის, რომ ერთ ხეობაში, თითქმის
გვერდიგვერდ, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სამი მონასტერი (ჭოლევი, მრავალძალი, ფუტიეთი) აღასრულებს თავის წმინდა დანიშნულებას, რაც ქვეყნისა და მხარის ეკონომიურ
და კულტურულ დაწინაურებაზეც მეტყველებს თავისთავად,
რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ სიმაღლეზე.




ფუტიეთის მონასტერი

რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ლამაზად ჩამჯდარი სოფ. ფუტიეთის შემოგარენი ზედგამოჭრილი ადგილია მყუდრო
სამონასტრო ცხოვრებისათვის. უფლის მადლით, კიდევაც
დამკვიდრებულან ოდესღაც აქ ამა სოფლის შფოთიან ყოფას გაშორებული ბერები და ცხოველი მოღვაწეობაც გაუჩაღებიათ.
იმისდა მიუხედავად, რომ ფუტიეთის მონასტრის შესახებ
არავითარი წერილობითი საბუთი არ გაგვაჩნია, კომპლექსის
დათვალიერება გვარწმუნებს, რომ ძველად შთამბეჭდავი
სავანე არსებულა.
ნამონასტრალი სოფლის სიახლოვესაა, მდ. ჭალას მარცხენა
ნაპირას, მთის ძირში, ტყიან და შემაღლებულ ადგილას.
მონასტრის ტაძარი, რომლის საძირკველიც კარგად გაირჩევა, ყველა სხვა ნაგებობაზე მაღლაა. ეკლესიის მთავარი
ხატი დღეს უცნობია ჩვენთვის. მოსახლეობა მას, და საერთოდ მონასტერს, ბერების ეკლესიად მოიხსენიებს. სხვა შენობა-ნაგებობანიც, რომლებიც აქ ბლომადაა საკმაოდ დიდ ფართობზე, ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი. მათგან ყურადღებას იქცევს დიდი ზომის (დაახ. 20×10 მმ) შენობა, გაყოფილი სამ დარბაზად.
საყდრის ახლოს ამ ბოლო წლებში შეუნიშნავთ და გაუწმენდიათ აკლდამისებური ქვიტკირის ნაგებობა (დაახ. 3×1,5 მმ) ზევიდან დახურული ქვიტკირისავე თაღით, რაც უცილობლად განძთასაცავი უნდა იყოს. სავარაუდოა, რომ ასეთები კიდევ იყოს აქ.
მონასტრიდან 150-200 მეტრის მოშორებით პატარა წყაროა,
რომელსაც ხალხი წმინდა წყაროს ეძახის. გადმოცემით,
ამ წყალში ავლებდნენ ძვირფას საეკლესიო ნივთებს.
წყაროდან ასიოდე მეტრში, ნაკადულის პირას, ქვიტკირის
ძველი კედელია შემორჩენილი, რომელიც, ეჭვს გარეშეა,
სამონასტრო მეურნეობის შემადგენელ რაღაც ნაწილს
70
წარმოადგენდა (წისქვილი ან სხვა რამ).
ძველი სავანის ზედაპირული დაკვირვებაც კი საფუძველს
გვაძლევს ვთქვათ: ფუტიეთში მოღვაწე ბერებს იმთავითვე
მტკიცე საძირკველი ჩაუყრიათ როგორც სულიერი, ისე მიწიერი ლამაზი სახლის ასაშენებლად. მონასტრის შემორჩენილი ნაშთები ცხადად მოწმობენ უწინდელ მშვენიერებას,
ნათლად ღაღადებენ მის მოსაგრეთა მაღალ სულიერებასა
და მიზნებზე, დიდი მოთმინებით, უდრტვინველად რომ აღასრულებდნენ ქრისტეს სწავლებას.
ფუტიეთის სავანის დაარსება განვითარებულ შუა საუკუნეებს
უნდა მიეკუთვნოს. ხოლო რაც შეეხება მონასტრული
ცხოვრების მოშლას, მის გამომწვევ მიზეზებსა და დროს, კონკრეტულად რაიმეს თქმა ჭირს, თუმცა არსებობს ხალხში დარჩენილი მინიშნება იმის თაობაზე, რომ სავანის გაუკაცრიელება
გამოიწვია რუსთა სასტიკმა ანგარიშსწორებამ 1819-21 წლებში ე.წ. `იმერეთის აჯანყების~ საპასუხოდ.




გლოლის `ბერის საყდარი~

სოფ. გლოლის `ზედქალაქის~ შუა საუკუნეთა უამრავ ნაგებობათაგან სრული სახით მხოლოდ მცირე ზომის (3,6×2,2 მ) `ბერის საყდრად~ წოდებულმა ეკლესიამ მოაღწია.
ექ. თაყაიშვილი წერს: `ეკლესიის აშენებას მიაწერენ დავით
აღმაშენებელს და მას `საბეროს~ უწოდებენ, ვინაიდან აქ მწირს უცხოვრია.~
გ. ბოჭორიძემ ეკლესიის აშენება და მოხატვა XIII საუკუნით
დაათარიღა და სწორადაც, ვინაიდან კედლის უმშვენიერეს
მოხატულობაში თამარ დედოფლის უნიკალური ფრესკაც
ბრწყინავდა, რომელიც, სამწუხაროდ, 1910-იან წლებში დაზიანდა
და წაიშალა უყურადღებობის გამო.
მცირე სამლოცველო ძველად ვინმე განდეგილს აუშენებიაო,
წერდა პ. უვაროვა 1880-იან წლებში, გლოველ ხანდაზმულთა
ნაამბობზე დაყრდნობით.
ამჟამად ხალხი ამ მცირე ეკლესიას `სულტანეთ წმ. გიორგით~ მოიხსენიებს. საყდარი ბოლო წლებში შეკეთდა და დაიხურა თუნუქით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას: გლოლის `ბერის საყდარი~ აშენდა ბერების სამლოცველოდ.
იმდროისათვის აქ ბერმონაზვნობას მტკიცედ ჰქონდა ფესვები გამჯდარი, მით უფრო, რომ ბუბის ძველი მონასტერი
სულ ახლოს, 6-7 კილომეტრში მდებარეობდა.




ლეკნარის მონასტერი

ყოველმხრივ სრულყოფილი სამონასტრო ანსამბლის უტყუარი ნიშნები გვაქვს ლეკნარში. ბერმონაზვნები აქ IX-X საუკუნეებში უნდა დამკვიდრებულიყვნენ. ასწლეულთა
მანძილზე, თითქმის XX საუკუნემდე ისმოდა აქ წმინდა გიორგის ტაძრის ამბიონიდან სამღვდელოთა წირვა-ლოცვა
და ღაღადისი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოს ლეკნარიც შეუერთდა რაჭის ნატაძრალ-ნამონასტრალთა დიდ რიგს... დაცარიელდა და დამუნჯდა იქაურობა...
ნაქერალას მთის დაბოლოებაზე, ოკრიბის გადასახედის მაღალი კლდის თავზე, დღეს ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესიის მხოლოდ სანახევროდ დანგრეული კედლებიღაა შემორჩენილი. აქედან ხელისგულივით მოსჩანს დიდებული ხვამლის მთა და ოკრიბის თვალწარმტაცი სანახები.
ტაძრის ქვემოთ (10-15 მეტრში), კლდეში გამოჭრილია წყლის შესაკრები აუზი, რომელიც თლილი ქვითაა ამოყვანილი.
აქ მუდამაა ანკარა წყალი ერთ დონეზე.
ეკლესიამდე მისასვლელი რამდენიმე გზა-ბილიკია. აქ შეიძლება მოვხვდეთ სოფ. ძმუისიდან, ზედა შავრადან, შაორიდან. დღესდღეობით კი ყველაზე მოხერხებული გზა სოფ. ნიკორწმინდიდანაა, საიდანაც 8-10 კილომეტრი სავალია.
ძველად ტაძარი მოიხსენიებოდა როგორც `მთის წმინდა გიორგი~ და ითვლებოდა ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად.
აქ მოდიოდნენ მლოცველები დასავლეთ საქართველოს ყველა მხრიდან. ქართველი დიდებულები უხვად სწირავდნენ
ყმა-მამულებსა და საეკლესიო ქონებას, რის შესახებაც არა ერთი და ორი წერილობითი საბუთი არსებობს. მეტად მნიშვნელოვანია ამ მხრივ მეფე ბაგრატ V-ის (1360-1393 წწ.) მიერ გაცემული სიგელი: `თქუენ წმიდაო გიორგი მთისა, რაგუარიც
დავით აღმაშენებლისა და ძისა მისისა დიმიტრისაგან
შემოწირული ყოფილიყო, ჩუენ მეფეთ მეფემან ბაგრატ...
46
ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად ტაძარსა შენსა და გარდავჭედეთ ზეით ტყუივითა და სპილენძითა და მოვჭედნეთ ხატნი... შემოვსწირენ მამულნი და გლეხნი სახადს აგარა... შავორი, ვითა ძველთაგან შავორის მთავარ მოწამე იქი სვენებულიყო, დიდი სოფელი ყოფილიყო შავორი
და აოხრებულიყო... ახლად ხელვყავით აღშენებად... სოფელი შევქმენი და აწ ახლად შემოგწირეთ... თხმორი... ძმუისი ცხრათავითა... კაციეთს მსხდომნი ბულუშაძენი და ზაქარაძენი... წყნორს მითათაშვილები და ჭლიკაძენი... აგარა...
ჭაშლათს ჭუნჭულაძე, ქოთბოძეიძე... ბობოთს ერაძენი... ფონას ნოზბეგანიძე... სურამი.~
მთის წმინდა გიორგისადმი შეწირულების უკანასკნელი
სიგელი გაცემულია 1795 წელს, სოლომონ II-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის მიერ.
1950-იან წლებში ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე
მალაქია დვალმა და სწორედ მან ივარაუდა პირველმა
ოდესღაც აქ მონასტრის არსებობა. გამოკვლევის შედეგები
ბ-მა მალაქიამ გამოაქვეყნა 1968 წელს, მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ `მაცნეში.~ მკვლევარი წერს: `გალავნის შიგნით შესასვლელთანავეა გეგმაში სწორკუთხა სათავსოს
ქვის კედლების ნანგრევი, როემლიც საყარაულო კოშკის
ნაშთს უნდა წარმოადგენდეს. გალავნის შიგნით მრავლად
შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობათა კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რთულ სამონასტრო ანსამბლთან.
ყველა ეს ნაგებობა ამჟამად დანგრეულია და მათი კედლები ძირითადად დაფარულია ნანგრევებითა და მიწით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ისინი ნაგები ყოფილან თლილი ქვით კირის ხსნარზე.
... გამოკვლევამ დაგვანახა: 1) ლეკნარის სამონასტრო ანსამბლის ეკლესიის მთავარი ნავი აგებულია IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის I ნახევრამდე.
2) ჩრდილოეთ მინაშენი ძეგლზე მოგვიანებით, X საუკუნის
დასასრულს ან XI საუკუნის პირველ მესამედში
47
მიუშენებიათ, ხოლო დასავლეთ მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია.~
ისტორიკოსი, თამაზ ბერაძე ასევე მიიჩნევს აქ მთელი სამონასტრო კომპლექსის არსებობას IX-X საუკუნეებიდან.
მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა
მდიდარი საეკლესიო ინვენტარი უძვირფასესი ჯვარ-ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი გასულ საუკუნეში დაიკარგა
უკვალოდ.
ზეპირგადმოცემამ ჩვენამდე მოიტანა ფრიად ლამაზი თქმულება: მთის წმინდა გიორგის სასულიეროთა კრებული
იმედისმიმცემი და დარაჯის თვალით გაჰყურებდა შორს, რიონს გაღმა, ასევე მთაზე მდგარ ღვიარის ჯვარცმის ეკლესიის მსახურთა დასს... ასე ყოფილა ღვიარიდანაც... ორი ქართული კულტურისა და სულიერების კერა მზერით ამხნევებდა ერთიმეორეს... მათ შორის მგრძნობიარე, სულიერი
კავშირი გაბმულიყო და ნეტარებდნენ ამით... შორიდან გრძნობდნენ ერთურთის გულისცემას...




ლაბეჭინის მონასტერი

სოფ. ლაბეჭინის (დღეს უკვე ნასოფლარი) მიდამოებში, სოფლის ზემოთ, დგას XIII საუკუნის შთამბეჭდავი ბაზილიკური
ტაძარი _ მთავარანგელოზთა ეკლესია. უწინ აქ დიდი მონასტერი იყო. ეკლესია აუგია მონასტრის წინამძღვარს გაბრიელ ლაბეჭინელს, ძლიერი მიწისძვრისაგან დანგრეული
ძველი ტაძრის ადგილას. მანვე შეადგინა ვრცელი ანდერძი,
რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ანდერძი უძვირფასეს ცნობებს შეიცავს იმდროინდელი საეკლესიო-სამონასტრო მოწყობის შესახებ.
მკვლევარმა ლევან ფრუიძემ, გამოაქვეყნა (2003 წ.) მონოგრაფიული
გამოკვლევა _ `სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის
მონასტერი~. წიგნი, რომ იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მეცნიერი სიღრმისეულ დონეზე გადმოგვცემს როგორც ამ ძველთაძველი სოფლისა და იქ მოქმედი მონასტრის,
ისე მასთან დაკავშირებული მთლიანი მხარის ფრიად საინტერესო ისტორიას.
ქვემოთ მოგვყავს მცირედი ნაწილი წიგნიდან, რაც საკმარის
წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს ლაბეჭინის სავანეზე:
`ლაბეჭინა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესია, მდებარეობს მდინარეების ასკისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ლაბეჭინის სერის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.
ეს სერი, გველითავთან ერთად, რაჭისა და ლეჩხუმის ბუნებრივი საზღვარია.
ლაბეჭინა ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველესი
კერა იყო. პროფ. ლ. მენაბდის გამოკვლევით, აქ მდიდარი
წიგნთსაცავი უნდა ყოფილიყო, არანაკლები ნიკორწმინდის
და ჭელიშის მონასტრებისა.
გაბრიელ ლაბეჭინელის უკვდავი ანდერძით ცნობილია, რომ ლაბეჭინის ეკლესია XIII საუკუნეშია აგებული, ხოლო მის კედლებში ჩატანებული ჩუქურთმიანი და წარწერებიანი
36
ქვები ძველი დანგრეული ეკლესიისა, დათარიღებულია XI-XII საუკუნეებით.
საგულისხმოა, რომ `ლაბეჭინელობა~ ტრადიციადაა ქცეული და ლაბეჭინის მონასტრის წინამძღვარი თავის შემცვლელ
ლაბეჭინელს თვითონვე ზრდიდა.
ეკლესიის შემოგარენი სამონასტრო ნაგებობებს ჰქონია დაკავებული, ლაბეჭინელი ხაზგასმით მიგვითითებს: `ამას ქედსა ზედა თუ სახლნი არიან, ანუ ზღუდენი არიან, და თუ ჭურ-მარანი არს, რაიცა ჭურჭელი და რაიცა ბეღელნი არიან, რაიცა შეშის ვოდა. შევკაზმი და სხუათ ახლად აღვაგე, მრავალნი ქუაბ-საქვაბენი და სხუანი მრავალნი წურილმანი ჭურჭელნი უკლები, რომელ თითეულად არ დაიწერებოდა, სამჭედლოი ჭურჭელი უკლები, ველ-ვენახი და ყანა ურიცხვ, რომელი მიშენებია, მიმიცია და მიყიდია~. დაკვირვებული თვალი ამ ნაგებობათა კვალს უსათუოდ შენიშნავს.
მონასტერს დიდი მეურნეობა ჰქონია, `ურიცხვი~ ადგილ-
მამული, როგორც ძველი, ისე გაბრიელ ლაბეჭინელისაგან
ახლად შეძენილი. მეურნეობა და ნაგებობები ჰქონია აგრეთვე რაჭის სოფლებში კვირიკეწმინდასა და ზემო აგარაში,
ხოლო ქვემო აგარაში (ზნაკვის `ნააგარევი~ უნდა იყოს) `საპირუტყვო~ სახლი დაუდგამს.
გაბრიელ ლაბეჭინელის ანდერძი ცხადყოფს, რომ ლაბეჭინის
მონასტერი და სოფ. ლაბეჭინა განვითარებული საშუალო
საუკუნეებში მოცემული რეგიონის (რაჭა-ლეჩხუმი) ერთ-ერთი სასულიერო და კულტურულ-სამეურნეო ცენტი იყო, მოწინავე სამონასტრო მეურნეობა-მემინდვრეობის, განსაკუთრებით
პურეული კულტურების (ენდემური ჯიშების მახასა და ზანდურის), მევენახეობა-მეღვინეობის, ხელოსნობის,
კალიგრაფია-მწიგნობრობის, მწერლობის, ხელოვნების, მხატვრობის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, ჭედურობის, საერთოდ გამოყენებითი ხელოვნების მრავალი დარგის განვითარების
შესაძლებლობას იძლეოდა და საქართველოს ამ მთიან მხარეში კულტურული, სისხლსავსე ცხოვრება ჩქეფ37
და.
ლაბეჭინის მონასტერს უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონია,
რომელიც XIII საუკუნეში მიწისძვრის გამო ძლიერ დაზიანებულა.
ტაძრის ხელახლა ამშენებელი გაბრიელ ლაბეჭინელი
შთამომავლობას ამცნობს: `მოვასხენ მწერალნი და დავაწერინე ერთი დიდი ნეტაფრასი, და ერთი სვინქსარი, მოთხრობიანი ე, ერთი მარხვანი, ერთი საწინასწარმეტყვლოი, ერთი პირველი ხმაი პარაკლიტონი, ცხრაი თუე, ერთი სტოდიელი,
ერთი ნიკოლოზის ცხოვრებაი, და დიმიტრის წამებაი შესხმად და კონდაკ-სამსგეფსოდ. ამის ყოვლისა ფასი ჩემი გამიცემია.~
მონასტერი სამეფო იყო, ისევე როგორც მახლობლად მდებარე ჭყვიშის გრანდიოზული ციხე, რომელიც ლაბეჭინის
საუნჯესაც სდარაჯობდა და ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვასთან დამაკავშირებელ უმოკლეს მაგისტრალსაც კეტავდა.
როგორც აკად. ივანე ჯავახიშვილმა ცხადი გახადა, მონასტერი სულიერების სრულყოფილების გარდა, მრავალმხრივი
მნიშვნელობის პრაქტიკული დაწესებულება იყო. იგი თავის სამოქმედო არეალში უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობის და მრეწველობა-ხელოსნობის სწორ ორგანიზაციას, ყოფაში ნერგავდა ქურუმულ ცოდნას, ე. ი. მაშინდელი მეცნიერების მიღწევებს. მოსახლეობა მონასტრის
მეურნეობის მაგალითზე აუმჯობესებდა სასარგებლო
მცენარეთა და ცხოველთა ჯიშობრივ ასორტიმენტს, მიწის დამუშავებისა და მოვლის კულტურას. მონასტერში მოღვაწე ბერმონაზვნები, სწავლულები, ღმერთის სახელით ხალხს ასწავლიდნენ ბუნებრივი რესურსების ზომიერად გამოყენებას, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვას და ა. შ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლა-აღზრდისა და სასკოლო საქმიანობაში მონასტრების უდიდესი მნიშვნელობა.
ხალხში ბოლო დრომდე იყო შემონახული ხსოვნა ლაბეჭინის ტაძართან სასულიერო სასწავლებლის არსე38
ბობის შესახებ. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ლაბეჭინელ მოხუცთაგან მომისმენია, რომ ყოფილა დრო, როცა მთელი ჭყვიშის თემისა და ასკის ხეობის ახალგაზრდობა სწავლა-განათლებას ლაბეჭინის ეკლესიის სკოლაში იღებდაო. ამ გადმოცემაში უეჭველად არის ჭეშმარიტების მარცვალი.
როცა სამეფო ხელისუფლება დასუსტდა და საქართველოს
დაშლა-დაქუცმაცება გარდუვალი გახდა, ლაბეჭინის
მონასტერი ინასარიძეებმა საძვალედ გაიხადეს და სოფ. ლაბეჭინასაც დაეუფლნენ. ადრე ლაბეჭინა სამონასტრო სოფელი უნდა ყოფილიყო, ხოლო ამ სოფლის მკვიდრი ჯინჭარაძეები
სასულიერო გლეხები.
გიორგი (თვალია) ინასარიძის გარდაცვალების შემდეგ
(XVIII ს. პირველი მეოთხედი) მონასტერი თანდათან დაკნინდა. სამეგრელოს მთავართა ახალმა დინასტიამ მას საირმის უდაბნოს განახლებული მონასტერი დაუპირისპირა.
საბოლოოდ დადიანებმა, 1766 წელს, ლაბეჭინის საწინამძღვრო
ეკლესია თავისი მრევლითა და ადგილ-მამულით ამ განახლებულ ლავრას შესწირეს. რადგანაც ლაბეჭინის მონასტერი ოდესღაც სამეფო იყო, დადიანებს კი თავიანთ სამფლობელოში მეფის საკუთრებისა და სახელის ამოშანთვა
სურდათ, მიაღწიეს კიდეც ამას.
როგორც ირკვევა, ინასარიძეთა სოფლები და მამულები
თანდათან დადიანებმა დაიკავეს. საბოლოოდ ჭყვიშის სამეფო ციხესაც დაეუფლნენ და ლაბეჭინის მონასტერიც გააუქმეს.~







სხიერის მონასტერი

ბერმონაზონთა მოღვაწეობის ნათელი კვალი ამჩნევია
სოფ. სხიერის `მირიანეული უძრავი~ წმინდა გიორგის ეკლესიასა და მის შემოგარენს. სამონასტრო ცხოვრებას აქ IX საუკუნეში უნდა ჩაყროდა საფუძველი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს აშენების თარიღი ტაძრისა, რომელიც მიწისძვრის (1990წ.) შედეგად დღეს ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი.
ძეგლის 1920-ინი წლების გიორგი ბოჭორიძისეული აღწერილობა
ასეთია: `სხიერის `მირიანეული უძრავი~ წმინდა
გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა (7××4მ.), ნაგები ქვიტკირისაგან; დასავლეთით მოჩანს საქალებოს საძირკველი,
ხოლო ჩრდილოეთით (აღმოსავლეთ ნაწილში) _ რომელიღაც
შენობის ნანგრევი. ეკლესია გარედან გალესილია კირით.
შიგნით ეკლესია მოხატულია; ღეს მხატვრობა შენახულია
მარტო მაღლითა ნაწილში; მთელი სამხრეთით კედელი და დანარჩენი კედლების ძირა ნაწილი კირითა და წამლით არის შელესილი, წარწერები მხატვრობას ასომთავრულად და ხუცურად აქვს.
ეკლესიაში ინახება ქვის ფიცარი (86×71 სმ.), რომელიც ძველად ეკლესიის ან მისი ერთადერთი შენობის კეედელში უნდა ყოფილიყო გაკეთებული; მასზე ნაქანდაკევია ანგელოზებისა
და საერო-სასულიერო პირთა სახეები ხუცური წარწერით. ქანდაკებისა და წარწერების თვალსაზრისით ძეგლი (ქვის ფიცარი) ეკუთვნის IX-X საუკუნეებს.~
არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენამდე მოღწეული ეკლესია ძველ ნატაძრალზეა აშენებული, რაც საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ სხიერი ქრისტიანობის ერთ-ერთი ძველი კერაა რაჭაში.
უნიკალურია ტაძრის კანკელი, რომელიც X საუკუნით თარიღდება და კანკელთა აღმართვის უძველეს ეტაპს განე33
კუთვნება.
იმ მოსაზრების განსამტკიცებლად, რომ სხიერში უწინ მონასტერი არსებობდა, მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი: სოფელი სხიერი ტაძრის სიახლოვეს მოგვიანებით, გვიანფეოდალურ
ხანაში გაჩნდა, ალბათ მას შემდეგ, რაც ბერმონაზვნური
ცხოვრება მოიშალა (წყაროებში სოფელი XVIII საუკუნიდან მოიხსენიება სხუარის სახელწოდებით). წმინდა გიორგის ეკლესიაში კი მღვდელმსახურება არ შეწყვეტილა მანამ, სანამ ათეიზმმა არ იმძლავრა.
სხიერს რომ ოდესღაც სავანე ყოფილა, ამის მიმანიშნებელია
იმ 2 კილომეტრიანი წყალგაყვანილობის დარჩენილი ნაშთებიც, რომლითაც სასმელი წყალი მიუყვანიათ მონასტრამდე.
მიწაში ჩაწყობილი თიხის მილები ისეთივე ძველია, როგორც თვით მონასტერი.
მართალია, ამჟამად ეკლესიის სიახლოვეს სამონასტრო ანსამბლის სხვა ნაგებობათა გამოკვეთილი ნიშნების პოვნა ჭირს მარტივი დაკვირებით, მაგრამ უეჭველია, რომ აქ მიწის
არც თუ ისე სქელი ფენის ქვეშ ბევრი რამ ჩვენთვის საინტერესო იმალება... დრომ და ადამიანმა ხომ მთლიანად შეცვალა სავანის ძველებური სახე...
კარგი მდებარეობა აქვს სხიერის მონასტერს. ონიდან სამიოდ კილომეტრით დაშორებული, შემაღლებული ადგილი
მართლაცდა შესაფერისია სამონაზვნო ცხოვრებისათვის,
მახლობლად მდებარე ტყე და სავარგულები კი სამონასტრო
მეურნეობის მოსაწყობად მეტად მოსახერხებელი.
ღვთის სამსახურში ჩამდგარი ბერებისათვის სხიერის კურთხეული მიწა მყუდრო სამყოფელი და, მასთან, ცხოველი სამოღვაწეო უნდა ყოფილიყო.




მეჭვრეთის მონასტერი

იყო დრო, როცა მეჭვრეთის დიდ მონასტერში მრავალრიცხოვანი
ქართველი ბერები რუდუნებით აღასრულებდნენ უფლისა და ქვეყნის სამსახურს. ნამონასტრალის მონახულება
ცხადს ხდის, რომ ოდესღაც საწუთროს საზრუნავსა
და შფოთიან ცხოვრებას გარიდებულ ბერმონაზვნებს სოფ. ლიხეთის ეს თვალწარმტაცი ადგილი სასულიერო ცხოვრების მნიშვნელოვან კერად უქცევიათ. ძველი ეკლესიის
ირგვლივ შენობა-ნაგებობათა ნანგრევები ამის უტყუარი
დასტურია.
უნდა ითქვას, რომ სოფ. ლიხეთის ტერიტორია ადრეული
დროიდანვე ყოფილა დასახლებული. აქ გაითხარა ანტიკური ხანის სამარხი, სადაც სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა კოლხური თეთრის მონეტა. მიაკვლიეს აგრეთვე ფეოდალური ხანის მადნის სადნობ ღუმელს.
რაც შეეხება მეჭვრეთის მონასტრის წმინდა გიორგის ძველ ტაძარს, მისი აშენება VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება
და ერთ-ერთი უძველესია რაჭაში. ამჟამად ეკლესიის დანგრეული კედლების ნაწილია შემორჩენილი. თუ როგორ გამოიყურებოდა ტაძარი 1920-იან წლებში, ამის შესახებ კარგად
მოგვითხრობს გიორგი ბოჭორიძე: `მეჭვრეთის ეკლესიის
ნანგრევები მდებარეობს მდ. ლუხუნის ხეობაში, სოფ. ლიხეთის ჩრდილოეთით 1 ვერსზე, ხევების სერულისა და ხეორის შესართავთან, გორის დაბალ კალთაზე, ბუნებით მშვენიერ
ადგილას.
ეკლესია ერთნავიანი შენობაა (10××5,8მ.), რომელსაც სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს გალერიები. დღეს შენახულია მხოლოდ ეკლესიის კედლები და ჩრდილოეთი გალერია, დაზიანებული თაღით, დანარჩენი ნაწილისა კი მხოლოდ
ნანგრევებიღა მოჩანს.
ეკლესია მოხატული ყოფილა; მხატვრობა დღეს ნაშ30
თადღა არის, ჩრდილოეთ კედელს კირზე ემჩნევა მხატვრობის
კვალი; შენახულია წითელი მკრთალი ფერები.
ეკლესია დაუზიანებიათ 1929 წელს. იგი უნგრევიათ და მისი მასალა უზიდიათ ლიხეთის სკოლის ასაშენებლად.
ეკლესიის დასავლეთით არის დიდ შენობათა ნანგრევები,
სადაც ბერების საცხოვრებელი ბინები უნდა ყოფილიყო; ძველად აქ მონასტერი ყოფილა.
ეკლესიასა და სხვა შენობებს გარშემო გალავანი ჰქონია,
მისი დღეს ნაშთიღა მოჩანს. აქვე არის დიდი ხნის ტყე, რომელსაც ურევია ბზის ხეებიც.~
რაც შეეხება ეკლესიის მხატვრობის კვალს, რასაც მკვლევარი
აღგვიწერს, დღეს ყოველგვარი ნიშანი წაშლილია. დრო თვით ამ დიდებული ძეგლის კედლებსაც არ ინდობს და პატივცემული მეცნიერის აღწერის დროიდან საგრძნობი ცვლილება განიცადა. დიდი ხნის ტყე კი ისევ უცვლელადაა შემონახული და კვლავ ამშვენებს ისედაც მშვენიერ გარემოს.
ხეორისა და სერულას ულამაზესი ხეობების დაბოლოება
მართლაც საუცხოო ადგილია სამონასტროდ.
თუ როდის ჩაეყარა საფუძველი მეჭვრეთის მონასტერს, ძნელი სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ ეს მოხდა IX საუკუნეში _ ტაძრის აგების ხანაში. ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძველი სავანე რაჭაში.
რაც შეეხება სამონასტრო ცხოვრების ხანგრძლივობას, შემორჩენილი ნაშთების მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა, რომ აქ გვიანფეოდალურ ხანაშიც ემოღვაწათ ბერებს.
არ შეიძლება არ შეინიშნოს, რომ მეჭვრეთის უძველესი და უნიკალური ტაძრის ნანგრევებიც კი ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა,
რასაც შესაბამისი მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. ბევრი, თუნდაც დიდი წარსულის, ქვეყანა ინატრებდა ასეთ ძეგლს და სათუთადაც მოუვლიდა. მეჭვრეთის, ჯოისუბნის, ღვიარის, ბუბის, შეუბნისა და სხვა მნიშვნელოვანი ტაძრების აღდგენას თუ ვერ შევძლებთ, მათი ატმოსფერული ნალექები31
საგან დაცვა კი უნდა მოვახერხოთ, რათა არსებული სახით მაინც დავუტოვოთ მომავალ თაობებს. კარგი იქნება თუ მხარის მესვეურები გულთან ახლოს მიიტანენ აღნიშნულ საკითხს. არ უნდა იყოს შეუძლებელი წელიწადში თუნდაც ერთი ძეგლის საიმედოდ დაცვა და გადარჩენა, თუ ამის სურვილი იქნება... მართალია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა,
მაგრამ, სჯობს არ დაველოდოთ!




ჩვენთვის ცნობილია ჭელიშის მონასტრის 17 წინამძღვარი:

1. არქიმანდრიტი დანიელი _ 1800-იანი-1811 წწ.
2. არქ. სვიმეონი (წულუკიძე) _ 1811-1838 წწ.
3. არქ. იოანე (იოსელიანი) _ 1846-1852 წწ.
4. არქ. ნიკოლოზი (ნიჟარაძე) _ 1852-1856 წწ.
5. არქ. ონიფანტე (ნადირაძე) _ 1856-1859 წწ.
6. იღუმენი იოსები (ბაქრაძე ) _ 1860-1866 წწ.
7. არქ. მაკარი (იაშვილი) _ 1867-1891 წწ.
8. არქ. ნიკიფორე (კანდელაკი) _ 1892-1897 წწ.
9. არქ. დანიელი (ახვლედიანი) _ 1897-1902 წწ.
10. არქ. ამბროსი (ხელაია) _ 1902-1903 წწ.
11. არქ. გრიგოლი (ჩხაიძე) _ 1903-1906 წწ.
12. არქ. კლიმენტი (ჩოქვანი) _ 1906-1916 წწ.
13. იღუმენი პავლე (ჯაფარიძე) _ 1916-1917 წწ.
14. არქ. მაკარი _ 1917 წ.
15. იღუმენი იოანე (შანიძე) _ 1917-1918 წწ.
16. მღვდელმონაზონი დომენტი _ 1918 წ.

17. არქ. ლავრენტი (მეტრეველი) _ 1918-1937 წწ.




No comments:

Post a Comment